ნოყიერი სალათა მწნილი კიტრით, რომლის გატანა სააღდგომო სუფრაზე არ შეგრცხვებათ

0
316

გამოცდილმა დიასახლისებმა კარგად იციან, რომ „გემრიელი“ ყოველთვის არ ნიშნავს „ძვირიანს“. გასაგებია, რომ მარჯვე პროფესიონალი მზარეულები ძვირადღირებული რესტორნების სამზარეულოში საოცარი კერძების მომზადებას ახერხებენ, მაგრამ სახლის სამზარეულოშიც შეგიძლიათ მოამზადოთ სალათა, რომლის დამატების რიგში მაშინვე ჩადგება ქმარი, შვილები და კატაც! სწორედ ასეთი იქნება ნოყიერი სალათა, რომლის რეცეპტს პაპარაცი გთავაზობთ. მართალია, მაინც გირჩევთ, ამ სალათით შინაური ცხოველები არ გამოკვებოთ.

ნოყიერი სალათა, ყოველდღიური, მაგრამ ძალიან გემრიელი კერძი

რეცეპტის ისტორია

სამწუხაროდ, ამ ნოყიერ სალათაზე ერთი ოჯახური ლეგენდაც არ შეუთხზავთ. წინაპრები ღამით ბნელ ტყეში არ მიიჩქაროდნენ და რეცეპტის საიდუმლოდ შენახვას არ ცდილობდნენ. ყველაფერი ბევრად მარტივია – ერთ დღეს დედამთილს შთაგონება ეწვია და მოამზადა კერძი, იმ დროს მაცივარში დარჩენილი ინგრედიენტების უმეტესი ნაწილის ერთმანეთში შერევით. შედეგი გაწეულ ძალისხმევად ნამდვილად ღირდა.

სალათის ინგრედიენტები:

  • 100 გ პეკინის კომბოსტო
  • 2 ს/კ დაკონსერვებული სიმინდი
  • 3 დამარილებული ან მწნილი კიტრი
  • 3 კარტოფილი
  • 1 კბილი ნიორი

საკაზმის ინგრედიენტები:

  • 3 ს/კ მზესუმზირის ზეთი
  • 1 ს/კ ლიმონის წვენი
  • 0,5 ჩ/კ მდოგვი
  • მარილი გემოვნებით
  • წიწაკა გემოვნებით

მომზადების წესი:

1. თითოეული კიტრი სიგრძეზე შუაზე გაჭერით, შემდეგ თხელ ნახევარრგოლებად დაჭერით. კარტოფილი კანიანად მოხარშეთ, გაგრილება აცადეთ და კუბებად დაჭერით. პეკინის კომბოსტო მსხვილ ნაჭრებად დაჭერით. ახლა ყველა ინგრედიენტი ერთ თასში აურიეთ.

2. ზემოთ ჩამოთვლილ ინგრედიენტებს დაუმატეთ დაკონსერვებული სიმინდი. სურვილის შემთხვევაში, სიმინდის ნაცვლად დაკონსერვებული ან მოხარშული ლობიო შეგიძლიათ გამოიყენოთ.

3. სალათას დაჭყლეტილი ნიორი დაუმატეთ. ცალკე თასში აურიეთ საკაზმის ინგრედიენტები, შემდეგ ნარევი სალათას დაუმატეთ. კიდევ ერთხელ კარგად აურიეთ და სუფრაზე გაიტანეთ.

საქმე გაკეთებულია, ნოყიერი სალათა საოცრად პიკანტური გემოთი მზად არის. გემრიელად მიირთვით!