ჩემს საქმროს ჰყავს და, 22 წლის. ახლა ორსულობის ბოლო თვეშია. აგვისტოში ქორწილი გვაქვს, ამ დროისთვის ბავშვი გაჩენილი ეყოლება და უნდა ქორწილში წამოიყვანოს. მისი თქმით, არავინ ჰყავს დამტოვებელი, ქმარი არ ჰყავს, უნდა ერთადერთი ძმის ქორწილს დაესწროს.
შევთავაზეთ ბავშვის ვიდეო მონიტორინგი. რესტორნის მე–2 სართულზე, ჩემი და ჩემი მომავალი მეუღლის ნომერში ბავშვი დატოვოს და თავად სუფრიდან ვიდეოთი აკონტროლოს, საჭიროების შემთხვევაში, ნომერში ავიდეს, ბავშვს შეხედოს და დაამშვიდოს. ნომერში ბავშვის საწოლსაც მოვითხოვთ. უარზეა, ამბობს: არ წამოვალ, თუ ბავშვი ჩემ გვერდით არ იქნება, ასე სახლშიც შემიძლია ვიჯდე. უნდა, რომ ბავშვი მის გვერდით იყოს მაგიდასთან ქარსითში ან ეტლში. მაგიდასთან, სადაც ყველა ნათესავი იქნება.
წარმოდგენა არ მაქვს, როგორ გაუძლებს სამი თვის ბავშვი ქორწილის აურზაურს: არ მინდა სტრესი არც მისთვის, არც ჩემთვის – ეს ხომ ყვირილი, ხმაურია. ვფიქრობ, სტუმრებსაც არ მოეწონებათ: ქორწილი ხომ საბავშვო წვეულება არ არის.
მაინც დათმობაზე წავედი, ვთქვი, ისე იყოს, როგორც უნდა. ეს გავაკეთე უფრო საქმროს გულისთვის, რომ არ ინერვიულოს. განვიცდი, რომ ჩემი ქორწილი საბავშვო ბაღად გადაიქცევა. ბავშვს მორიგეობით ყურადღებას მიაქცევენ დედამისი და კიდევ ერთი უმცროსი და. მე, როგორც ნებისმიერ გოგოს, ამ დღეს ყურადღების ცენტრში მინდა ვიყო.
არის ბევრი სხვა ნიუანსიც. ბანალურიც, თუ ეტლს მოიტანს, როგორ გამოჩნდება იმ დეკორაციის ფონზე, რომელიც პირადად შევარჩიე და შევუკვეთე. სტუმრები, ალბათ, ვერ მიხვდებიან, რატომ მოიყვანეს ასეთი პატარა ბავშვი, სადაც ყველა მღერის და ისვენებს. საწყენია, არ ვიცი, რა გავაკეთო: არ მივაქციო ყურადღება და ვისიამოვნო საღამოთი?
საბოლოდ დავთანხმდი მისი და ბავშვის ქორწილში დასწრებაზე, ერთადერთი თხოვნა მაქვს, რომ დატოვოს დარბაზი, როცა ბავშვი ატირდება, რომ სხვებს განწყობა არ გაუფუჭდეს. ასევე შევთავაზე დარბაზის ბოლოში დაჯდომა, მაგრამ ეწყინა. 60 სტუმარი იქნება და არ სურს უცნობებთან ჯდომა.
იქნებ, როცა გააჩენს, მიხვდეს, რომ ყველაფერი არც ისე მარტივია და დედობა ზღაპარი არ არის. დროებით არაფერს ვიტყვი. ეს უკვე ვუთხარი მას და ჩემს საქმროს. პასუხი: მინდა ქორწილში ვიყო. საწყენია, რომ ვერ ხვდება, რომ შეიძლება დღე ჩამიშალოს და ეს ჩემთვისაც და ბავშვისთვისაც დიდი სტრესია. ძლიერი კვამლის შესახებ გააფრთხილეს, რომ ბავშვისთვის საშიშია, მაინც არაფერი ესმის.