ტესტი: განსაზღვრეთ თქვენი ხასიათის ძირითადი თავისებურებები

1336

თითქოს, ვერავინ შეძლებს თქვენს გაცნობას იმაზე უკეთ, ვიდრე თქვენ იცნობთ საკუთარ თავს. თუმცა, მაინც, ყველა ჩვენგანშია საიდუმლო კუთხეები, რომელთა შესახებ ჩვენ თვითონაც არ ვიცით. სწორედ ამისთვის მოიგონეს მარტივი, თუმცა ძალიანე ეფექტური ტესტები. ისინი დაგვეხმარება, სხვა კუთხით შევხედოთ საკუთარ თავსა და ხასიათს. გარკვეულწილად, გვაძლევს საკუთარი თავის გაცნობის საშუალებას.

ჩვენმა რედაქციამ მოამზადა მოკლე ტესტი, რომელიც დაგეხმარებათ თქვენი ხასიათის მთავარი თვისებების გარკვევასა და საკუთარ თავთან ჩაღრმავებაში.

ხასიათის ძირითადი თვისებები

საკუთარ თავში გასარკვევად, ზემოთ მოცემული ფოტოდან აირჩიეთ ერთ-ერთი ფინჯანი. დახედეთ, წარმოიდგინეთ, რომ ჩაის დალევა გინდათ. რომელ მათგანს აირჩევდით ამისთვის? დიდხანს ნუ იფიქრებთ, ინტუიციას მიენდეთ. ჩამოყალიბდით? მაშინ დროა, გაიგოთ თქვენი ხასიათის დადებითი და უარყოფითი მხარეები, რომლებიც თქვენშია დამალული.

1. ფინჯანი კატით

თქვენ კონტაქტური და პოზიტიური ადამიანი ხართ. აფასებთ სიმყუდროვეს, თბილ ადამიანებსა და გულწრფელ ქცევებს. გიყვართ ღრმა საუბარი საინტერესო ადამიანებთან. ყველას კეთილ ადამიანად მიაჩნიხართ. ასეც არის, სხვებში მხოლოდ კარგს ხედავთ და ეს თავადაც გიხარიათ. თუმცა, ხანდახან, ადამიანებისადმი ეს რწმენა და ნდობა თქვენ წინააღმდეგ შემობრუნდება ხოლმე.

2. ფინჯანი მრუდებით

ცხოვრებაში თქვენთვის მნიშვნელოვანია ხარისხი და არა რაოდენობა. დელიკატური ადამიანი ხართ, რომელიც ვერ იტანს, როცა რაღაც გეგმიდან უხვევს. გარშემო ძალიან ბევრს ლაპარაკობენ იმის შესახებ, თუ რამდენად მოსაწყენია რუტინა, თუმცა თქვენ მასში თავს კომფორტულად გრძნობთ. თქვენ შექმენით ნამდვილი კომფორტის ზონა, რომლის დატოვებაც არ გსურთ. თავდაჯერებული ჩანხართ, თუმცა ამის უკან დაქვეითებული თვითშეფასება იმალება.

თქვენ ის ხართ, ვისაც ყველაფრის დაგეგმვა უნდა. სიბრძნე და გონება გეხმარებათ გარშემო ყველაფრის გაკონტროლებაში. ყველაფერი-ყველაფერი, მაგრამ ხანდახან მათ ენდობით, ვინც ამას საერთოდ არ იმსახურებს. ფრთხილად იყავით გარემოცვასთან.

რშემომყო

3. ფინჯანი კურდღლით

შესაძლოა, ამის აღიარება არ გსურთ, თუმცა თქვენთვის მნიშვნელოვანია, სხვებისთვის სასარგებლო იყოთ. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ გაფასებდნენ. გარშემომყოფთა შეფასება, ხშირად, თქვენს ქცევებსაც განსაზღვრავს.

სამსახურში წარმატებული ხართ, შეგიძლიათ ერთდროულად რამდენიმე დავალების შესრულება. იდეალური თანამშრომელი, რომელიც ნებისმიერ სირთულეს უმკლავდება. ხოლო პირად ცხოვრებაში ყველაფერი სხვაგვარადაა: თქვენთვის რთულია წონასწორობის პოვნა და თქვენ ხშირად ნერვიულობთ ამასთან დაკავშირებით. იმისათვის, რომ ყველაფერი გამოვიდეს, ბალანსის პოვნაა საჭირო.

