კიტრი საყინულეში: ახალი ჰორიზონტები ბოსტნეულის შესანახად

627

როდესაც ბოსტანში კიტრი მწიფდება, ზოგჯერ მისი მოსავალი იმდენად უხვი შეიძლება იყოს, რომ ამ ბოსტნეულის ყველაზე ერთგულ დამფასებლებსაც უჭირთ ამ რაოდენობასთან გამკლავება. დაკონსერვება კარგი გამოსავალია, მაგრამ ხშირად ზამთარში დამწნილებული ბოსტნეული მოსაბეზრებელია. ასეთ შემთხვევებში იდეალური ვარიანტია გაყინვა. ასე ახალი კიტრის დიდხანს შენახვას შეძლებთ. თუმცა ბევრს აინტერესებს: შეიძლება კიტრის შენახვა საყინულეში?

კიტრი დიდი რაოდენობით წყალს შეიცავს და გაყინვისას შეიძლება დაკარგოს ხრაშუნა ტექსტურა და დარბილდეს. გარდა ამისა, გალღობისას კიტრი გამოყოფს ბევრ სითხეს, რაც ასევე აისახება მის გემოზე.

თუმცა თუ კიტრს სწორად მოამზადებთ საყინულეში შესანახად, კარგ შედეგს მიიღებთ. მნიშვნელოვანია, კიტრი სწორად დაჭრათ, უზრუნველყოთ სითბოს თანაბარი განაწილება გაყინვისას, რომ გამორიცხოთ ყინულის კრისტალების წარმოქმნა და შეინარჩუნოთ ბოსტნეულის მაქსიმალური გემო და ტექსტურა.

კიტრი საყინულეში: როგორ დავჭრათ სწორად

კიტრი სწორად უნდა მოამზადოთ გაყინვამდე. პირველ რიგში, კარგად გარეცხეთ და გაამშრალეთ. შემდეგ სურვილისამებრ თხელ რგოლებად ან ნახევარ რგოლებად დაჭერით. ამის შემდეგ დაჭრილი კიტრი ლანგარზე ან საჭრელ დაფაზე ერთ ფენად დააწყვეთ ისე, რომ ერთმანეთს არ ეხებოდეს. ასე საყინულეში მოათავსეთ. 1–2 საათის შემდეგ კიტრის რგოლები პაკეტებში ჩააწყვეთ.

რომელ კერძებს დავუმატოთ გაყინული კიტრი?

კიტრის რგოლები შეგიძლიათ გამოიყენოთ სენდვიჩის გასაფორმებლად, ასევე სახის ნიღბად. მხოლოდ ჯერ საცერში გაალღვეთ, რომ ზედმეტი წყალი მოაშოროთ.

თუ გიყვართ მაწვნის წვნიანი ან გსურთ ოლივიეს განახლება, კიტრი კუბებად დაჭერით, შემდეგ პაკეტებში გადაანაწილეთ და საყინულეში შეინახეთ. გამოყენებამდე კიტრი გაალღვეთ, ხოლო სალათში დამატებამდე მწნილი კიტრი ან ავოკადო შეურიეთ.

ალბათ, გაყინული კიტრის გამოყენების ერთ–ერთი საუკეთესო მეთოდია არომატული სოუსის მომზადება. ასეთი დანამატი ნებისმიერ ზამთრის კერძში ზაფხულს გაგახსენებთ. მართალია, დიდხანს არა: სოუსი სუფრიდან წამებში გაქრება!

სოუსი გაყინული კიტრიდან: რეცეპტი

ინგრედიენტები:

  • 300 გ გაყინული კიტრი
  • 1 ს/კ ზეითუნის ზეთი
  • 1 კბილი ნიორი, დაქუცმაცებული
  • 2 ს/კ ახალი ლიმონის წვენი
  • მარილი და წიწაკა გემოვნებით
  • 2 ს/კ ნატურალური იოგურტი (სურვილისამებრ)
  • 1 ს/კ წვრილად დაჭრილი მწვანილი (კამა, ოხრახუში ან რეჰანი)

მომზადების წესი:

  1. გაყინული კიტრი გაალღვეთ, მაცივარში რამდენიმე საათი შეინახეთ ან სამზარეულოს მაგიდაზე დადეთ სრულად გალღობამდე.
  2. კიტრი გაწურეთ, რომ ზედმეტი სითხე მოაშოროთ. კიტრი ერთგვაროვანი პიურეს მიღებამდე დააბლენდერეთ.
  3. თასში აურიეთ ზეითუნის ზეთი, დაქუცმაცებული ნიორი და ახალი ლიმონის წვენი.
  4. კიტრის პიურე დაუმატეთ და კარგად აურიეთ.
  5. გემოვნებით მარილი და წიწაკა დაუმატეთ.
  6. თუ გსურთ, რომ კრემოვანი სოუსი იყოს, ნატურალური იოგურტი დაუმატეთ და აურიეთ. სუფრაზე გატანამდე სოუსს დაჭრილი მწვანილი მოაყარეთ.

რედაქციის რჩევა

გახსოვდეთ, რომ გაყინულ კიტრს უფრო რბილი ტექსტურა და ოდნავ განსხვავებული გემო აქვს ახალთან შედარებით. მისგან მომზადებული კერძები განსხვავდება იმისგან, რომელიც ახალი კიტრისგან მზადდება. სხვადასხვა რეცეპტებით ექსპერიმენტები ჩაატარეთ, რომ იპოვოთ ის, რომელიც ყველაზე მეტად შეგეფერებათ.

გაყინული კიტრი – ახალი ბოსტნეულის დიდხანს შესანახად შესანიშნავი მეთოდია. ისიამოვნეთ კიტრის გემოთი მთელი წლის განმავლობაში!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს