საიდან მოდის ბებრული სტილი და რა ასაკიდან აღარ აინტერესებს ადამიანს ჩაცმულობა

1887

თუ ჩვენს 50 წელს გადაცილებულ ქალებს შეხედავთ, მაშინვე თვალში მოგხვდებათ ერთი და იგივე სტილი ტანსაცმელში. სადღაც ქრება მთელი ბზინვარება, ინდივიდუალობა და ერთ მშვენიერ დღეს შუახნის ადამიანები ირჩევენ კომფორტულ ხალათს და რბილ ჩუსტს. პაპარაცი ეცდება გაარკვიოს, რატომ ხდება ასე. ასევე გთავაზობთ ვარიანტებს ამ სიტუაციის შესაცვლელად.

ჩვენს ბებიებს და ბაბუებს რთული ცხოვრება შეხვდათ. ჯერ სსრკ, რომელშიც ქალები არ არსებობდნენ, არამედ იყვნენ მხოლოდ ამხანაგები. ეს ამხანაგი ქალები მუშაობდნენ ქარხნებში და სამშენებლო ობიექტებში მამაკაცების მსგავსად. სსრკ–ში მოდა ქალურობას და ელეგანტურობას ხაზს არ უსვამდა. ახალგაზრდობაში ფიზიკური დატვირთვა ძლიერ აისახებოდა ჯანმრთელობაზე, რაც ასაკში თავს იჩენდა. კავშირის დაშლის შემდეგ მოვიდა „ბნელი 90–იანები“ და ქალმა ოჯახზე და კვებაზე ზრუნვა ითავა. უმეტეს შემთხვევაში, სწორედ ქალები ხდებოდნენ მთავარი მარჩენლები და დღეში 12–18 საათი მუშაობდნენ. იმ დროს მოდურ ნივთებზე ნაკლებად ფიქრობდნენ.

ხანდაზმულები ოცნებობენ სიწყნარესა და კომფორტზე

იყიდება

ასე რომ, ქალებმა, რომელთაც დღეს ბებიებს ვუწოდებთ, მთელი ცხოვრება შვილების ცხოვრების მოწყობაში გაატარეს. საკუთარ თავზე არც ფიქრობდნენ. ისინი არავის აღუზრდია კეთილშობილი ქალწულების მსგავსად. კარგი კოსმეტიკის შოვნა პრობლემური იყო. თან მისი გამოყენება ყველამ არც იცოდა. წინა თაობებმა თავიანთი გამოცდილება თავის მოვლის და სტილის შესახებ არ გადასცეს. „კარგი გემოვნების“ გაგება ძალიან იშვიათი უნარია. თან გემოვნება და სტილი ფულზე დამოკიდებული არ არის. ხშირად შეძლებულმა ქალებმა საერთოდ არ იციან ნივთების და აქსესუარების შეთავსება.

წლების განმავლობაში ქალები მთელ მსოფლიოში თავგანწირვის პრინციპით ცხოვრობდნენ. თავს უძღვნიდნენ ოჯახს, ქვეყანას, რომელშიც ცხოვრობდნენ. თუ ქალი ახერხებს რაღაც დონის მიღწევას ან კომპანიის ხელმძღვანელობის ჩაბარებას, ხშირად ავიწყდება, რომ ქალია. მამაკაცებთან არათანაბარი კონკურენცია აიძულებს ქალებს მუდმივად გაიღონ მსხვერპლი, ზოგჯერ ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, ქალურობა. სწორედ ამიტომ, პენსიაზე გასვლისას და სახლში დაჯდომისას, ქალები გარეგნობაზე აღარ ფიქრობენ. ფართო ხალათი მოძრაობას არ უნდა აფერხებდეს და ხელს არ უნდა უშლიდეს. რბილი ჩუსტი დაღლილ ფეხებს ასვენებს, თბილი მაისური კომფორტს და მყუდროებას ავსებს.

ახლა სამყარო ძალიან შეიცვალა. ქალებს ხშირად უკავიათ ხელმძღვანელი პოზიციები მსხვილ კორპორაციებში. სამეცნიერო–კვლევით საქმიანობას ეწევიან. ამავდროულად, არ ავიწყდებათ დედობრივი ფუნქციები და ცოლის მოვალეობები. ქალებს საოჯახო საქმეში საყოფაცხოვრებო ტექნიკა ეხმარებათ. პროფესიონალი სილამაზის ექსპერტები ქალებს ახალგაზრდობის და სილამაზის შენარჩუნებაში ეხმარებიან. ნებისმიერ ქალს შეუძლია აიყვანოს პირადი სტილისტი, რომელიც მოდური საბაზისო გარდერობის არჩევაში დაეხმარება. მაღაზიებში უსასრულო შოპინგი უკვე გადავიდა ინტერნეტში.

ცხოვრება გრძელდება პენსიაზე გასვლის შემდეგაც

დღეს ქალაქის ქუჩებში სულ უფრო ხშირად გვხვდება მოდურად ჩაცმული მოხუცი ქალები, რომელთაც ასაკის აღარ რცხვენიათ. ისინი ბებიის სტატუსში ცხოვრებას და ამისგან სიამოვნების მიღებას სწავლობენ. ასაკი ხომ მხოლოდ ციფრია პასპორტში. სულის მდგომარეობა სულ სხვა რამ არის. სწორედ ის გვეხმარება, დილით სამოსი შევარჩიოთ და საკუთარ თავს ვუთხრათ: „ამას იმსახურებ“. ნებისმიერი ასაკის ქალს ვუსურვებ, საკუთარ თავზე იზრუნოს. გაახაროს საკუთარი თავი პატარა სასიამოვნო ნივთებით. არ გადადოს ცხოვრება სხვა დროისთვის, არამედ ახლა ჩაიცვას ლამაზი ნივთები. ასე პენსიაზე გასვლისას მოგინდებათ მეზობლების გაოცება ახალი გარეგნობით.