კარტოფილის კნედლიკი ბებიის რეცეპტით – იაფი, გემრიელი, ნოყიერი და მთელი ოჯახისთვის საკმარისი

0
858

ევროპაში კარტოფილი მხოლოდ მე–16 საუკუნის შუა ხანებში გამოჩნდა. დღეს ამის დაჯერება საკმაოდ რთულია, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, თუ რამდენ ევროპულ ხალხურ კერძში შედის კარტოფილი. ავიღოთ, მაგალითად, კნედლიკი, კარტოფილის ცომისგან მომზადებული მოხარშული ღვეზელი, რომლის რეცეპტს დღეს პაპარაცი გთავაზობთ. მასზე გიჟდებიან პოლონეთში, ჩეხეთში, უკრაინაში, ავსტრიასა და ნორვეგიაში. მართლმადიდებელ ქვეყნებში კნედლიკი იდეალურ სამარხვო რეცეპტად ითვლება.

კნედლიკი, კარტოფილის ღვეზელი, რომლის გარეშეც მარხვა მარხვა არ არის

მნიშვნელოვანი დეტალები

რა თქმა უნდა, სურვილის შემთხვევაში ხორციანი კნედლიკი შეგიძლიათ მოამზადოთ. ამ ღვეზელის ბელორუსული ვერსია პირდაპირ მოითხოვს კარტოფილის და ხორცის არევას. და მაინც, დღევანდელი სამარხვო კნედლიკი უხორცოდაც საკმაოდ გემრიელი გამოდის. რეცეპტი პრაქტიკაში გამოცადეთ და თავად დარწმუნდებით!

ინგრედიენტები:

  • 500 გ ფქვილი
  • 3 ჩ/კ მარილი
  • 8 კარტოფილი
  • 2 ხახვი
  • 5 კბილი ნიორი
  • მზესუმზირას ზეთი

 

მომზადების წესი:

1. კარტოფილი გარეცხეთ და გაასუფთავეთ, ნახევარი კარტოფილი მარილწყალში მოხარშეთ. წყალი გადაასხით, მოხარშული კარტოფილით პიურე გააკეთეთ და ოდნავ გაგრილება აცადეთ. ამ დროში დარჩენილი კარტოფილი და ხახვი წვრილად გახეხეთ.

2. გახეხილი კარტოფილი და ხახვი საცერზე მოათავსეთ, რომ ზედმეტი წვენისგან დაიწუროს. შემდეგ გახეხილი კარტოფილი და პიურე აურიეთ. კარტოფილის მასას დაუმატეთ გაცრილი ფქვილი და რბილი ცომი მოზილეთ. ცომი ფქვილმოყრილ მშრალ ზედაპირზე გადაიტანეთ.

3. ცომი რამდენიმე ნაწილად დაყავით, ძეხვივით დააგორგოლავეთ და ნაჭრებად დაჭერით. წყალი ადუღებამდე მიიყვანეთ. როგორც კი ადუღდება, მომავალი კნედლიკები ჩაყარეთ. აურიეთ და მოხარშეთ, სანამ არ ამოტივტივდება. საწურით ამოიღეთ და ცივი წყალი გადაავლეთ.

4. ნიორი დაჭყლიტეთ, ზეთი და მარილი დაუმატეთ და აურიეთ. გახეხილი ხახვი შეწვით. მზა კნედლიკებს ნივრის სოუსი მოასხით და ხახვი მოაყარეთ.

საქმე გაკეთებულია, არომატული კნედლიკები მზად არის. გემრიელად მიირთვით!