11 რამ, რასაც იტალიელი ქალები იცვამენ ცხელ ამინდში და უბადლოდ გამოიყურებიან

141

ინტერნეტი გატაცებულია იტალიური ტანსაცმლის სტილით. მისი ესთეტიკით გატაცება გამართლებულია, რადგან იტალიელმა ქალებმა იციან, როგორ გახადონ გარდერობი ქალური და ამავდროულად კომფორტული.

1. თეთრი გლამურული ტოპი

იტალიელი ქალები ჩვეულებრივი მაისურის ნაცვლად ირჩევენ ელეგანტურ თეთრ ტოპს ან ბლუზას მოკლე სახელოებით. ასეთი სტილი ასხივებს თავდაჯერებულობას და საკუთარი თავისადმი სიყვარულს, რაც ერთ–ერთი მთავარი მესიჯია, რომელსაც იტალიელი ქალები ტანსაცმლით გამოხატავენ.

2. გრძელი თეთრი ქვედაბოლო

ადგილობრივ ქალებში მოკლე ტოპის და ჯინსის კომბინაცია პოპულარულია, მაგრამ ყოველთვის არ არის შესაფერისი ცხელი კლიმატისთვის. ტოპი იდეალურად უხდება გრძელ თეთრ ქვედაბოლოს, რომელშიც კომფორტულად იქნებით ცხელ ამინდში. ასეთი კომბინაცია ელეგანტურად გამოიყურება: იდეალურია სასეირნოდ და რომანტიკული ვახშმისთვის.

3. მოკლე ქვედაბოლო

მოკლე ქვედაბოლო საპირისპირო ტრენდია იტალიურ და მსოფლიო მოდაშია. ადგილობრივებს შეუძლიათ ისე ჩაიცვან მოკლე ქვედაბოლო, რომ გამომწვევად არ გამოიყურებოდნენ. ერთ–ერთი საიდუმლო სწორად შერჩეული ფეხსაცმელია.

4. სელის ნივთების კომპლექტი

სელის ნივთები ზაფხულში კომფორტის გასაღებია. იტალიელმა ქალებმა ეს საიდუმლო აღმოაჩინეს და ირჩევენ ამ მასალის არა მხოლოდ ერთ ნივთს, არამედ ერთდროულად რამდენიმეს. თვლიან, რომ სელის კოსტიუმი შესაფერისია არა მხოლოდ ფორმალური, არამედ ყოველდღიური სტილისთვის.

5. მონოქრომული შავი სამოსი

თუ რომის ვიწრო ქუჩებში დაინახავთ გოგონას სრულად შავებში ჩაცმულს, სავარაუდოდ, ადგილობრივია. იტალიელი ქალი სიამოვნებით იცვამს შავ მონოქრომულ სამოსს ზაფხულშიც, ხოლო ოქროს საყურეებით სტილს ფერს მატებს.

6. შარვალი პალაცო

თავისუფალი სტილის შარვალი პალაცო იტალიური გარდერობის კიდევ ერთი დამახასიათებელი ნიშანია. მაღალწელიანი მოდელი ფეხებს ვიზუალურად აგრძელებს. უმჯობესია აირჩიოთ ბუნებრივი მასალისგან დამზადებული შარვალი, რადგან ზაფხულში ბევრად უფრო კომფორტულია, ვიდრე სინთეტიკური. იტალიელებს უყვართ არა მხოლოდ ერთფერიანი მოდელები, არამედ ვარიანტები პრინტებით.

7. თავისუფალი თეთრი პერანგი

ოვერსაიზის თეთრი პერანგი მზისგან დაგიცავთ და მოძრაობას არ შეაფერხებს. თუ შარშან იტალიელი ქალები ირჩევდნენ რომანტიულ ბლუზს დიდი სახელოებით, წელს ირჩევენ კლასიკურ თავისუფალ მოდელს ღილებზე.

8. მთლიანი საცურაო კოსტიუმი

მთლიანი საცურაო კოსტიუმი იტალიელი ქალების ნიშანია. სანაპიროს სტილი ასეთი საცურაო კოსტიუმით ელეგანტური ხდება. საცურაო კოსტიუმი შეიძლება იყოს მდიდარი ფერის, ასიმეტრიული ზედა ნაწილით ან დამატებითი დეკორით. იტალიელი ქალები ზემოდან ხშირად იცვამენ ოვერსაიზის თეთრ პერანგს, რომლის შესახებ ზედა პუნქტში ვისაუბრეთ.

9. ნაქსოვი კაბა

იტალიელი ქალები უპირატესობას ანიჭებენ კლასიკურ სამოსს, მაგრამ უარს არ ამბობენ ნაქსოვ კაბებზეც, რომლებიც ხმელთაშუა ზღვის სანაპიროს ატმოსფეროს ასახავს. მეტიც, წელს ასეთი კაბები მოდაშია. ნაქსოვ კაბაში საცვლები შეიძლება გამოჩნდეს, მაგრამ დიზაინერები გვირჩევენ, მის ჩაცმას არა მხოლოდ სანაპიროზე, არამედ წვეულებებზე.

10. საზაფხულო ჟილეტი

ასეთი ჟილეტი არა მხოლოდ საყვარელ ჯინსთან, არამედ შორტთან ან ნაჭრის შარვალთან შეგიძლიათ ჩაიცვათ. ნატურალური მასალა და ღია ფერი წარმატების გასაღებია იტალიურ ქუჩის სტილში. თავი 100%–ით კომფორტულად რომ იგრძნოთ, სტილს შემატეთ ლოფერი ან ბოტასი.

11. გრძელი კაბა

ადგილობრივი ქალები გიჟდებიან თავისუფალ გრძელ კაბებზე. ეს შეიძლება იყოს არა მხოლოდ ნეიტრალური ფერის მოდელები, არამედ ნახატებით. კაბა ცისფერი ნიმუშებით აქტუალურად გამოიყურება, რადგან ეს ფერი ტრენდშია. გრძელი კაბა შეგიძლიათ შეავსოთ  მრავალფენიანი სამკაულებით.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს