მაიას ერთხელაც არ სმენია სიყვარულის სიტყვები ქმრისგან 8 წლიანი ქორწინების განმავლობაში. აი, ისე როგორც სასიყვარულო რომანში ან საპნის ოპერაში, როცა მთავარი გმირი გოგოს ნაზ სიტყვებს ეუბნება და ისიც მის მკლავებში შეშდება. ეს ყველაფერი მაიას ცხოვრებაში არ მომხდარა. მალე კი 40 წლის იუბილე ახლოვდება. ეჩვენება, რომ ცხოვრებამ უმიზნოდ ჩაიარა, რადგან ნამდვილი სიყვარული არასდროს განუცდია.
მთელი ეს ფიქრები ტრიალებდა მაიას თავში, როცა ქმრისთვის სადილს ამზადებდა. ბევრ გათხოვილ ქალსაც მისი ცხოვრების შეშურდებოდა. ქმარი ოჯახს არაფერს აკლებს, ორი ლამაზი შვილი ჰყავთ. საკუთარი სახლი, პატარა, მაგრამ თბილი და მყუდრო. მანქანა ეზოში, ნებისმიერ მომენტში შეუძლია მაღაზიაში წავიდეს, ბავშვები კურსებზე წაიყვანოს. მაიას შეეძლო არ ემუშავა, მაგრამ პატარა ჰობი მაინც ჰქონდა. ასე ტუჩსაცხის ფულს მაინც აკეთებს. მეტი არც სჭირდება, ქმარი არასდროს ყოფილა ხარბი და ოჯახში ფული საერთოა.
ნაზი სიტყვები გოგოს
სანდრო, მისი მეუღლე, მაიას აფასებს და პატივს სცემს. მადლობელია მყუდრო სახლისთვის და გემრიელი სადილისთვის. იმისთვის, რომ კარგი დედა და დიასახლისია. მაია ყოველთვის მის გვერდით არის რთულ წუთებში და მხარს უჭერს, როცა ახალ პროექტს იწყებს. მისთვის მაია არის საუკეთესო მეგობარი, პარტნიორი, მოკავშირე. ხშირად ამბობს, რომ თანამოაზრეთა იდეალური გუნდი არიან. აი, ოლია მასში ვნებას არ აღძრავს. მისი გულისთვის არ უნდა ყვავილების დაკრეფა და მე–9 სართულზე სახანძრო კიბით ასვლა.
მაიამ ეს ყველაფერი კარგად იცის და ესმის. ამის გამო, გულში სევდა ისადგურებს. იქნებ, ცხოვრებაში გამოტოვა რაღაც მნიშვნელოვანი და სადღაც კუთხეში ელოდება სწორედ ის ვნება, ის კი სანდროსთან შეჩერდა. ამ ქალაქში ახალი გადმოსული იყო, როცა სანდრო გაიცნო. სართულზე მეზობლები აღმოჩნდნენ. მაშინ სანდრო ლამაზ ქალბატონს, სახელად ირინას ხვდებოდა. ირინას სახეზე ეწერა, რომ ცბიერი იყო, ყველასგან სარგებელს ელოდა. წითელ მანქანას ატარებდა, უყვარდა საქმიანი კოსტიუმები და წვრილ მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი. მის გვერდით მაია ნაცრისფერ თაგვს ჰგავდა.
ბედნიერი ოჯახი თუ ვნება
როგორ განვითარდა სანდროს და ირინას ურთიერთობა, მაიამ არ იცოდა. სანდროს მხოლოდ მაშინ ესალმებოდა, როცა ლიფტში ერთმანეთს ხვდებოდნენ. მაგრამ როცა ირინამ სანდრო მიატოვა, მაია მაშინვე მიხვდა. სანდრო მტკიცე ნებისყოფის მამაკაციდან ნახერხით სავსე ტომრად გადაიქცა. მისი მზერა დაკარგული იყო, სიარული გაურკვეველი, თითქოს სიცოცხლემ მიატოვა. იმ პერიოდში მაიამ სანდროს დედა, ბელა გაიცნო. ქალი შვილთან გადმოვიდა, რომ რთულ წუთებში მხარდაჭერა აღმოეჩინა.
ბელამ მაშინვე დაინახა მაიაში მეოჯახეობა და ერთგულება. მასთან ყავაზე სტუმრობას მოუხშირა, როცა სანდრო სავარჯიშო დარბაზში მიდიოდა. დედამ სწრაფად მოახერხა შვილის ძველებურ ფორმაში დაბრუნება. ასე მაია დაუმეგობრდა მომავალ დედამთილს, მაგრამ ეს მაშინ არ იცოდა. მხოლოდ 31 წლის იყო, ერთ ძალიან სოლიდურ კომპანიაში კარიერაზე ოცნებობდა. ბელასგან გაიგო, რომ სანდრო, 35 წლის ასაკში, სიგიჟემდე ოცნებობს დიდ, ძლიერ ოჯახზე და შვილებზე, მაგრამ ყველა ქალი, რომელსაც ირჩევს, სულ სხვა რამეზე ოცნებობს. არც ერთი ქალი არ არის თანახმა, თავისუფალი ცხოვრება, კარიერა და ნებისმიერ დროს დასვენება გაცვალოს შვილებზე და სადილების მომზადებაზე.
პარტნიორობა
ასე, ირინამ, როცა სანდრომ საიდუმლო ოცნება გაუზიარა და ხელი სთხოვა, გაიცინა და ბალიში დასასვენებლად გაფრინდა. ისტორია დუმს იმის შესახებ, რა უთხრა ბელამ სანდროს, მაგრამ მისი გამგზავრების შემდეგ სანდრო მაიას ყურადღებას აქცევდა. ხან მაღაზიიდან ჩანთების ატანაში ეხმარებოდა, ხან საქმეზე სტუმრობდა. ნელ–ნელა მთელი საღამოს ერთად გატარება დაიწყეს და 6 თვის შემდეგ სანდრომ ხელი სთხოვა, თუმცა ამას ხელის თხოვნას ვერ დავარქმევთ. უფრო ჰგავდა საქმიან შეთავაზებას ორმხრივად მომგებიანი პირობებით.
მაიას კარიერის დათმობა მოუწია, მაგრამ ამაზე დიდად არ დარდობდა. სანდრომ ბიზნესის ნაწილი მის სახელზე გადააფორმა, რადგან ის იყო მისი პარტნიორი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებაში. მაიას დიასახლისობა ყველაზე მეტად მოსწონდა. გემრიელ კერძებს ამზადებდა, შვილებს ზრდიდა და სანდრო ბედნიერი იყო, როცა მყუდრო სახლში ბრუნდებოდა. წელიწადში ორჯერ მთელი ოჯახი დასასვენებლად მიდიოდა. სალაპარაკო და განსახილველი ყოველთვის ჰქონდათ. მაია სახლში ზის, მაგრამ განვითარებას არ წყვეტს, ბევრს კითხულობს და საკუთარ თავზე ზრუნავს. ღამით კი სანდრო ცოლ–პარტნიორს ძლიერ იხუტებს და მისი დაკარგვის ძალიან ეშინია.
საჭიროა ნაზი სიტყვების თქმა გოგოსთვის? ყველა თავად ირჩევს, როგორი უნდა იყოს ნამდვილი სიყვარული, თუმცა ამ ისტორიაში მაიას წყენის გაგებაც შეიძლება.