პირშუშხას ფოთლების თვისებები: მარილებს პირდაპირ კანიდან იწოვს

510

პირშუშხა – მრავალწლოვანი მცენარეა, რომელიც კომბოსტოსებრთა ოჯახს მიეკუთვნება. პროდუქტი ხმელთაშუაზღვისპირეთიდანაა, ამიტომ მკვეთრი ლათინური დასახელებით, Armoracia სარგებლობს. მოგვიანებით, პირშუშხამ პოპულარობა კავკასიაშიც მოიპოვა, სადაც მას მაგიური პროდუქტად და საქორწინო რიტუალების განუყოფელ ნაწილად იყენებდნენ.

თუმცა, პრაქტიკული გამოყენება არამხოლოდ პირშუშხას ფესვებმა, არამედ ფოთლებმაც ჰპოვა. დღეს ჩვენ მოგიყვებით, თუ რით დაიმსახურა ამ მცენარემ ხალხის სიყვარული.

პირშუშხას ფოთლები

სხვა საკვებ მწვანილს შორის, პირშუშხას ფოთლები ყველაზე მეტ მკვებავ ნივთიერებას შეიცავს. იგი შეიცავს B, C, E და PP ვიტამინებს. გარდა ამისა, მასში დიდი რაოდენობით კალიუმი, კალციუმი, მაგნიუმი, გოგირდი და სელენია. ასკორბინის მჟავის კონცენტრაცია კი ლიმონსა და შავ მოცვსაც კი უსწრებს.

ფიტონციდების არსებობა პირშუშხას ფოთლებს მავნე მიკროორგანიზმებისგან თავდასაცავ ფარად აქცევს. ამასთან, ფიტონციდების კონცენტრაცია მასში იმდენად მაღალია, რომ გამომშრალ ფოთლებსაც კი ბაქტერიციდული ეფექტი აქვს. გამოცდილი დიასახლისები მას კონსერვებშიც იყენებენ.

ასევე, პირშუშხას ფოთლების სამკურნალო თვისება გაგათავისუფლებთ მავნე მარილოვანი ფენებისგან. ამისთვის შემდეგი პროცედურა უნდა ჩაატაროთ: ძილის წინ აიღეთ 2 დიდი ზომის ფოთოლი, ჩაალბეთ მდუღარე წყალში და დაიდეთ ზურგზე, მიიმაგრეთ ქსოვილით. თუ მცირე წვას გრძნობთ, ეს ნორმალურია. დამწვრობას ამ კომპრესით ვერ მიიღებთ.

დილით ფრთხილად მოიხსენით ქსოვილი და ფოთლები. ფოთლები მარილს ორგანიზმიდან გამოწოვს და, თუ იგი დიდი რაოდენობით იყო, შეიძლება ძირსაც კი დაიბნეს. განსაზღვრეთ, სხეულის რომელ მონაკვეთშია მოქცეული ყველაზე მეტი მარილი. გაიმეორეთ პროცედურა მანამდე, სანამ ფოთლებზე მარილის დანახვას არ შეწყვეტთ.

ზოგადად, პირშუშხას ფოთლები იმითაა უნიკალური, რომ მარილოვან ფენებს პირდაპირ კანის ფორებიდან გამოწოვს. ამიტომ ასეთი ხელმისაწვდომი სასუალების გამოუყენებლობა უბრალოდ სისულელეა. ექიმბაშები ტყუილად არ კურნავდნენ პაციენტებს ამ მცენარის ფოთლებით.

პირშუშხას ფოთლების ნაყენი მოგაშორებთ ზურგისა და სახსრების ტკივილებს. ეს საშუალება მზადდება ახალგაზრდა, მწვანე ფოთლებისგან, რომლებიც უბრალოდ უნდა ჩაალაგოთ შუშის ქილაში და დაასხათ სპირტი(ან არაყი). მასა ორი დღე უნდა დააყენოთ ბნელ, გრილ ადგილას, რის შემდეგაც უნდა შეიზილოთ მტკივან ადგილას. ეს დაგეხმარებათ სახსრების ტკივილის მოხსნაში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს