7 წლიანი გაურკვევლობა. როგორ გამოიყურება ჯენიფერ ლოპესის პენტჰაუსი, რომელიც მის სახლად ვერ იქცა

0
302

ის მდებარეობს 1924 წელს აშენებულ ისტორიულ სახლში, რომელიც ნიუ-იორკს გადაჰყურებს.

ამერიკელი მსახიობი, მომღერალი და ბიზნესმენი ჯენიფერ ლოპესი 10 წელია ნიუ-იორკში მდიდრული პენტჰაუსის მფლობელია და 7 წლის მანძილზე მის გაყიდვას ცდილობს. კონტრაქტის თანხა 27 მილიონი დოლარია და, როგორც ჩანს, ყველას არ ახარებს ასეთ ფულთან განშორების პერსპექტივა – თუნდაც მიმზიდველი კვადრატული მეტრების გულისთვის, რომელიც საგულდაგულოდ არის მოწყობილი მსოფლიო პოპ ვარსკვლავის მიერ. რა არის განსაკუთრებული ჯეი ლოს პენტჰაუზში?

მსახიობის სახლი მანჰეტენზე, მედისონ სკვერის პარკთან მდებარე შენობაშია. ეს არის 1924 წლის ისტორიული სახლი ნიუ-იორკის ულამაზესი ხედით.

ჯენიფერმა ბინა ჯერ კიდევ 2014 წელს იყიდა. იმ დროს პენტჰაუსი 20 მილიონ დოლარად იყო შეფასებული. ეს 7 მილიონით დაბალია იმ ღირებულებაზე, რამდენადაც მომღერალი ბინის გაყიდვას ცდილობს. 2019 წელს ფასი 25 მილიონამდე შემცირდა, მოგვიანებით კი საერთოდ ამოიღეს გაყიდვიდან.

სახლის ფართობი 9500 კვ. ფუტია (2895 კვ.მ) და აქვს 4 საძინებელი და 7 სველი წერტილი. სახლს იცავენ მთელი 24 საათის განმავლობაში. შენობას აქვს ლიფტი (როგორი იქნებოდა მის გარეშე? ამ წუთებში ვიხსენებთ სცენას ფილმიდან „სექსი დიდ ქალაქში“, სადაც კერი და ბიგი საოცნებო პენტჰაუსში ადიან).

ჯეი ლოს პენტჰაუსი აღჭურვილია უახლესი სამზარეულოთი, ღია თაროებით, ღვინის ბარით და საუზმის მაგიდით. ასევე არის ღია სასადილო ოთახი.

სტუმრებისთვის არის ცალკე ფრთა პირველ სართულზე. იქ არის 3 საძინებელი, ასევე პერსონალის ოთახი და სამრეცხაო ოთახი.

მეორე სართულზე არის მთავარი საძინებელი ორი ცალკე სველი წერტილით, უზარმაზარი საგარდერობო და ორი ტერასა.

7 წლის შემდეგ, ელიტური უძრავი ქონების კომპანია Brown Harris Stevens-ის ცნობით, ჯენიფერ ლოპესმა საბოლოოდ მოახერხა მყიდველის პოვნა.

2022 წლის ივლისში, მსახიობი ნიუ-იორკის რაიონში ნახეს, სავარაუდოდ, ახალი უძრავი ქონების ძიებაში. იყიდის თუ არა ჰიტის „Get Right“-ის შემსრულებელი ახალ აპარტამენტებს დახუთულ ქალაქში, უცნობია, მაგრამ ახლა გეპატიჟებით შეაფასოთ კვადრატული მეტრები, რომელიც არასოდეს ქცეულა მომღერლის სახლად.