როგორ გავარჩიოთ ხარისხიანი თაფლი ყალბისგან

1309

თაფლი ფუტკრის გასაოცარი პროდუქტია, რომელსაც წარმოუდგენლად უამრავი სასარგებლო თვისება გააჩნია და ბევრი დაავადების პროფილაქტიკის და მკურნალობის მიზნით გამოიყენება. დღეში 1 კოვზი საკმარისია, რომ ამ პროდუქტიდან მაქსიმალური სარგებელი მიიღოთ. თუმცა ერთი მნიშვნელოვანი პირობა არსებობს – თაფლი ნატურალური და კარგი ხარისხის უნდა იყოს.

© Depositphotos

„პაპარაცი“ კარგი ხარისხის თაფლის არჩევას გასწავლით და გამოცდილი მეფუტკრეების რჩევებს გაგიზიარებთ. მხოლოდ საუკეთესო აირჩიეთ!

როგორ შევამოწმოთ თაფლის ხარისხი

ყველაზე სწორი გზაა, თაფლი მხოლოდ სანდო მეფუტკრესთან შეიძინოთ, რომელსაც იცნობთ და ენდობით. თუმცა ასეთ მეფუტკრეს ყველა არ იცნობს. ეს სასოწარკვეთის მიზეზი არაა, რადგან რამდენიმე ხრიკის ცოდნით უსინდისო მყიდველის გამოაშკარავებას შეძლებთ.

ასე რომ, ახლა ბაზრობაზე ხართ და თაფლს ირჩევთ. ნახეთ, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება პირველ რიგში, რა ხრიკებს იყენებენ გამყიდველები , რომ უხარისხო თაფლი შენიღბოთ და როგორ გამოვააშკარაოთ.

1. ფასი

თუ ფასი ძალიან დაბალია, ეს დაფიქრების საბაბია. დაფიქრდით, მეფუტკრე, რომელმაც თაფლის წარმოებაზე ამდენი დრო და ენერგია დახარჯა, თაფლს ასე იაფად გაყიდის? ვფიქრობ, რომ არა. სავარაუდოდ, პროდუქტი უხარისხოა. სჯობს თაფლზე ეკონომია არ გაწიოთ.

© Depositphotos

2. ტარა

გახსოვდეთ, რომ თაფლი პლასტმასის ტარაში დიდხანს არ ინახება, რადგან მის გამოჭმას იწყებს და ტოქსიკური ხდება. სწორედ ამიტომ, სჯობს თაფლი მინის ჭურჭელში, ან თიხის კონტეინერში შეიძინოთ.

© Depositphotos

3. კონსისტენცია

იაფ ფასს უკვე გვერდი აუარეთ, იპოვეთ მეფუტკრე, რომელიც ნდობას იწვევს, ახლა დროა თაფლი გატესტოთ. პირველ რიგში, ყურადღება კონსისტენციას მიაქციეთ.

აღსანიშნავია, რომ თხევად კონსისტენციას თაფლი მხოლოდ რამდენიმე თვის განმავლობაში ინარჩუნებს, შემდეგ სქელი ხდება. თუ თაფლს ზამთარში ყიდულობთ, თხევადმა კონსისტენციამ ნიშანი უნდა მოგცეთ. ზოგიერთი სახეობა შეიძლება თხევადი დარჩეს და ესეც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ. ასევე თაფლი რამდენიმე ფენად არ უნდა იყოფოდეს.

© Depositphotos

4. ფერი

თაფლი ძალიან ღია ან ძალიან მუქი ფერის არ უნდა იყოს. თუ ბევრი თეთრი შეფერილობა აქვს, ანუ თაფლში შაქრის სიროფია გაზავებული. ძალიან მუქი ფერი და კარამელის გემო იმაზე საუბრობს, რომ პროდუქტი შემთბარი და გამდნარია. ასე, ხშირად გასული წლის თაფლს ყიდიან და მას წიწიბურას თაფლად ასაღებენ.

© Depositphotos

5. გემო

თქვენ უფლება გაქვთ, რომ პროდუქტის გემო გასინჯოთ. ნამდვილი თაფლი ყელს წვავს და პირში დნება. ყალბი კი კარამელის გემოს ტოვებს და შეიძლება პატარა ნაწილაკები იგრძნოთ.

© Depositphotos

6. თაფლის თვისება

მეფუტკრეები თაფლის ხარისხის შემოწმების ერთ მარტივ მეთოდს გვიზიარებენ: ერთი წვეთი თაფლი ხელზე დაიწვეთეთ და ხელი გადაატრიალეთ. ნამდვილი თაფლი არ ჩამოიღვრება, ის ხელზე გაჩერდება. ხოლო თუ კანში შეიზელთ, წებოვან ფენას არ დატოვებს და კანში კრემივით შეიზილება. წებოვან კვალს მხოლოდ ის პროდუქტი ტოვებს, რომელსაც შაქარი აქვს დამატებული.

თაფლის ზედაპირზე ქაფი არ უნდა იყოს წარმოქმნილი. ეს იმაზე მეტყველებს, რომ თაფლი ჯერ მომწიფებული არაა. უნდა გახსოვდეთ, რომ 1 ლიტრი თაფლი მინიმუმ 1,4 კგ-ს უნდა იწონიდეს. თუ უფრო ნაკლებია, თაფლი ჯერ მზად არაა. ასეთი პროდუქტი არც თუ ისე სასარგებლო და გემრიელია.

© Depositphotos

7. თაფლის სახეობა

ზოგიერთი მეფუტკრე ან გადამყიდველი ფანტაზიას უხმობს და თაფლის ახალ სახეობებს ქმნიან. დიდი ასორტიმენტი გამოუცდელ მყიდველს იზიდავს. თუმცა ასეთმა მრავალფეროვნებამ უნდა გაგაფრთხილოთ. დაიმახსოვრეთ, არ არსებობს თაფლის ასეთი სახეობები: ასკილის, ყაყაჩოს, სიმინდის, ხანჭკოლას და თხილის. ამ მცენარეებს ნექტარი არ აქვთ. ასე რომ, რა ასკილის თაფლზეა საუბარი.

ასევე ფუტკრის რძის თაფლიც არ არსებობს. წარმოუდგენლად გამოცდილი მეფუტკრე უნდა იყოთ, რომ ასეთი თაფლი შექმნათ. სავარაუდოდ, ხმამაღალი სახელის მიღმა ძვირადღირებული ფუყე იმალება.

© Depositphotos

სხვათა შორის, მაისის და გვირილას თაფლიც არ არსებობს, ეს უბრალოდ ხრიკია. ასევე ველური თაფლის და ყვავილების დიდმა არჩევანმა უნდა დაგაეჭვოთ.

თაფლი ადამიანის ორგანიზმისთვის სასარგებლო ელემენტების საწყობია. ამ რჩევების დახმარებით ნამდვილი თაფლის ყალბისგან გარჩევას და თქვენთვის და ოჯახის წევრებისთვის საუკეთესო შერჩევას შეძლებთ. მხოლოდ სანდო მეფუტკრესთან შეიძინეთ, თაფლის გემო ყოველთვის სცადეთ და მის ფერსა და სუნს ყურადღება მიაქციეთ.

გახსოვდეთ, კეთილსინდისიერი მეფუტკრე ალიაქოთს არ დაიწყებს, არამედ აგიხსნით, თუ როგორ შეარჩიოთ კარგი თაფლი და როგორ შეინახოთ (მას ხომ არ სურს, რომ მისი შრომის შედეგი გაფუჭდეს). მხოლოდ საუკეთესო აირჩიეთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს