ვაშლის მაიონეზი – რეცეპტი, რომელიც ჩემმა მკაცრმა დედამთილმაც უპირობოდ მოიწონა

0
2322

ტრადიციული მაიონეზი, პოპულარობის მიუხედავად, დიდი ხანია მოჰბეზრდა როგორც პროფესიონალ მზარეულებს, ასევე რიგით მზარეულებს. უდავოდ, ფრანგული სამზარეულოს მარგალიტის ნაზი ტექსტურა დღესაც ბევრ ადამიანს იზიდავს. ოღონდ ტრადიციულ მაიონეზს ჯანმრთელობისთვის მცირე სარგებელი აქვს და, სავარაუდოდ, მავნეც არის. ვაშლის მაიონეზი, რომლის რეცეპტს პაპარაცი გთავაზობთ, სალათების ჩვეული საკაზმის იდეალური ალტერნატივაა!

ვაშლის მაიონეზი, მაღალი ხარისხის საკაზმი ნებისმიერი სალათისთვის

გემრიელი და სასარგებლო

ვაშლის მაიონეზი ტრადიციულ მაიონეზზე უფრო ჯანსაღი გამოდის, რადგან ცხიმოვანი კომპონენტები ფრუქტოზით ჩანაცვლებულია. შესაბამისად, სოუსის კალორიულობაც შემცირებულია. გარდა ამისა, ვაშლის საკაზმს სასიამოვნო არომატი და დახვეწილი გემო აქვს. გაამრავლეთ ეს ყველაფერი მაიონეზის კლასიკურ ნაზ ტექსტურასთან და მზარეულის ოცნებას მიიღებთ!

ინგრედიენტები:

  • 300 გ მწვანე ვაშლი
  • 200 მლ რაფინირებული მცენარეული ზეთი
  • 1 ს/კ ბავარიული მდოგვი
  • 0,5 ს/კ ლიმონის წვენი
  • კურკუმა გემოვნებით
  • დაფქული შავი წიწაკა გემოვნებით
  • მარილი გემოვნებით
  • სანელებლები გემოვნებით

მომზადების წესი:

1. ვაშლი კარგად გარეცხეთ და 180 გრადუს ტემპერატურაზე 30 წუთი კანიანად გამოაცხვეთ. შემდეგ კანი მოაშორეთ და რბილობი ერთგვაროვანი მასის მიღებამდე დააბლენდერეთ.

2. ვაშლის პიურეს დაუმატეთ ყველაზე ინგრედიენტი, მცენარეული ზეთის გარდა. სურვილის შემთხვევაში, ცოტა ნებისმიერი სანელებელი გემოვნებით შეგიძლიათ დაუმატოთ. კარგად აურიეთ.

3. მიღებულ ნარევს დაუმატეთ მცენარეული ზეთი და რამდენიმე კოვზი დაფქული წიწაკა. ისევ კარგად აურიეთ და დააბლენდერეთ.

საქმე გაკეთებულია. ვაშლის მაიონეზი მზად არის. დახურულ ქილაში მაცივარში 1 კვირა შეგიძლიათ შეინახოთ. გემრიელად მიირთვით!