4. ფინჯანი გულებით

მუდმივად სადღაც გეჩქარებათ. ბევრი საქმე, გატაცება, შეხვედრა გაქვთ, თქვენი ცხოვრება კი მუდმივად წრეზე ბრუნავს. რომ შეგეძლოთ, ოქროს თევზს დღეში საათების დამატებას მოსთხოვდით. თუმცა, ამ ყველაფრის უკან იმალევა თქვენი სურვილი, განმარტოვდეთ საკუთარ აზრებთან. სწორედ ამიტომ გინდათ რაღაცით დაკავება.

ყოჩაღ! თქვენ ყველაფერი კარგად გამოგდით, თუმცა უნდა დაფიქრდეთ, თუ რა გსურთ ცხოვრებაში რეალურად. დაამუხრუჭეთ და დატკბით გარშემო სამყაროთი.

5. ფინჯანი ყვავილით

ძალიან კეთილი ადამიანი ხართ, თუმცა ცხოვრებაში ემოციები არ გყოფნით. მომავალი გაურკვევლად გეჩვენებათ, ხოლო მიზნები – დაუსახავად. თქვენთვის მნიშვნელოვანია თქვენი ახლობლები, ასევე, აფასებთ ცხოვრებას, კარგ დასვენებასაც, სამსახურში კი ბედნიერებად ვერ პოულობთ. გჭირდებათ, რომ თავი საჭიროდ და დაფასებულად იგრძნობთ, ამისთვის სცადეთ იმის გაგება, თუ რას მოაქვს ბედნიერება თქვენთვის.

6. კოპლებიანი ფინჯანი 

შრომისმოყვარე და ცვალებადი ხართ. თქვენთვის რთულია გრძნობების გამოხატვა, თუმცა გჯერათ, რომ სამყაროს შეცვლის უნარი შეგწევთ. გარშემომყოფები აფასებენ თქვენს უბრალოებასა და გულწრფელობას. თქვენთან ყოფნა მარტივი, კარგი და მყუდროა.

ხანდახან სუსტი ხართ და უმიზეზო დარდს მიეცემით. ამას ნუ გააკეთებთ, მითუმეტეს, ნუ დაიწყებთ დარდში რაღაც ღრმა აზრის ძიებას. ეცადეთ, უარი თქვათ ამაზე და სამყაროს სხვაგვარად შეხედოთ.

7. რომბებიანი ფინჯანი

გიყვართ ყველაფრის წინასწარ დაგეგმვა, სურპრიზების თავიდან ასაცილებლად. ხშირად, შფოთვა გიპყრობთ, მიზეზით თუ უმიზეზოდ დარდობთ. დაგეგმვა კი ყველა ამ ემოციას აგლუვებს. ნუ გეშინიათ ცხოვრების თავის ნებაზე მიშვება და დატკბით ყოველი დღით!

8. ფინჯანი რვაფეხით

ღრმად მოაზროვნე, საქმის ერთგული ადამიანი ხართ, რომლისთვისაც რთულია ჩამორჩენა. გონიერი ხართ და კარგად ასრულებთ საკუთარ საქმეს, ინტელექტთანაც ყველაფერი კარგად გაქვთ. თქვენს თავში ყოველთვის ბობოქრობს ნოვატორული იდეები და გეგმები, თუმცა მათი გაჟღერება გიჭირთ. რეალურად, ჩაკეტილი ადამიანი ხართ, ინტროვერტი, მდიდარი შინაგანი სამყაროთი.

9. ფინჯანი ფიფქით

ყვავიხართ, როცა ვიღაცას უყვარხართ და გაქებენ. თქვენი იდეალური დღე მოიცავს საუბრებს, კარგ წიგნებს, ახალ ცოდნასა და საყვარელ მუსიკას. საკუთარი გატაცებების გაზიარება თქვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ხანდახან, არ ერიდებით საკუთარი მიღწევებით ტრაბახს, რაც აფუჭებს თქვენს იმიჯს.

თქვენი თვითშეფასება და სიყვარული ნებისმიერს შეშურდება, უბრალოდ სცადეთ, ეს სხვების ხარჯზე არ აკეთოთ. მიმოიხედეთ და მიხვდებით, რომ ცხოვრებაში ბევრი საინტერესო რამაა.

თითქოს სახალისო ტესტია, თუმცა მასში გარკვეული რაციონალური მარცვალი ნამდვილად გდია. ჩვენ, ხშირად, არ ვაღიარებთ საკუთარ ნაკლებს, მაშინაც კი, თუ ვამჩნევთ. თუმცა, ნაკლის გააზრება საკუთარი თავის გაუმჯობესებისკენ გადადგმული ნაბიჯია.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს