მარტივი და გემრიელი სალათის რეცეპტი იულია მიხალკოვასგან – მისი მომზადება ნებისმიერს შეუძლია

308

მსახიობმა აღიარა, რომ მისი წყალობით ახერხებს ფორმის შენარჩუნებას და სწორად კვებას გასტროლების დროსაც.

არის დღეები, როცა გვინდა პლედში გახვევა და მთელი საღამო საყვარელი სერიალის ყურება. ამ დროს საჭმლის მომზადებაზე ლაპარაკიც არ არის. აქ გვეხმარებიან კურიერები, რომელთაც უახლესი რესტორნებიდან (ხშირად „სწრაფი კვების“ წარწერით) მოაქვთ მზა კერძები, ზოგჯერ ნახევრად მზა პროდუქტი, რომელთაც მცირე სარგებელი აქვთ. საიდუმლო არ არის, მავნე ჩვევები ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი სწრაფად და სრულიად შეუმჩნევლად ხდება და მათი მოშორება არც ისე ადვილია.

ვარსკვლავებმა ამის შესახებ სხვებზე უკეთ იციან. გამუდმებით მოგზაურობის და ფრენის დროს რთულია არ აჰყვე ცდუნებას და არ მიირთვა კალორიული ხემსი, რომელიც სასტიკ დარტყმას აყენებს იდეალურ ფორმას. მსახიობი იულია მიხალკოვა ადასტურებს, რომ მუდმივი ტურების ფონზე თითქმის არ აქვს დრო, დაიცვას სწორი კვება.

„ჩემი ცხოვრების წესი ხანდახან არ მიტოვებს შანსს მცირე წახემსებისთვისაც“ – ამბობს იულია.

და მაინც, საკუთარი თავის და ორგანიზმის მოთოკვა საჭიროა ჩვენდა სასიკეთოდ. იულია გვიზიარებს, მარტივი სალათის რეცეპტს, რომლის ინგრედიენტები ნებისმიერ მაღაზიაში შეგიძლიათ შეიძინოთ.

„ხშირად თან დამაქვს საჭირო პროდუქტები კონტეინერით, შემდეგ ვამზადებ მაკიაჟის ვაგონში და სასტუმროს ნომერში“ – ამბობს ვარსკვლავი.

მსახიობმა საყვარელი კერძის რეცეპტი გაგვიზიარა. გაითვალისწინეთ მოხდენილი ფორმებისა და შესანიშნავი ჯანმრთელობისთვის!

სალათი „ჰაეროვანი“

ნაზი სალათი, რომელიც სხეულის ფორმებზე გავლენას არ ახდენს, სამაგიეროდ ენერგიას განიჭებთ. სალათის მომზადებას 45 წუთი სჭირდება. მოცემული რაოდენობა გათვლილია 4 პერსონაზე.

ინგრედიენტები:

  • 250 გ დაკონსერვებული სიმინდი
  • 75 გ უკურკო ზეთისხილი
  • 1 ნებისმიერი ბულგარული წიწაკა
  • 1 თეთრი ხახვი
  • 2 კბილი ნიორი
  • 2 ავოკადო
  • 2 ს/კ ზეითუნის ზეთი
  • 3 ს/კ ღვინის ძმარი
  • 0,5 ჩ/კ დაფქული შავი წიწაკა

მომზადების წესი:

  1. ზეთისხილი შუაზე გაჭერით, წიწაკა და ხახვი წვრილად დაჭერით, ნიორი დაჭყლიტეთ.
  2. სიმინდი, ტკბილი წიწაკა, ზეთისხილი და ხახვი დიდ თასში აურიეთ. ნიორი, ლიმონის წვენი, მარილი, ზეითუნის ზეთი და შავი წიწაკა ცალკე თასში აურიეთ.
  3. მიღებული სოუსი სალათს მოასხით და კარგად აურიეთ. თავსახური დაახურეთ და მაცივარში შეინახეთ.
  4. ავოკადო სუფრაზე გატანის წინ დაუმატეთ, წინასწარ გაასუფთავეთ და დაჭერით. გემრიელად მიირთვით!