რატომ უნდა გარეცხოთ მარწყვი სოდასთან ერთად და რა სარგებელი მოაქვს ამას

2337

თუ ფიქრობთ რაიმე რომანტიკულ დესერტზე, მაშინ სიაში აუცილებლად უნდა იყოს მარწყვი და ნაღები. დაგვეთანხმეთ, არის რაღაც ნაზი და მიმზიდველი იმაში, რომ საყვარელ ადამიანთან ერთად სასიამოვნო საღამო გაატაროთ და ერთმანეთს ამ კენკრით გაუმასპინძლდეთ. მთავარია, წინასწარ იზრუნოთ იმაზე, რომ მოგვიანებით ყველაფერი პროზაულად და სევდიანად არ დასრულდეს.

მარწყვი ნაღებით

სხვათა შორის, ეს დესერტი წლების განმავლობაში ითვლება ერთ–ერთი ყველაზე ცნობილი ჩოგბურთის ტურნირის, უიმბლდონის სიმბოლოდ. ეს შეჯიბრებები ტარდება დიდ ბრიტანეთში და ცნობილია თავისი მრავალსაუკუნოვანი ტრადიციებით. მაგალითად, ყველა მონაწილემ უნდა ითამაშოს მხოლოდ თეთრ ფორმაში. ნებადართულია პატარა ზოლები ან ბრენდის ნიშანი.

ასე უიმბლდონის პირველ ტურნირზე სტუმრებს, რომლებიც მაშინ მხოლოდ 200 ადამიანი იყო, მარწყვი და ნაღები მიართვეს. გულშემატკივრებს ამ დესერტს დღემდე სთავაზობენ. დღეს ტურნირის განმავლობაში იჭმება ათიათასობით ულუფა მარწყვი ნაღებით (დაახლოებით 10 კენკრა), რომელთაგან თითოეული დაახლოებით 3 ფუნტი ღირს.

მარწყვის სარგებელი და ზიანი

ამ ლამაზი კენკრის სეზონი უკვე დაიწყო, ანუ დროა გავარკვიოთ, რა სარგებლის მოტანა შეუძლია ორგანიზმისთვის. პირველ რიგში, მარწყვი A და C ვიტამინების შესანიშნავი წყაროა. ისინი იმუნიტეტს აძლიერებენ, ანუ ორგანიზმს იცავენ.

გარდა ამისა, კენკრაში ბევრი ანტიოქსიდანტია, რომელიც გულ–სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკს ამცირებს. მარწყვის მიღებით თრომბოზის განვითარების შანსს ამცირებთ და არტერიულ წნევას არეგულირებთ.

ტკბილი კენკრის სხვა სასარგებლო თვისებებთან ერთად უნდა გვახსოვდეს მასში მანგანუმის არსებობა, რომელიც პასუხისმგებელია ნერვული სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებაზე და ტვინის მუშაობაზე. მარწყვი ორგანიზმის დეტოქსიკაციას ხელს უწყობს და კუჭ–ნაწლავის ტრაქტის ჯანმრთელობას აღადგენს.

რაც შეეხება მედლის მეორე მხარეს, გახსოვდეთ, რომ მარწყვი ძლიერი ალერგენია. ბევრი ადამიანი განიცდის სხვადასხვა ნეგატიურ რეაქციას ამ კენკრის ჭამის შემდეგ. თქვენი ორგანიზმის სიგნალებს ყურადღება მიაქციეთ. შესაძლოა, მარწყვის ჭამას თავი უნდა დაანებოთ.

კიდევ ერთი რისკი შეიძლება დაკავშირებული იყოს პესტიციდებთან, რომლებიც გამოიყენება მარწყვის მოყვანის დროს. რა თქმა უნდა, ბევრ გამყიდველს სურს ამ პროდუქტის სწრაფად აღება. ამიტომაც ფერმერები ყველაფერს აკეთებენ ამის უზრუნველსაყოფად. შედეგად, მყიდველი ზარალდება. ასე რომ, ფრთხილად იყავით!

როგორ გავრეცხოთ მარწყვი სწორად?

დღეს ამ საკითხით ცოტა ადამიანი ინტერესდება და სულ ტყუილად. ჭამამდე კენკრას უნდა მოაშოროთ არა მხოლოდ ჭუჭყი, არამედ სხვა მავნე ნივთიერებები, რომლებიც მასზე შეიძლება იყოს.

ერთ–ერთი მეთოდი, რომელიც ზოგს შეიძლება უცნაურად მოეჩვენოს, არის საკვები სოდის ხსნარის გამოყენება მარწყვის გარეცხვისას. 1 ჩაის კოვზი სოდა 1 ლიტრ წყალს დაუმატეთ. მიღებულ ხსნარში მარწყვი რამდენიმე წუთით გააჩერეთ. შემდეგ მარწყვი გამდინარე წყალში გარეცხეთ.

თუ სოდა არ გაქვთ ან მისი გამოყენება არ გინდათ, მარწყვი წყალში ჩაალბეთ. რეცხვისას კენკრა ხელით ოდნავ გაწმინდეთ, მაგრამ ფრთხილად იყავით, რადგან მარწყვი ძალიან ნაზია. გულწრფელად მინდა მჯეროდეს, რომ მარწყვის სეზონი მოწამვლისა და სხვა უსიამოვნებების გარეშე გაივლის.