აირჩიეთ ფერი, რომელიც მოგწონთ, და გაიგეთ თქვენი ფსიქოლოგიური ასაკი

1634

ზოგჯერ გვეჩვენება, რომ არასწორ დროს დავიბადეთ. 80–იანი წლების მუსიკა მოგვწონს, ასევე იმ დროის მანქანები. რა უნდა ვთქვათ, თვით ეპოქა ჟღერს სულის სიღრმეში. იქნებ, საქმე ასაკშია, რომელიც ბანალურად არ ემთხვევა ბიოლოგიურ ასაკს? ამ კითხვაზე პასუხს იპოვით ფერების ფსიქოლოგიურ ტესტში. ქვემოთ მოცემულ კითხვებს დაფიქრების გარეშე უპასუხეთ. ბოლოს, შედეგებს გაეცანით.

ფსიქოლოგიური ტესტი ფერებზე

№1

ფსიქოლოგიური ტესტი იწყება მარტივი კითხვით. თქვენი აზრით, ყველაზე მეტად რომელი ფერი უფრო გამოირჩევა: წითელი – 5 ქულა, შავი – 4 ქულა, ლურჯი – 3 ქულა, ნარინჯისფერი – 2 ქულა თუ თეთრი – 1 ქულა?

№2

თქვენი აზრით, ეს სურათი შავ–თეთრია? თუ დიახ, 5 ქულა ჩაითვალეთ. თუ არა – 0 ქულა.

№3

რას იტყვით, ლურჯის ელფერებზე? ის, რომელიც ყველაზე მეტად მოგწონთ, შეეფერება შესაბამისი ქულა: E – 5 ქულა, B – 4 ქულა,  C – 3 ქულა,  D – 2 ქულა და A – 1 ქულა.

№4

ლურჯის თემა ამ სურათშიც გრძელდება. მართალია, თქვენი პასუხი შეიძლება მნიშვნელოვნად განსხვავდებოდეს ჩვენისგან. თავად განსაზღვრეთ, რომელი ფერი უფრო გამოკვეთილია თქვენთვის: ლურჯი – 4 ქულა, თეთრი – 3 ქულა, მწვანე – 2 ქულა თუ შავი – 1 ქულა?

№5

კითხვა ისევ ეხება ფერს, რომელიც უფრო გამოკვეთილია: ყვითელი – 5 ქულა, ვარდისფერი – 4 ქულა, წითელი – 3 ქულა, ლურჯი – 2 ქულა თუ იასამნისფერი – 1 ქულა?

№6

ახლა ვარდისფრის ელფერების ჯერია. აირჩიეთ ის, რომელიც ყველაზე მეტად მოგწონთ. B – 5 ქულა,  A – 4 ქულა, E – 3 ქულა, C – 2 ქულა,  და D – 1 ქულა.

№7

რომელი ფერის ხელისგულს აირჩევთ დაუფიქრებლად: მწვანე – 5 ქულა, ცისფერი – 4 ქულა, წითელი – 3 ქულა, ყვითელი – 2 ქულა თუ იასამნისფერი – 1 ქულა?

№8

ბოლო კითხვა მზის ჩასვლას უკავშირდება. უდავოდ წარმოუდგენლად მომხიბვლელი სანახაობაა, მაგრამ აქაც თქვენი პრეფერენციები შეიძლება გქონდეთ. აირჩიეთ ის, რომელიც მოგწონთ.

4 ქულა

3 ქულა

2 ქულა

1 ქულა

შედეგები

დროა მიღებული ქულები შეკრიბოთ და ჩვენი ფსიქოლოგიური ტესტი გიამბობთ თქვენი ასაკის შესახებ. თუ 7 ქულაზე ნაკლები გაქვთ, 20 წლამდე ასაკის ხართ. სამყაროს ბავშვის თვალით უყურებთ, ცხოვრება გიხარიათ და გარშემო ყველა დეტალს ამჩნევთ. სამწუხაროდ, არსებობს ბევრი რამ, რაც სასწავლი გაქვთ.

მიიღეთ 8–დან 20 ქულამდე? მაშინ თქვენი ფსიქოლოგიური ასაკი 20–დან 29 წლამდე მერყეობს. ბავშვი აღარ ხართ, მაგრამ ისევ ენერგიით და ძალით სავსე ხართ, რომ თამამი ნაბიჯები გადადგათ. რაც მთავარია, სიტყვის და ქცევის პასუხისმგებლობა თქვენთვის ნაცნობია.

თუ თქვენი შედეგია 21–დან 30 ქულამდე, დაახლოებით 30–45 წლის ხართ. ფსიქოლოგების აზრით, უკვე ჩამოყალიბებული პიროვნება ხართ. საინტერესოა, რომ თქვენი გასულელება არც ისე მარტივია. გადაწყვეტილებებს კარგად დაფიქრების შემდეგ იღებთ. სწორ გზას ეძებთ.

თუ 31 ქულაზე მეტი მიიღეთ, ფსიქოლოგიურად 50 წელზე მეტის ხართ. პირადი ბედნიერება თქვენი მთავარი მიზანია. ამავდროულად, დიდი გამოცდილება გაქვთ. სხვების აზრი არ გაინტერესებთ, ცდილობთ სიხარულით იცხოვროთ და არა ვინმეს სასიამოვნოდ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს