მამაკაცს, რომელიც მიყვარდა, დედამისის გამო დავშორდი

5453

თითქმის სამი წელი ვიყავი მასთან ურთიერთობაში. ის 33 წლისაა. ამ პერიოდის განმავლობაში უამრავი რამ მოხდა, მაგრამ ჩვენ მაინც ძალიან გვიყვარდა ერთმანეთი. მაგრამ არის ერთი სერიოზული პრობლემა: ჩემი შეყვარებული – „დედიკოს ბიჭია“. ბევრჯერ ვიჩხუბეთ დედამისის გამო. დედამისმა ეს ძალიან კარგად იცოდა, მაგრამ მაინც არ აპირებდა საკუთარი პოზიციების დათმობას.

ვფიქრობ, სხვა ქვეყანაშიც რომ წავსულიყავით, არც ეს დაგვეხმარებოდა, იქაც მოგვაგნებდა. დღეში ოცჯერ ურეკავდა და უამრავ შეტყობინებას გზავნიდა. ჩემს შეყვარებულს და დედამისს შორის არ მოხდა სეპარაცია. მეჩვენება, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ ის ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ კვლავ მასთან ერთად იცხოვროს. მთელი ცხოვრება ქმრის (ჩემი შეყვარებულის მამის) „კისერზე ეკიდა“ და როცა შვილმა ფულის გამომუშავება დაიწყო, მისგანაც დაიწყო ფულის მათხოვრობა. ჩემთვის გასაგები იქნებოდა, თუ ეს იქნებოდა საბაზისო მოთხოვნილებების დაკმაყოფილება, მაგრამ მას უყვარს ბრენდული ტანსაცმლის ყიდვა, დასვენება, სამკაულები, ყვავილები.

მას საერთოდ არ შეუძლია შეეწინააღმდეგოს დედამისს, ის მაშინვე იწყებს მანიპულირებას და თავს დამნაშავედ აგრძნობინებს. ამიტომ მისთვის უფრო ადვილია გააკეთოს ის, რასაც ითხოვს, ვიდრე მოგვიანებით ამის გამო იტანჯოს. ჩვენ ცალ-ცალკე ვცხოვრობდით, მაგრამ ის ყოველთვის ყოფდა თავის ცხვირს იქ, სადაც საჭირო არ იყო. ჩვენთან მოდიოდა, როდესაც მე სამსახურში ვიყავი, სამარხვო წვნიანებს ამზადებდა და აიძულებდა თავის შვილს, რომ ჩემთვის მოეტყუებინა, რომ ამ ყველაფერს თავად ამზადებდა, რადგან უყვარდა და მიჩვეული იყო.

ის თავისი შვილის მეშვეობით აკონტროლებდა იმას, თუ რა სახის ხორცს ვიყიდიდი. ერთ დღესაც ეს ყველაფერი მომწყინდა და დიდი ჩხუბი ავტეხე. ამის შემდეგ ჩემი შეყვარებული მას ნელ-ნელა დაშორდა, ეს შესამჩნევი გახდა მის სიტყვებში და ქცევაში. როგორც ჩანს, მანაც იგრძნო ეს და მანაც დიდი სკანდალი მოაწყო. შემდეგ კი ულტიმატუმი წამოაყენა, რომ მის შვილს არჩევანი გაეკეთებინა. როგორ შეუძლია ამის თქმა ადამიანს, რომელსაც თავისი შვილი უყვარს?

ჩემთვის ისეთი მტკივნეულია, რომ უბრალოდ სიტყვებით ვერ გადმოვცემ. ერთ-ერთი ჩვენგანი უნდა დანებებულიყო და ამის გაკეთება მე მომიწია, რადგან ეს ეგოისტი ქალი არასოდეს გაუშვებს ხელიდან შემოსავლისა და რესურსების წყაროს, ანუ თავის შვილს. ვიცი, რომ მას ვუყვარვარ და მეც ძალიან მიყვარს. თითქოს გული ამომაგლიჯეს და ათას ნაწილად მიქციეს.

ჩემი შეყვარებული ცდილობდა ჩემს შეჩერებას, მაგრამ მე მეშინია ამ ოჯახის, მეშინია მისი დედის. მეჩვენება, რომ ის მზად არის ყველაფერი გააკეთოს მხოლოდ იმისთვის, რომ შვილი არავისთან წავიდეს. მისი გაშვება ჩემთვის მტკივნეულია, მაგრამ არ მინდა ორ ცეცხლს შორის იყოს. აღარ მინდა კონფლიქტები და მუდმივი სულიერი ტანჯვა. დედა კი არა მონსტრია, რომლისთვისაც მისი შვილი საკუთრებაა და არა მონათესავე სული, რომელსაც ბედნიერებას და სიკეთეს უსურვებს.

განშორების დროს მამაკაცი ცდილობდა დაერწმუნებინა, რომ ასეთი სიტუაცია აღარ განმეორდებოდა, რომ ის შეძლებდა დისტანციის შენარჩუნებას, მაგრამ არ დავიჯერე და აცრემლებული წამოვედი. მას არასოდეს გაუშვებენ. ვიცი, რომ ურთიერთობის გადარჩენა ჯერ კიდევ შესაძლებელია და არ არის გვიან. მაგრამ არ ვიცი, ღირს თუ არა…

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს