კარგი იქნებოდა იმის თქმა, რომ ვარსკვლავი რასაც უნდა იმას ჭამს, მაგრამ ეს ასე არ არის. ის დიდი ხანია მკაცრ დიეტას იცავს, სპორტდარბაზში ვარჯიში კი – ნამდვილად არ უყვარს.
ჰოლივუდის ვარსკვლავების კარადები ხშირად სამუზეუმო დარბაზებს მოგვაგონებს: იქ არის ძვირადღირებული ბრენდების უახლესი კოლექციების ნივთები, კუტიურიეების მიერ შექმნილი კაბები და ლამაზ ყუთებში ჩამალული სამკაულები. იშვიათია, რომ სიტუაცია ვინმესთვის განსხვავებული იყოს, მაგრამ დემი მური ნამდვილად ერთ-ერთი ამ უკანასკნელთაგანია. მსახიობი წითელ ხალიჩაზე ისე ხშირად არ ბრწყინავს, როგორც ადრე და თავის ყველაზე წარმატებულ კოსტიუმად მიაჩნია… ბიკინი!
ზამთარში და ზაფხულში, წვიმაში და მზიან ამინდში – ნებისმიერ შესაფერის შემთხვევაში, დემი პლიაჟის აუტფიტებს ირგებს. ხანდახან კი, უბრალოდ იმისთვის, რომ ივარჯიშოს საკუთარი სახლის გაზონზე ან მიიღოს მზის აბაზანები დასვენების დღეს. მისი სოციალური ქსელები სავსეა ცხელი ფოტოებით, რომლებზეც მისი ჰეითერებიც წერენ კომენტარებს, მაგრამ დარწმუნებულები ვართ, რომ ეს ყველაფერი შურის გამოა, რადგან 61 წლის ასაკში ბრტყელი მუცლითა და მოხდენილი ფეხებით ყველა ვერ დაიკვეხნის!
მკაცრი დიეტა
დემი მურის ცხოვრების წესი ადასტურებს ფრაზას, რომ ჯადოსნური აბი არ არსებობს. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი სხვა ვარსკვლავი სიგამხდრის მთავარ საიდუმლოდ ჯანსაღ ძილს ასახელებს, ვარსკვლავი პრაქტიკულად მაია პლისეცკაიას მითითებების მიხედვით ცხოვრობს: „როგორ დავიკლოთ წონა? არ ვჭამოთ! უფრო ეფექტური მეთოდი ჯერ არ მოუგონიათ“. რა თქმა უნდა, დემის შემთხვევაში ყველაფერი არც ისე რადიკალურადაა – ვარსკვლავი უბრალოდ ფრთხილობს, რომ ზედმეტი არ ჭამოს. ის დღეში მხოლოდ სამჯერ ჭამს, ჭამის შუალედებში არასოდეს წაიხემსებს ხოლმე და სვამს მცენარეულ ჩაის ან არაგაზირებულ წყალს.
სასარგებლო საკვები
დემი მური ამტკიცებს, რომ მნიშვნელოვანია არა მხოლოდ კალორიების მიღება, არამედ იმის უზრუნველყოფა, რომ საკვები იყოს ჯანსაღი. მაგალითად, მსახიობის მთავარი ტაბუების სიაში შედის კარაქი, ნაღები და მაიონეზი, ასევე ტკბილეული და ნახევარფაბრიკატები. ყველაზე ხშირად, დემი იცავს ვეგანური დიეტის წესებს. ის ცდილობს მიირთვას ბევრი ხილი, უმი ბოსტნეული, კენკრა, მწვანილი, დალიოს წვენები და სმუზი და მოამზადოს მსუყე სუპები. მისი რაციონი შეიცავს თხილეულს და თესლეულს.
საკვების მიღების დროს მური მხოლოდ საკუთარ შეგრძნებებზე ამახვილებს ყურადღებას და მაშინვე განზე სწევს თეფშს, როგორც კი იგრძნობს დანაყრებას. ჭამა მანამ, სანამ სუნთქვა გაძნელდება, მისი ისტორია არ არის.
ვიტამინებისა და მინერალების ბალანსი
ვინაიდან დემი მური პრაქტიკულად არ ჭამს ცხოველურ პროდუქტებს, ის გულდასმით აკონტროლებს, რომ მის ორგანიზმში ცილების, ვიტამინებისა და მინერალების რაოდენობა იყოს დაბალანსებული. ამისთვის, ის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ რეგულარულად იტარებს ანალიზებს, მაგრამ, ნებისმიერ შემთხვევაში, ის არ ჩქარობს ბიოლოგიურად აქტიური დანამატების მიღებას. ხშირად, იმისთვის, რომ მაჩვენებლები ნორმას დაბრუნდეს, საკმარისია რაციონის ოდნავ შეცვლა, მაგალითად, საკვებში მეტი მწვანილის, პარკოსნების ან ბოსტნეულის დამატება.
სპორტი
დემი მური რეგულარულად ვარჯიშობს, მაგრამ, როგორც თავად ამბობს, ჯანმრთელობისთვის და არა ფიგურის შესანარჩუნებლად. ის იშვიათად დადის სპორტდარბაზში, მაგრამ კვირაში რამდენჯერმე დარბის, ცურავს, ცეკვავს და იოგას გაკვეთილებით პოულობს ჰარმონიას გარესამყაროსთან. თითოეული სპორტის სახეობისთვის მსახიობს ჰყავს ცალკე ინსტრუქტორი, რომელიც ეხმარება ოქროს გლობუსის ნომინანტს მიუახლოვდეს სრულყოფილებას და ტანდემში მათ ეს შესანიშნავად გამოსდით.
არავითარი თვითკრიტიკა
თითქოს, როცა რამდენჯერმე გაღიარებენ მსოფლიოს ყველაზე სექსუალურ ქალად, კომპლექსების მიზეზები არ შეიძლება გქონდეს, მაგრამ დემი მური ამას არ ეთანხმება. მსახიობი აღიარებს, რომ წარსულში საკუთარ თავს უმცირესი კარიერული შეცდომებიც კი აჯავრებდა. თუ ვარსკვლავი მოულოდნელად როლს კარგავდა, ის მაშინვე უწოდებდა საკუთარ თავს „უნიჭო მახინჯს“ და შეეძლო დეპრესიულ მდგომარეობაში თვეები გაეტარებინა.
ახლა დემის თვითგვემის დრო უბრალოდ არ აქვს და არც სჭირდება, რადგან ეს ცხელი სურათები თავისთავად ამაზე მეტყველებს!