წამწამების ფარსი: რატომ ვაგრძელებთ მათ შეღებვას და ხელოვნურად დაგრძელებას

0
33

მახსოვს, ერთხელ მოზარდობის პერიოდში მეგობრებთან ერთად წვეულებაზე წასასვლელად ვემზადებოდით და მაკიაჟს ერთად ვიკეთებდით. არასოდეს დამავიწყდება ჩემი ერთ–ერთი მეგობრის კომენტარი: „ოჰო, ტუში ნამდვილად ყველაფერს ცვლის. თითქოს თვალები გაახილე!“ ღირს თქმა, რომ ამის შემდეგ ტუში ჩემს კოსმეტიკის ჩანთაში ყოველთვის პირველ ადგილზე იყო? მზად ვიყავი, გადამეხადა ნებისმიერი თანხა დაპირებული მეგა მოცულობის და მეგა სიგრძისთვის, როგორიც რეკლამაში იყოს. ასე იყო, სანამ ერთ დღეს არ დავფიქრდი: ხომ არ დავიგრძელო წამწამები ხელოვნურად? ასე დროს და ფულს არ დავკარგავ, უბრალოდ წამწამებს დავიწებებ. როგორ ვნანობ ამას.

პირდაპირ ვიტყვი, ხელოვნური წამწამების შესახებ ჩემი შემთხვევა ინდივიდუალურია, ალბათ, ყველას არ ეხება. თუმცა ამ შემთხვევის შემდეგ არა თუ წამწამების დაგრძელებაზე, არამედ შეღებვაზეც უარი ვთქვი. ძვირფასო ქალებო! ჩვენ ვართ წამწამების ნამდვილი შეთქმულების ცენტრში და ამას ვერ ვხვდებით.

დავიგრძელოთ წამწამები თუ დავტოვოთ ყველაფერი ისე, როგორც არის: დადებითი და უარყოფითი მხარეები

დავიწყოთ უარყოფითი მომენტებით, რადგან დადებითი მხარე ძალიან საეჭვოა (ეს ყველაზე საინტერესო ნაწილია). არც მინდა ვისაუბრო იმაზე, თუ რამდენად უსიამოვნოა თავად დაგრძელების პროცედურა. ყველაფერი ამად ნამდვილად არ ღირს.

დაიგრძელე წამწამები ერთხელ და აღარ მოგიწევს შეღებვა: მეც ასე ვფიქრობდი: დილით წამწამების შეღებვაზე 2 წუთი იხარჯება. 1 თვეში ყოველდღიური გამოყენებისას 60 წუთი, ანუ 1 საათი გვჭირდება. წამწამების დაგრძელების ერთი პროცედურა 1,5 საათიდან 3 საათამდე გრძელდება. შედეგი მხოლოდ 2 კვირა ძლებს! სპეციალისტთან თვეში 2–ჯერ ვიზიტი მოგიწევთ. უკიდურეს შემთხვევაში, ერთხელ. ეს არა მხოლოდ დიდ დროს გართმევთ, არამედ ჯიბესაც ურტყამს. ამ ორი ვიზიტის ღირებულებით მთელი წლის მარაგი ტუში შეგიძლიათ შეიძინოთ.

შემდეგ, უფრო მეტი. ბუნებრივად თხელი და მოკლე წამწამები მაქვს, თითქმის არ ჩანს. რა თქმა უნდა, მე–3 კვირას ხელოვნური წამწამები ჩემს წამწამებთან ერთად დამცვივდა. ჩემმა წამწამებმა ხელოვნური წამწამების წონას ვერ გაუძლო. ასე ხელოვნური წამწამების მოხსნის შემდეგ თითქმის არაფერი დარჩა. მას შემდეგ დავიფიცე, რომ ამ პროცედურას აღარ გავეკარებოდი.

რა უპირატესობა აქვს წამწამების დაგრძელებას?

აი, ყველაზე საინტერესო ნაწილი. ხელოვნური წამწამების ერთადერთი უპირატესობაა მათი არსებობა, რომელიც ვიზუალურად ე.წ. „მელას მზერას“ იძლევა, რომლისკენაც ბევრი გოგო მიისწრაფვის. ალბათ, თქვენთვის სიახლეა, რომ მაკიაჟის ტექნიკის უმეტესობა ეფუძნება თვალების ვიზუალურად გაფართოებას ან დაგრძელებას, რომ მზერა უფრო ღია და გამოხატული გახდეს. ღირს წამწამების ჩამატება?

ამ შემთხვევაში სქელი წამწამები დიდ როლს თამაშობს, ამიტომ ტუშს ზოგიერთ შემთხვევაში ლაინერის ჩანაცვლება შეუძლია. ჩნდება კითხვა: ვინ გადაწყვიტა, რომ გრძელი წამწამები სილამაზის მაჩვენებელია? ბრინჯაოსფერი კანი, ღია ფერის თმა თუ ყავისფერი თვალები, ეს ხომ ძალიან ინდივიდუალური ნიშანია. ანთროპოლოგებს ამ საკითხთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრება აქვთ.

