მამაკაცს არ სურს სერიოზული ურთიერთობა – როდის შეგვიძლია ამას მივხვდეთ?

0
245

“როდის შეიძლება მიხვედრა, რომ მამაკაცს არ სურს სერიოზული ურთიერთობა? ისინი ხომ ზოგჯერ იტყუებიან ფიზიკური სიამოვნების მისაღებად. დავაკვირდე დინამიკას? მომბეზრდა. ხშირად ვზივარ ილუზიებში და ყოველთვის ვერ ვხვდები, რომ „აქ დასაჭერი არაფერია“. ასე დრო გადის.”

მამაკაცის სიტყვები, ქცევა და შეთავაზებები, რომელსაც აკეთებს ან არ აკეთებს, ააშკარავებს, რომ არ სჭირდება სერიოზული ურთიერთობა. ამის შემჩნევა შესაძლებელია გაცნობის დღეს ან პირველ პაემანზე. მთავარია, თვალები გაახილოთ და თავი არ მოიტყუოთ.

რა თქმა უნდა, შეგიძლიათ გაზარდოთ თქვენი მნიშვნელობა მამაკაცის თვალში, მაგრამ ეს ყველა ქალს არ შეუძლია. ეს არა მხოლოდ მის ქცევაზე არის დამოკიდებული. თქვენს შემთხვევაში, იმის გათვალისწინებით, რომ მუდმივად მსუბუქ ურთიერთობებში ხვდებით, უმჯობესია არ გქონდეთ ფუჭი იმედები, რომ თქვენს მნიშვნელობას გაზრდით იმ მამაკაცის თვალში, რომელსაც მხოლოდ თქვენთან ერთად დაწოლა სურს. მაშინვე მოიშორეთ ისინი, ვინც გთავაზობთ „ქაოსისგან დასვენებას“ მის ვნებიან ჩახუტებაში ან, პირიქით, პირველივე შეხვედრაზე დაქორწინება სურს. ორივე ტიპს თავი უნდა აარიდოთ.

უნდა დააკვირდეთ არა დინამიკას და თქვენს შეგრძნებებს, რომელიც იწვევს ილუზიების განვითარებას, არამედ მამაკაცის დამოკიდებულებას თქვენს მიმართ უკვე პირველ ეტაპზე. გაფილტრეთ მამაკაცის სიტყვები. ის, ვისაც ერთჯერადი ან ხანმოკლე ინტიმური ურთიერთობა სჭირდება, ოსტატურად ითამაშებს თქვენს პირად ნაკლოვანებებზე და გამოკვებავს თქვენს ილუზიებს – აგავსებთ კომპლიმენტებით და დაგპირდებათ იმას, რაც შუბლზე გაწერიათ.

სერიოზული ურთიერთობისკენ მიმართული მამაკაცი პასუხისმგებლობას იღებს, ფულს, დროს და ყურადღებას არ იშურებს, თქვენს ცხოვრებაში ღრმად ჩართვას ცდილობს, თავაზიანად გეპყრობათ. ასეთი მამაკაცი პირველივე შეხვედრაზე არ გეტყვით, რომ სულის სიღრმემდე შეძარით და მზადაა, ახლავე იქორწინოს. პატივისცემით გეპყრობათ, ცდილობს გაიგოს, ვინ ხართ. არ ცდილობს ურთიერთობის განვითარებას საწოლისკენ, თუ ხედავს, რომ ამისთვის მზად არ ხართ. ასეთ მამაკაცთან ურთიერთობისას თავს საიმედოდ და დაცულად გრძნობთ.

თუ მამაკაცთან ურთიერთობისას შფოთვას გრძნობთ ან გეჩვენებათ, რომ თქვენს ცხოვრებაში შემოიჭრა ახალი შთაბეჭდილებების გრიგალი, ილუზიებში არ ჩაიძიროთ, არ განდევნოთ ცუდი აზრები. წადით, აზრი არ იქნება. გრიგალი როგორც მოვარდა, ისე წავა. თავს კი გამოყენებულად იგრძნობთ.

საქმე მამაკაცებშიც კი არ არის, არამედ იმაში, რას „იჭერთ“ და „ცვლით“. ამით შეპყრობილი ხართ. გარანტია გჭირდებათ, მაგრამ არავინ ჩქარობს გარანტიის მოცემას, ხოლო თქვენი სიფხიზლის მოსადუნებლად ყურში გიჩურჩულებენ, როგორი საოცარი ხართ და სად იყავით აქამდე. თქვენ ამას „ჭამთ“ და როგორც ამბობენ, „გააკეთე, რაც გინდა“.

სერიოზული ურთიერთობა გჭირდებათ, მაგრამ თუ ყველაფერი „მსუბუქად“ იწყება, მაშინ ასეც დასრულდება. არ დათანხმდეთ მსუბუქ ურთიერთობას. ასე სერიოზული ურთიერთობის შანსი გამოჩნდება.

ყველა ადამიანი ეძებს და ირჩევს საუკეთესო პარტნიორს ხელმისაწვდომი ვარიანტებიდან. არავინ იჩქარებს დაქორწინებას. კაცები გაკვირდებიან, მაგრამ ვერ პოულობენ შენში იმას, რასაც ეძებენ. უფრო სწორად, პოულობენ იმას, რაც თქვენ არ გჭირდებათ, მაგრამ რასაც რატომღაც თანხმდებით და საკუთარ თავს ღალატობთ.

ვინმეს „დასაჭერად“ რაღაცით უნდა მიიზიდოთ. როგორც ჩანს, ახლა მხოლოდ საწოლით შეგიძლიათ მიზიდვა. გამოდის, პიროვნულად უნდა განვითარდეთ და არ იჩქაროთ თავი საწოლში ვარსკვლავად წარმოაჩინოთ. ასევე თვითშეფასება უნდა აიმაღლოთ. ქალი, რომელიც პატივს სცემს საკუთარ თავს, არ იწყებს ურთიერთობას, რომელშიც უწევს დაწვრილმანება.

თვითშეფასების გაზრდა შეიძლება საკუთარი თავისთვის კითხვის დასმით: ჩემთვის ეს მომგებიანია? პატივს ვცემ ჩემს თავს, თუ ამას დავთანხმდები?“