ქალურობის კურსი: 15 უნივერსალური კაბა გაზაფხული–ზაფხულისთვის

0
30

კაბა არა მხოლოდ ელეგანტურობას გვანიჭებს, არამედ საშუალებას გვაძლევს არ ვიფიქროთ იმაზე, რა რას შევუხამოთ. პაპარაცი გთავაზობთ უნივერსალური კაბების ვარიანტებს, რომ ელეგანტურად გამოიყურებოდეთ და გარდერობი აქტუალური ნივთებით შეავსოთ.

თუ გსურთ, ქალურობა შემატოთ სტილს, მაგრამ ვერ პოულობთ სწორ კაბას, გირჩევთ, ყიდვამდე შეისწავლოთ წლევანდელი ძირითადი ტენდენციები, გაარკვიოთ, როგორი მოდელები არის მოდაში ამ სეზონზე, შემდეგ აირჩიოთ ის, რაც უხდება თქვენს ფორმებს და სტილს.

პირველი, რაც უნდა აღვნიშნოთ, ფერის არჩევანია. გაბრიელ შანელი თვლიდა, რომ პატარა შავი კაბა ყველა ქალის გარდერობში უნდა იყოს. ამაზე არ ვიკამათებთ, რადგან ეს არის მარადიული კლასიკა, რომელიც შესაფერისია ნებისმიერი შემთხვევისთვის და ყოველთვის ელეგანტურად გამოიყურება. თუმცა გაზაფხულზე და ზაფხულში გვსურს ჩავიცვათ რაღაც ნაზი და ნათელი. დღეს მოდურ ფერებად ითვლება თეთრი, კრემისფერი, შოკოლადისფერი, ნარინჯისფერი, წითელი, ფსტასფერი, ნაზი ვარდისფერი და შროშანასფერი, ასევე ცისფერი. ამ პალიტრით შემოფარგვლა საჭირო არ არის, მაგრამ თუ გარდერობში ამ ფერის არც ერთი ნივთი არ გაქვთ, ნამდვილად ღირს მისი შეძენა.

დღეს ბევრი აქტუალური ფასონია. მაგალითად, ტრენდშია ასიმეტრია. გაზაფხულზე და ზაფხულში ასეთი ნივთის გარდერობში ჩასმა ძალიან მარტივია: შეგიძლიათ იყიდოთ კაბა ან ქვედაბოლო შესაბამისი კალთით ან ცალ მხარეს ტრიკოტაჟის ვარიანტი აირჩიოთ. ნამდვილად გაუსვამს ხაზს თქვენს ქალურობას, სიგამხდრეს და ჩვეულებრივ მოდელებზე მომგებიანად გამოჩნდება.

თუ სხეულის ფორმების გამოკვეთა გსურთ, კორსეტის ვარიანტს ან კაბა–ფუტლარს გადახედეთ. დიზაინერები სულ უფრო მეტად იღებენ ქალურობისკენ კურს და ოვერსაიზის მოდელებს ტანზე მომდგარი მოდელებით ანაცვლებენ. ასეთი კაბების ზედა ნაწილი მიმზიდველ ნაკეცებზე აქცენტს აკეთებს, ხოლო ქვედა ნაწილი კვეთს თეძოებს ან მალავს ნაკლოვანებებს. დამოკიდებულია შერჩეულ ფასონზე.

ხშირად ვამბობთ, რომ Saint Laurent–ის წყალობით კრემისფერი ან ყავისფერი საფარის სტილის კაბები დაკერილი ჯიბეებით და ფართო ტყავის ქამრით 2024 წელს ისევ დაბრუნდა მოდაში. ცხელი ზაფხულისთვის იდეალური ვარიანტია, რადგან შეგიძლიათ შეუთავსოთ ნებისმიერი ფეხსაცმელი. დიზაინი გამოდგება როგორც ოფისში წასასვლელად, ასევე სასეირნოდ.

უბრეტელო კაბა მომდგარი ბიუსტჰალტერით კარგი ინვესტიცია გახდება. მხრებს მოხდენილად კვეთს და სილუეტს დახვეწილს ხდის. მსგავსი ვარიანტები ადვილად შეგიძლიათ შეუთავსოთ როგორც სპორტულ, ასევე ელეგანტურ სტილს. ფეხსაცმლის, აქსესუარების და ზედა ტანსაცმლის წყალობით სტილი ისე შეგიძლიათ შეცვალოთ, როგორც ხელთათმანი.

ბახრომა 2024 წლის მთავარი ტრენდია. შეუძლია მთლიანად დაფაროს კაბა ან მისი კალთა და სახელოები. მოდური ტენდენცია აქსესუარების დახმარებით შეგიძლიათ გაიმეოროთ: ჩაიცვით ჩვეულებრივი ტანზე მომდგარი კაბა, ხოლო წელზე შემოიხვიეთ ქამარი ბახრომათი. ძალიან მოდური და უჩვეულოა.

გამჭვირვალე ვარიანტები არც ისე უნივერსალურია, მაგრამ არანაკლებ ეფექტური. ყველა ვერ გაბედავს ჩაიცვას ასეთი კაბა შიშველ ტანზე (რა თქმა უნდა, საცვლების ზემოდან), თუმცა დღეს აუცილებელი არც არის. მოდის მიმდევრები ასეთ კაბას მრავალფენიანობას იდეალურად უხამებენ, იყენებენ ველოსიპედის შორტებს, ჯინსის შარვალს და მოკლე ტოპს.

მერამდენე წელია კომბინაცია კაბები აქტუალობას არ კარგავს, თუმცა 2024 წელს ამ მოდელებს აუცილებლად უნდა ჰქონდეს მაქმანის ჩანართები. თუ ფიქრობთ, რომ მათი ტარება მხოლოდ ქუსლებზე შეიძლება, შეხედეთ ამ ცნობილ მოდელებს და მათი მოდური კომბინაციები გაიმეორეთ.

მაქსი, მიკრო და მინი – 2024 წელს მიდის სიგრძე მეორეხარისხოვანია. თუ ოცნებობთ თქვენი მოხდენილი ფეხების ხაზგასმაზე, ბოლო ვარიანტებს გადახედეთ. მოდელები, რომლებიც კოჭებს ფარავს, სტილს ელეგანტურობას და შიკს მატებს.