ტესტი ხასიათის მთავარ თვისებაზე

118

საიდუმლო არ არის, რომ ჩვენი ტანსაცმლის არჩევანი ასახავს იმას, თუ როგორ შევიგრძნობთ სტილს. თუმცა, ფსიქოლოგები დარწმუნებულნი არიან, რომ ეს პიროვნულ თვისებებთანაც არის კავშირში. დამაჯერებლად არ ჟღერს? პაპარაცის დღევანდელ სტატიაში გთავაზობთ საინტერესო ტესტს, რომელიც ხასიათის მთავარი თვისების დადგენაში დაგეხმარებათ.

ზემოთ მოცემულია სურათი, რომელზეც ნაჩვენებია 5 წყვილი ქალის ფეხსაცმელი (ელეგანტური ფეხსაცმლით დაწყებული მდიდრული სანდლებით დამთავრებული). ყურადღებით შეხედეთ მათ და ზედმეტი ფიქრის გარეშე, აირჩიეთ ფეხსაცმელი, რომელიც ყველაზე მეტად მოგწონთ.

სახალისო ტესტი თქვენი ხასიათის მთავარი თვისების დასადგენად

ვარიანტი № 1

თქვენი ხასიათის მთავარი თვისება არის ის, რომ თქვენ ხართ უბრალო ადამიანი. შავი ფეხსაცმელი მიუთითებს იმაზე, რომ თქვენ არ ხართ ადამიანი, რომელსაც თავზე გვირგვინი ადგას. თქვენთან ურთიერთობა მარტივია და თქვენ ძალიან ადვილად პოულობთ საერთო ენას უცნობ ადამიანებთან. თქვენ ასევე გირჩევნიათ ახლობელ ადამიანებთან შეხვედრები, ვიდრე ხმაურიანი წვეულებები. ეს იმიტომ, რომ თქვენ აფასებთ უბრალო რამეებს: სახლში მომზადებულ საკვებს და გულწრფელ საუბრებს.

ვარიანტი № 2

თქვენი ხასიათის მთავარი თვისება არის ავანტიურიზმი. ძალიან გიყვართ თავგადასავლები. ვარდისფერი ბაბთებიანი ფეხსაცმლის არჩევანი ასახავს იმას, რომ არ გაინტერესებთ გარშემომყოფების აზრი. თქვენ მხოლოდ იმას აკეთებთ, რასაც საჭიროდ მიიჩნევთ. მუდმივად ენერგიული ხართ. ხშირად ხართ კომპანიის გული და ის ადამიანი რომელიც ყოველთვის მხარს უჭერს ავანტიურისტულ იდეებს და იღებს გადაწყვეტილებებს, რომლებიც არც თუ ისე გააზრებულია.

ვარიანტი № 3

არაჩვეულებრივი სანდლები ფრთებით არის იმის მაჩვენებელი, რომ თქვენთვის შეუძლებელი არაფერია. როდესაც მიზანი თქვენთვის ნათელია, ვეღარავინ შეგაჩერებთ. თქვენთვის მნიშვნელოვანია სასურველის მიღწევა, მიუხედავად დაბრკოლებებისა, რომლებიც გზაზე გხვდებათ. თქვენ ყოველთვის იღებთ იმას, რაც გსურთ, რადგან ამისთვის მაქსიმალურ ძალისხმევას ხარჯავთ.

ვარიანტი № 4

ბუნებამ უნიკალური ნიჭით დაგასაჩუქრათ. ნებისმიერ სიტუაციაში შეგიძლიათ დაინახოთ კარგი. თქვენ ცხოვრებისეული სირთულეები არ შეგაშინებთ, რადგან იცით, რომ მათ აუცილებლად მოჰყვება აღმაფრენა. ხელების ჩამოშვება თქვენ არ გჩვევიათ.

ვარიანტი № 5

იასამნისფერი სანდლები თქვენს მახვილგონიერებაზე მიუთითებს. თქვენ ხართ ადამიანი, რომელსაც შეუძლია გაახალისოს ყველაზე სერიოზული ადამიანიც კი. თქვენს ტვინს შეუძლია სწრაფად მოიგონოს ახალი ხუმრობები, რომლებიც ხალხს ხმამაღლა აცინებს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს