ამბობენ, გადასაღებ მოედანზე ნამდვილი მისტიკა სუფევდა. რა ბედი ეწიათ ფილმის „ვიი“ მსახიობებს

0
1195

ალბათ, არ მოიძებნება ადამიანი, ვისაც არ სმენია მწერალ ნიკოლოზ გოგოლის შესახებ. მხოლოდ მას შეეძლო ასე გადმოეცა უკრაინული კულტურის მთელი სილამაზე. მის მოთხრობებში ბევრი მისტიკური და უჩვეულოა. ყველა რეჟისორი არ იყო მზად, გადაეღო ფილმი მისი შემოქმედების მიხედვით, მაგრამ გამოჩნდნენ გაბედულები, რომლებიც მზად იყვნენ სცენარის დასაწერად და ფილმში სათამაშოდ. ერთ–ერთი ასეთი ფილმია „ვიი“ (1967 წ.). პაპარაცი გიამბობთ, ფილმის „ვიი“ რომელი მსახიობები დათანხმდნენ ბედის გამოცდას და როგორ დასრულდა მათთვის ეს ყველაფერი.

ერთ–ერთი მთავარი როლი, ასისთავის ქალიშვილი პანოჩკა, ნატალია ვარლეიმ შეასრულა. იმ დროს საბჭოთა კინოს ყველაზე ლამაზ ქალად ითვლებოდა. ერთხელ ინტერვიუში ნატალიამ აღიარა, რომ მისტიკა გადასაღებ მოედანზე მუდმივად ხდებოდა. ახალგაზრდობა თუ გაუგებრობა საშუალებას არ აძლევდათ, რომ გადაღების პროცესი შეეჩერებინათ. ფილმის გამოსვლის შემდეგ ნატალია ვარლეი მოინათლა, მაგრამ როგორც მსახიობი ამბობს, ვერ გათავისუფლდა მძიმე ცოდვისგან.

ფილმის „ვიი“ მსახიობები

ფილმის სამსახიობო ჯგუფი საკმაოდ სწრაფად შეიკრიბა. ლეონიდ კურავლიოვისთვის, რომელმაც ხომას როლი შეასრულა, ფილმი „ვიი“ დიდი კინოს ბილეთი გახდა. მისი ყველა ცნობილი როლი მისტიკური ფილმის შემდეგ მოვიდა. შეიძლება ითქვას, რომ ზოგიერთი მსახიობისთვის ფილმი ნამდვილი კურთხევა გახდა და არა ცოდვა. ჯადოქრის როლის შემსრულებლის პოვნა გაუჭირდათ. არც ერთი კანდიდატი რეჟისორს გადაღებაზე არ თანხმდებოდა. ვერც ერთი მსახიობი ვერ გადმოსცემდა იმ საშინელებას, რაც სიუჟეტში იყო აღწერილი.

იმ პერიოდში საბჭოთა კინოში ტრადიცია ჩამოყალიბდა. მისტიკურ და უჩვეულო ქალურ როლებს მამაკაცი მსახიობები განასახიერებდნენ. ვის შეეძლო ასე უნაკლოდ ეთამაშა ბაბა იაგა ფილმში „ყინვა“, თუ არა გეორგი მილიარს? ოლეგ ტაბაკოვის ცნობილი როლი ფილმში „მერი პოპინს, ნახვამდის“, სადაც ქალბატონი ენდრიუ განასახიერა. ალექსანდრე კალიაგინის დეიდის შეუდარებელი როლი კომედიაში „გამარჯობა, მე შენი დეიდა ვარ!“ ამიტომაც, ფილმში „ვიი“ ჯადოქრის როლი შესთავაზეს მსახიობს ნიკოლაი კუტუზოვს. მაშინ ახალი დასრულებული ჰქონდა ანდრეი ტარკოვსის ფილმში „ანდრეი რუბლიოვი“ გადაღება. იღუმენის როლში მისმა გამჭოლმა მზერამ რეჟისორი იგორ კროპაჩევი მოხიბლა.

ფილმის გამოსვლისას ნიკოლაი კუტუზოვი უკვე 70 წლის იყო. ინჟინრის ოჯახში ურალის ქალაქ კიშტიმში დაიბადა. ძალიან განათლებული იყო, ხუთი უცხო ენა იცოდა, ლექსები და პოემები ზეპირად იცოდა, მუსიკალურ ინსტრუმენტებზე უკრავდა. საბჭოთა ხელისუფლების მოსვლისას პროვინციის თეატრის დასთან ერთად გასტროლებზე წავიდა. ახალგაზრდა ნიჭიერი მსახიობი სწრაფად შენიშნეს და მოსკოვში გადაღებებზე მიიწვიეს. მისი სამსახიობო ცხოვრება ძალიან კაშკაშა და სავსე იყო. ომის შემდეგ ხშირად ცდილობდა რეჟისორად თავის გამოცდას. ზოგჯერ ეპიზოდურ როლებში მონაწილეობას იღებდა. ჯადოქრის როლმა ფილმში „ვიი“ დიდი პოპულარობა მოუტანა.

მსახიობი ნიკოლაი კუტუზოვი

მსახიობი თითქმის 80 წლამდე ფილმებში თამაშობდა. მის კარიერაში ბოლო ფილმი იყო „ტილას ლეგენდა“ 1976 წელს. მსახიობი 5 წლის შემდეგ გარდაიცვალა. ვერ მოასწრეს, პირადად გადაეცათ რსფსრ–ს დამსახურებული არტისტის ჯილდო. ნიკოლაი კუტუზოვმა გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე გაიგო, რომ ასეთი მაღალი წოდება მიანიჭეს. მაშინ თქვა, რომ „მოხარულია იმის გაცნობიერებით, რომ მისმა წვლილმა კულტურისა და შემოქმედების განვითარებაში ასეთი მაღალი შეფასება მიიღო ქვეყნის ხელმძღვანელობისგან“.

იმის მიუხედავად, რომ მოთხრობის „ვიი“ და მისი შემქმნელის ნიკოლოზ გოგოლის გარშემო ყველა სახის საშინელი ისტორიები ტრიალებს, ბევრი მსახიობისთვის ეს ფილმი მომავლის ბილეთი გახდა. გირჩევთ, კიდევ ერთხელ ნახოთ ეს საოცარი ფილმი იმ დროის წარმოუდგენელი სპეცეფექტებით.