ხელნაკეთი შოკოლადის ტრიუფელი, რომელსაც მაღაზიაში ნაყიდისგან ვერ გაარჩევთ

0
96

ტკბილეულის მოყვარულები თვლიან, რომ ტრიუფელი ერთ–ერთი ყველაზე გემრიელი კანფეტია. ამ ტკბილეულის კლასიკური რეცეპტი გულისხმობს შოკოლადის ნაჭუჭის შევსებას განაშით, სპეციალური კრემით, რომელიც ათქვეფილ ნაღებს შეიცავს. ასე ვიღებთ ძვირადღირებული დელიკატესი სოკოს მსგავს მრგვალ ფორმას. სხვათა შორის, კანფეტს ეს სახელი სწორედ ამ სოკოს პატივსაცემად შეურჩიეს. სიტყვათშეთანხმება „ხელნაკეთი ტრიუფელი“ გურმანთა უმეტესობისთვის ოქსიმორონად ჟღერს. ეს კანფეტი ძვირი ტყუილად ხომ არ ღირს. პაპარაცი გთავაზობთ რეცეპტს, რომელიც საშუალებას გაძლევთ დაზოგოთ ძვირადღირებულ დელიკატესზე.

ხელნაკეთი კანფეტი: როგორ გავაკეთოთ შინ შოკოლადის ტრიუფელი

პირველი კლასის დელიკატესი

ჯერ კიდევ მე–19 საუკუნის ბოლოს ტრიუფელი, როგორც კანფეტი, ასევე სოკო, მხოლოდ მდიდრებისთვის იყო ხელმისაწვდომი. ახლაც მისი სახელი ძვირადღირებულთან და მიუწვდომელთან ასოცირდება. საბედნიეროდ, ქვემოთ მოცემული რეცეპტით შეძლებთ ხელნაკეთი ტრიუფელის გაკეთებას, რომელიც მაღაზიაში ნაყიდს არაფრით ჩამოუვარდება.

ინგრედიენტები:

  • 200 გ გასუფთავებული მზესუმზირას თესლი
  • 3 ს/კ ყვავილის თაფლი
  • კაკაოს ფხვნილი
  • 1 სირჩა კონიაკი

მომზადების წესი:

1. მზესუმზირას თესლი კარგად დააბლენდერეთ. ცალკე თასში კაკაო, თაფლი და დაბლენდერებული მზესუმზირა აურიეთ. სურვილის შემთხვევაში, კონიაკი დაუმატეთ.

2. მიღებული მასიდან პატარა ბურთები დააგორგოლავეთ. აკონტროლეთ, რომ არც ერთი ბურთი არ დაიშალოს. თითოეული ბურთი კაკაოში ამოავლეთ.

3. როცა ბურთები მზად იქნება, 15–20 წუთი საყინულეში შეინახეთ. სურვილის შემთხვევაში, ხელნაკეთი ტრიუფელი ოქროსფერ ფოლგაში გაახვიეთ.

ესეც ასე, ხელნაკეთი ტრიუფელი მზად არის. ისეთივე სიამოვნებას მოგანიჭებთ, როგორც ნაყიდი ტრიუფელი. თან ასე დიდ თანხას დაზოგავთ. გემრიელად მიირთვით!