სამწუხაროა, რომ აქამდე Wildberries-ზე არ შემიმჩნევია. თმის ნიღაბი, რომელსაც ახლა არაფერში არ გავცვლი

0
62

პაპარაცის დღევანდელ სტატიაში ვისაუბრებთ თმის ნიღაბზე, რომლის წყალობითაც სალონური ეფექტის მიღება სახლის პირობებშიც კი შეგიძლიათ.

ადრე ყოველთვის მეგონა, რომ სტრესი იწვევდა თმის ცვენას და აფერხებდა მის ზრდას, მაგრამ არ მოქმედებდა თმის ზოგად მდგომარეობაზე. თუმცა, ახლა ვხედავ, რომ თმა მთელ სიგრძეზე გამიფუჭდა: გახდა მტვრევადი და გამომშრალი, დაბანის შემდეგ კი მიჭირს დავარცხნა. თმის ვიზუალურად გასაუმჯობესებლად ხშირად ვიყენებ სხვადასხვა თმაზე შესატოვებელ საშუალებას, მაგრამ ამ ნიღბის გამოცდის შემდეგ მივხვდი, რომ მას ბევრი პროდუქტის ჩანაცვლება შეუძლია.

ჩვეულებრივი ნიღბებისგან მინიმალურ შედეგს ვიღებ, ამიტომ გადავწყვიტე თერმული ნიღაბი გამომეცადა. არჩევანი MeiMask-ის ქილაზე შევაჩერე, რადგან მას ბევრი კარგი გამოხმაურება ჰქონდა.

დამაინტერესა ნიღბის შემადგენლობამ: ის ძალიან მდიდარია და ყველა ინგრედიენტი მეცნიერულად დადასტურებულია. მე ვიცი, რაზეც ვსაუბრობ: მრავალი გამოკვლევა მაქვს წაკითხული იმის შესახებ, თუ როგორ მოქმედებს გარკვეული კომპონენტები თმაზე. მიღებული ცოდნა გამომადგა და ახლა ყურადღებით ვირჩევ მოვლის საშუალებებს. ამ ნიღბის გამოყენების შემდეგ ჩემი თმა რადიკალურად შეიცვალა.

მაშ ასე, რას შეიცავს ეს ნიღაბი:

  • ექსტრაქტები. შავი ხიზილალის ექსტრაქტი ზრდის თმის ელასტიურობას, ხოლო თეთრი ტრიუფელის ექსტრაქტი ხელს უწყობს ინტენსიურ განახლებას;
  • ზეთები. ავოკადოს და არგანის ზეთები ატენიანებს, ხოლო აბუსალათინის ზეთი კრავს ბოლოებს, აგლუვებს და მატებს მბზინვარებას;
  • პროტეინები. ხორბლის პროტეინი ასქელებს თმას, ხელს უშლის მის გამოფიტვას და მტვრევადობას, სოიისა და სიმინდის პროტეინი კი აღადგენს და აძლიერებს თმას, აადვილებს დავარცხნის პროცესს, თმას ხდის რბილს და აბრეშუმისებრს;
  • ბამბუკის ნახშირი. ანეიტრალებს გარემოს მავნე ზემოქმედებას (მაგალითად, მინარევები ონკანის წყალში ან მანქანის გამონაბოლქვი), ასუფთავებს თავის კანს;
  • სხვა კომპონენტები. პეპტიდების და პანთენოლის კომპლექსი ათანაბრებს თმის სტრუქტურას და აუმჯობესებს მის ზრდას, ხოლო ჰიალურონის მჟავა ინარჩუნებს ტენიანობას. კოლაგენი ფარავს თითოეულ თმას თხელი დამცავი გარსით, რაც მას ძლიერს და ელასტიურს ხდის.

წელამდე სიგრძის თმა მაქვს და, როგორც წესი, ასეთ თმას ბევრი პროდუქტი სჭირდება, მაგრამ ეს ნიღაბი ძალიან ეკონომიურია. ის სქელია, მაგრამ კარგად ვრცელდება მთელ თმაზე. პირველი გამოყენებისას თმამ ფაქტიურად მაშინვე შეიწოვა ნიღაბი და კიდევ რამდენჯერმე მომიწია წასმა, მაგრამ მეორე გამოყენების შემდეგ უფრო ნაკლები დამჭირდა. ვფიქრობ, ეფექტი დაგროვებითია.

რაც შეეხება ნიღბის ტექსტურას, ის კრემისებრია, მაგრამ აქვს შავი ჩანართები. ხიზილალას ჰგავს, მაგრამ სავარაუდოდ ბამბუკის ნახშირია. მართალი გითხრათ, მეშინოდა, რომ ეს „ხიზილალა“ თმაში დარჩებოდა, მაგრამ ნიღბის ჩამობანის შემდეგ კვალიც არ დარჩენილა.

ცალკე აღვნიშნავ არომატს – ის მშვენიერია. მსგავსი სურნელით სუნამო რომ მენახა, აუცილებლად ვიყიდიდი.

როგორ გამოვიყენოთ ნიღაბი

ნიღბისგან მაქსიმალური ეფექტის მისაღებად, ყველაფერი უნდა გაკეთდეს ინსტრუქციის მიხედვით. როგორ ვაკეთებ მე:

  • თმას ჩვეულებრივი შამპუნით ვიბან, შემდეგ თმას კარგად ვწურავ და პირსახოცით ვიმშრალებ;
  • ნიღაბს უხვად ვისვამ თმის მთელ სიგრძეზე;
  • თმას ვახვევ ფოლგაში, ზემოდან ვახვევ პირსახოცს, შემდეგ კი ფენით ვათბობ ხუთი წუთის განმავლობაში. შემდეგ ნიღაბს თმაზე კიდევ ათი წუთის განმავლობაში ვიტოვებ. ამ დროის განმავლობაში თმა უკვე გაცივდება. თერმოქუდის გამოყენება უფრო მარტივი იქნებოდა, მაგრამ ჯერ არ მიყიდია;
  • ვიბან ნიღაბს და თმას ბუნებრივად ვიშრობ.

თავად შეფუთვაზე დატანილია ნიღბის გამოყენების მოკლე ინსტრუქცია.

რა ეფექტს უნდა ველოდოთ

მე მხოლოდ ჩემს გამოცდილებაზე ვსაუბრობ. პირველი გამოყენების შემდეგ თმა ძალიან რბილი და ადვილად დასავარცხნი გახდა. გაჩნდა მბზინვარება, როგორც ზეთის გამოყენების შემდეგ. მეორე ჯერზე, თითქოს თმა უფრო მკვრივი და მძიმე გახდა.

სარკისებური მბზინვარებისა და თმის არარეალური სიგლუვის ეფექტისთვის შემეძლო მისი გასწორება ან დახვევა. მაგრამ უფრო გულახდილი იქნებოდა თმის მდგომარეობის ჩვენება უბრალოდ დაბანის, ნიღბის გამოყენებისა და ბუნებრივად, ფენის გარეშე გაშრობის შემდეგ (იხ. ზემოთ მოცემული სურათი).

დიახ, ნიღბის ორი გამოყენების შემდეგ მშრალი და ფოროვანი თმა აბრეშუმად არ გადაიქცევა, მაგრამ მე ვხედავ განსხვავებას ჩემი თმის მდგომარეობაში და ძალიან მომწონს.