ბუნებით ღია ფერის კანი და ქერა თმა მაქვს, თხელი ტუჩები და ძალიან მოკლე, თითქმის ნახევრად გამჭვირვალე წამწამები. როგორ არ ვიღებავდი! საწყენია, რომ რაც უფრო ძლიერ ვიღებავდი, მით უფრო ასაკოვანი და უხეში ჩანდა ჩემი მზერა. აი, რაში იყო საქმე.

სქელი და გრძელი წამწამები

გენეტიკურად ისეა ჩადებული, რომ ყველა ეთნიკურ ჯგუფს არ აქვს გამოხატული წამწამები. როგორც ყველას არ აქვს სქელი თმა ან გლუვი, სწორი თმა. ეს ნორმალურია, რადგან ჰარმონიულია. მაგალითად, ღია კანის გოგოს ნაკლებად უხდება მძიმე მაკიაჟი და მარაო ქუთუთოზე, რადგან ხელოვნურად გამოიყურება. განსაკუთრებით ხელოვნური წამწამები, რომელიც გაუვალ ჯაგრისს ჰგავს.

როცა ამას მივხვდი, ტაქტიკა შევცვალე და ულტრა დამაგრძელებელი სუპერ–პუპერ შავი ტუში ნეიტრალური ყავისფერი ტუშით შევცვალე. და ძალიან მომეწონა! მზერა უფრო მსუბუქი გახდა, წამწამები წარბებთან და თმასთან კონტრასტში აღარ იყო.

შემდეგ გავაცნობიერე, რომ ტუში ყველაზე რეკლამირებული პროდუქტია სილამაზის ინდუსტრიაში. როგორც წესი, სწორედ ტუში და ტუჩის მბზინავი საცხი პირველი ჩნდება ქალის კოსმეტიკის ჩანთაში. ხოლო ტუჩს არეკლამებენ ქალები, რომელთაც ბუნებრივად სქელი და გრძელი წამწამები აქვთ, ამას დაკვირვებიხართ?

მათ, ვისაც ბუნებრივად სქელი და ძლიერი წამწამები აქვთ, არ სჭირდებათ ტუში, რომელსაც მხოლოდ კოშტების დამატება შეუძლია. ნაზი გარეგნობის მქონე ქალებს მეგა მოცულობის წამწამები საერთოდ არ სჭირდებათ.

ღირს წამწამების დაგრძელება?

ადრე ტუში ნებისმიერ მოგზაურობაში თან მიმქონდა. თუ მაკიაჟს არ ვიკეთებდი, წამწამებს მაინც ვიღებავდი. სანამ არ გადავწყვიტე წამწამების მონობისგან გათავისუფლება და საერთოდ არ შევწყვიტე წამწამების შეღებვა. თვალები უფრო შემსუბუქდა! ახლა შემიძლია ჩავთვლიმო, თვალები მოვისრისო და დავიბანო. არაფერი ჩამოიღვრება, სახეზე არ დამეყრება. გასაოცარია, როგორ ვერ ვამჩნევდი ადრე – თვალებს მთავარ დისკომფორტს ტუში უქმნის. მნიშვნელობა არ აქვს, რა ხარისხი და ფასია, ამას განსაკუთრებით ამჩნევენ თხელი და სუსტი წამწამების მქონე ქალები.

ახლა ვერ წარმომიდგენია, როგორ შეიძლება ყოველდღე წამწამების შეღებვა და მით უფრო დაგრძელება. ეს ხომ არაბუნებრივად გამოიყურება. 2 თვე დამჭირდა, რომ საკუთარი წამწამები აღმედგინა. ამის შემდეგ არც ერთ ოსტატთან არ წავალ. დიახ, სილამაზე მსხვერპლს მოითხოვს, მაგრამ ასეთი მსხვერპლი ჩემთვის არ არის.

უბრალოდ თავში ჩაგვიბეჭდეს, რომ მაკიაჟი ტუშის გარეშე შეუძლებელია. რაც უფრო შავი და მძიმეა, მით უკეთესი (არ აქვს მნიშვნელობა ქერა ხართ თუ არა). სილამაზის ინდუსტრია მხოლოდ ტუშისგან მილიარდებს აკეთებს 1 წლის განმავლობაში, წარმოგიდგენიათ? როდესაც დაფიქრდებით, ღირს თუ არა წამწამების დაგრძელება, საკუთარ თავს ჰკითხეთ, რისთვის. გავარკვიოთ, რა არის მიზეზი: ნუთუ საქმე ეხება საკუთარი თავის მიუღებლობას?