ექიმი განმარტავს, როდის არის სახიფათო მიკროტალღურ ღუმელში საკვების გაცხელება

165

ენდოკრინოლოგი ანასტასია გალიანოვა მოგვიწოდებს, არ გავაცხელოთ საკვები მიკროტალღურ ღუმელში შეუსაბამო ჭურჭლის ან კონტეინერის გამოყენებით.

ექიმი გალიანოვა განმარტავს, როდის არის სახიფათო საკვების გაცხელება მიკროტალღურ ღუმელში. ექიმი აღნიშნავს, რომ საკვების გაცხელება ჭურჭელში, რომელიც თერმული დამუშავებისთვის განკუთვნილი არ არის, ან პლასტმასში ჯანმრთელობისთვის გარკვეულ რისკებს შეიცავს.

„უმჯობესია მიკროტალღურ ღუმელში არ გამოიყენოთ ერთჯერადი პლასტმასის ჭურჭელი და პლასტმასის კონტეინერი. პლასტმასის გაცხელებისას დიდი რაოდენობით ტოქსიკური ნივთიერება გამოიყოფა“ – გვაფრთხილებს ენდოკრინოლოგი.

გალიანოვა აზუსტებს, რომ მიკროტალღურ ღუმელში შეუსაბამო ჭურჭელში ან კონტეინერში მოთავსებული საკვების გაცხელებამ შეიძლება გამოიწვიოს საკვებში ბენზოლის შეწოვა. ეს არის ნივთიერება, რომელიც პლასტმასისგან გამოიყოფა გაცხელებისას. ორგანიზმში მოხვედრისას ბენზოლს შეუძლია გავლენა მოახდინოს მუტაციების გაჩენაზე და დნმ–ის დაზიანებაზე, ასევე ოქსიდაციური სტრესის განვითარებაზე – ყველა ეს პროცესი სიმსივნის წარმოქმნასთან მჭიდრო კავშირშია.

ექიმი გირჩევთ, რომ საკვების გასაცხელებლად გამოიყენოთ კერამიკული ან სპეციალური მინის ჭურჭელი. რაც შეეხება პლასტმასის კონტეინერებს, ისიც სპეციალური უნდა იყოს, შესაბამისი ნიშნით (ციფრი 5 სამკუთხედში ან მიკროტალღურის სიმბოლო).

ექსპერტის აზრით, მიკროტალღურ ღუმელში საჭმლის გაცხელების დროც მნიშვნელოვანია. თუ საკვები 1 წუთზე მეტხანს ცხელდება, სასარგებლო ნივთიერებების ნაწილს კარგავს. ზოგადად, უმჯობესია საკვების გასაცხელებლად გამოიყენოთ ღუმელი ან ქურა და არა მიკროტალღური ღუმელი.

მნიშვნელოვანია! ინფორმაცია გაცნობით ხასიათს ატარებს. უკუჩვენებებზე და გვერდით მოვლენებზე მიმართეთ სპეციალისტს და არავითარ შემთხვევაში ჩაიტაროთ თვითმკურნალობა. დაავადების პირველივე ნიშნებზე ექიმს მიმართეთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს