ეს ყველა დიასახლისმა უნდა იცოდეს. როგორ ჩართოთ სარეცხი მანქანა, თუ რეცხვისას დენი გამოირთო

0
2164

ჩვენი ბებიები ჩვეულებრივ რეცხავდნენ შაბათ–კვირას. რეცხავდნენ მთელი კვირის განმავლობაში დაგროვილ ბევრ ჭუჭყიან ტანსაცმელს, ასევე საწოლის თეთრეულის რამდენიმე ნაკრებს, რომელთაც შაბათობით ცვლიდნენ. ისინი სარეცხს ჯერ წყალში ალბობდნენ, თეთრეულს ხარშავდნენ, პერანგის საყელოებს და მანჟეებს სარეცხ დაფაზე ხეხავდნენ. ამ ყველაფერს კი დრო სჭირდებოდა. მხოლოდ ერთეულებს ჰქონდა ფუფუნება, ჩაერთო სარეცხი მანქანა, რადგან ყველას სახლში ასეთი ტექნიკა არ იდგა.

თანამედროვე მფლობელები სხვა საქმეა. მათ ცხოვრება ვერ წარმოუდგენიათ ყველა სახის ტექნიკის, მოდური რობოტების და პოპულარული მოწყობილობების გარეშე. ახლა შეუძლიათ რეცხვა ნებისმიერ დღეს დაიწყონ, რადგან მათი პირდაპირი ყოფნა საჭირო არაა. ჭკვიანი სარეცხი მანქანა ყველაფერს თავად გააკეთებს.

როგორ ჩართოთ სარეცხი მანქანა?

კონფუზი ხანდახან ხდება: არავინ არის დაზღვეული დენის მოულოდნელი თამაშისგან, დენის ან წყლის მიწოდების შეფერხებისგან, რის შემდეგაც მანქანა მუშაობას აჩერებს. ახალ მოდელებს შეუძლია პროცესის გაგრძელება ერთწუთიანი „ფიქრის“ შემდეგ, სხვებს კი დახმარება სჭირდება. პროგრამის არევა გავრცელებული პრობლემაა, რომელსაც ბევრი ადამიანი აწყდება. სამწუხაროდ, ყველამ არ იცის, როგორ ჩართოს სარეცხი მანქანა თავიდან.

გახსოვდეთ, რომ ცენტრალური გათბობის ქვაბი, მაცივარი, ტელევიზორი და ა.შ. ხშირად ფუჭდება იმის გამო, რომ ქსელში დენის დარტყმა ხდება: ამ მომენტში ძაბვა შეიძლება იყოს 250 ვოლტზე, ხოლო მოწყობილობა გათვლილი იყოს 220 ვოლტზე. რეკომენდებულია, რომ ელექტროგადამცემი ხაზი დაზიანებისას ყველა ტექნიკა გაყვანილობისგან გამორთოთ. კაბელზე, რომელზედაც დაკავშირებულია საყოფაცხოვრებო ტექნიკა, რეკომენდებულია დააყენოთ რელე ან გადამყვანი, რომელიც დენის გადაჭარბებული რყევისას იმუშავებს.

ასე დენის გათიშვისას როზეტიდან ელექტრო ჩანგლის გამოღება საჭირო აღარ იქნება. როცა დენი ჩაირთვება, სარეცხმა მანქანამ მუშაობა უნდა გააგრძელოს. იგივე უნდა გააკეთოს, როცა წყლის მიწოდება წყდება, ანუ დროებით მუშაობა გააჩეროს და შემდეგ რეცხვა გააგრძელოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, დამოუკიდებლად ჩართვა მოგიწევთ. როგორ ჩართოთ სარეცხი მანქანა პროგრამის არევის შემთხვევაში?

მარტივი მეთოდი

თუ თქვენი სარეცხი მანქანა „დაიბნა“, პაუზას დააჭირეთ და შემდეგ ისევ ჩართეთ. დააჭირეთ ღილაკს „ჩართვა/პაუზა“. თუ ეს მცდელობა შედეგს არ მოგცემთ, პაუზის შემდეგ აირჩიეთ რეცხვის სხვა რეჟიმი და ისევ ჩართეთ. ვერ დაგეხმარათ? ჩანგალი როზეტიდან გამორთეთ, შემდეგ ისევ შეაერთეთ და ყველა ბრძანება გაიმეორეთ.

სარეცხმა მანქანამ შეიძლება შეგატყობინოთ შეცდომის შესახებ, როცა ძალიან გადატვირთულია. ზოგიერთი მასალა ბევრ წყალს იწოვს და ასე მისი წონა ათჯერ იზრდება. მსგავსი პრობლემა ადვილად შეიძლება მოგვარდეს, უბრალოდ მსხვილი ნივთები დოლურიდან ამოიღეთ და რეცხვა (გავლება) 2–ჯერ ჩართეთ.

ხდება ისე, რომ რეცხვისას სისტემიდან წყალი ქრება. თუ გაქვთ დამატებითი მარაგი, მაშინ სარეცხი ფხვნილის ნახვრეტიდან შეგიძლიათ ჩაასხათ საჭირო მოცულობის წყალი, რომელიც სრულფასოვანი მუშაობისთვის სჭირდება. სარეცხი მანქანა გუგუნებს, როცა სითხით ივსება. თუ დოლურა სავსეა, გუგუნი შეწყდება. ეს სიგნალი იქნება წყლის ჩასხმისას. ეს დროულად რომ გააკეთოთ, რეცხვის ეტაპები უნდა აკონტროლოთ.

თუ დენი დიდი ხნით გამორთულია, რეცხვის დამოუკიდებლად დასრულება მოგიწევთ. თუ ყველაფერს ისე დატოვებთ, როგორც არის, თეთრეული უსიამოვნო სუნს შეიძენს, რომლის მოშორება გაგიჭირდებათ. ჯერ ელექტრო ჩანგალი როზეტიდან გამოიღეთ, შემდეგ დოლურიდან წყალი გაუშვით ფილტრის მეშვეობით და მხოლოდ ამის შემდეგ გააღეთ კარი. ახლა შეგიძლიათ ნივთები გამოიღოთ და ხელით გარეცხოთ.

თუ დენის და წყლის მიწოდება აღდგა, მაგრამ ყველა მანიპულაციის შემდეგ სარეცხი მანქანა აღარ მუშაობს, ტექნიკოსის გამოძახება მოგიწევთ.