10 ნივთი გარდერობში, რომელიც ყველაზე ეფექტური ქალის სტილსაც ამახინჯებს

466

ძალიან ხშირად, როცა საყიდლებზე მივდივართ და გვსურს გარდერობის განახლება, იმპულსურ შესყიდვებს ვახორციელებთ. შემდეგ არ ვიცით, რა ვუყოთ ამ ნივთებს. ზოგიერთი მათგანი შეუფერებელია ყოველდღიური სტილისთვის, სხვები ეფექტურ ქალსაც ასაკს მატებს.

გრძელი ტუნიკა

იყიდება

ექსპერტების აზრით, გრძელი ტუნიკა ქალის სილუეტს ამძიმებს და სხეულის ნაკლოვანებებს არ მალავს. ამ ნივთს შეუძლია მიმზიდველი ქალი უფორმო ხალათში ჩაცმულ „დეიდად“ აქციოს. მის ნაცვლად აირჩიეთ საბაზისო ფერის ტოპი და მაისური, რომელიც ჯინსში შეგიძლიათ ჩაიტანოთ. ქამარი სტილს მსუბუქს და მოდურს გახდის.

ტყავის ქურთუკი მრგვალი საყელოთი

სტილისტების თქმით, ტყავის ქურთუკი მრგვალი საყელოთი ნებისმიერ ქალს ძველმოდურად აქცევს. ამავდროულად, დიდი ზომის ტყავის ქურთუკი ინგლისური საყელოთი ნებისმიერ სტილს მოუხდება.

მოდის მიმდევრები აღნიშნავენ, რომ ეს ტრენდი 2024 წლის ბოლომდე აქტუალური იქნება. სხვადასხვა ფასონით და ტექსტურით ექსპერიმენტები შეგიძლიათ ჩაატაროთ.

პალტო დიდი საყელოთი

სტილისტი ტატიანა ტიმოფეევა თავის ბლოგში გვაფრთხილებს, რომ პალტო დიდი საყელოთი ათ წელს შეგვმატებს. ალტერნატივად აირჩიეთ პალტო ინგლისური საყელოთი, რომელიც გარდერობის სხვადასხვა ნივთს მარტივად შეგიძლიათ შეუთავსოთ.

შარვალ–კოსტიუმი მრგვალცხვირიან ფეხსაცმელთან ერთად

ბევრ ქალს უყვარს ფორმალური კოსტიუმის ჩაცმა, მაგრამ მოდის ექსპერტის თქმით, სწორად შერჩეული აქსესუარების და ფეხსაცმლის გარეშე მდიდრულ სტილს ვერ მიიღებთ. ასეთი სტილი მფლობელს რამდენიმე წელს მატებს.

„კოსტიუმებზე უარი არ თქვათ! არსებობს მარტივი მეთოდი, როგორ განაახლოთ კლასიკა და გახადოთ უფრო თანამედროვე. გირჩევთ, რომ პიჯაკი შეუთავსოთ ჯინსს და ლოფერს. კლასიკური შარვალი ლამაზი ბოტასით გააზავოთ. ასე კლასიკას შემატებთ ყოველდღიური და სპორტული სტილის ელემენტებს, მოარგებთ თანამედროვეობას“ – გირჩევთ სტილისტი.

ძალიან მოკლე ან გრძელი შორტი

არასწორად შერჩეული სიგრძის შორტი ნებისმიერ სტილს სასაცილოდ აქცევს. ძალიან მოკლე შორტი ქმნის შთაბეჭდილებას, რომ ქალი გაახალგაზრდავებას ცდილობს. გრძელი შორტი, პირიქით, ძველმოდურად გამოიყურება.

მოდის ექსპერტი გირჩევთ, აირჩიოთ საშუალო სიგრძის თავისუფალი შორტი.

ფართო კაბა

ფართო კაბა ყველა ქალს არ უხდება. სტრუქტურის ნაკლებობის გამო თქვენი ფიგურა ამ სამოსში უფორმო შეიძლება გამოჩნდეს. ეს ნახევარი უბედურებაა, რადგან მსგავსი კაბა ქალს ასაკს მატებს.

მოდის ბლოგები გირჩევენ, აირჩიოთ კაბა წელზე ქამრით ან ჩანაკერებით. ასე სტილი უფრო ელეგანტური და მოდური გამოჩნდება.

თბილი პერანგი ელვა შესაკრავით

თბილი პერანგი ელვა შესაკრავით კომფორტული და პრაქტიკული ნივთია. სწრაფად შეგიძლიათ გადაიცვათ და საქმეზე წახვიდეთ. გულწრფელები ვიყოთ, ეს ნივთი სხეულის ღირსებას ხაზს არ უსვამს და სტილს აუფასურებს, მიმზიდველ ქალს „ღარიბ ნათესავად“ აქცევს.

ექსპერტები თვლიან, რომ მსგავსი ტანსაცმელი ქალს აბერებს. გირჩევენ, აირჩიოთ მოცულობითი თბილი კარდიგანი, რომლის სიგრძე თეძოებამდე ან ქვემოთ აღწევს. კაშკაშა ფერის კარდიგანის არჩევის არ შეგეშინდეთ.

ფართო ჯინსი

ფართო ჯინსი ცოტა ხნის წინ ტრენდულად ითვლებოდა, მაგრამ პრაქტიკაში საკმაოდ დაუდევრად გამოიყურება. ზოგიერთი ექსპერტი თვლის, რომ ასეთმა შარვალმა თავი ამოწურა. მის ნაცვლად სტილისტები გთავაზობენ, აირჩიოთ ჯინსი ვიწრო და სწორი ტოტებით. ასე უფრო თანამედროვე სტილს მიიღებთ.

უფორმო პიჯაკი

მოცულობითი პიჯაკი სწორედ ის ნივთია, რომელსაც თავი უნდა აარიდოთ, თუ მაღაზიებში საყიდლებზე წასვლა და გარდერობის განახლება გადაწყვიტეთ. მოდის მიმდევრების აზრით, ზედმეტად მოცულობითი პიჯაკი, სტრუქტურის გარეშე, სტილს კარგს არაფერს აძლევს, მხოლოდ ვიზუალურად რამდენიმე კილოგრამს მატებს.

სტილისტები გირჩევენ, აირჩიოთ მკაფიოდ გამოკვეთილი მხრების მქონე პიჯაკი. ასე სტილი უფრო დახვეწილი და თანამედროვე გამოჩნდება.

კაბა დიდი ყვავილებით

დიდყვავილიანი პრინტები, მრავალფერიანი ნიმუშები მუქ ფონზე საუკეთესო არჩევანი არ არის მათთვის, ვინც ოცნებობს ძველმოდური ნივთების მოშორებაზე. თუ გსურთ, იყიდოთ საყვარელი საზაფხულო კაბა, აირჩიეთ კაბები პატარა ყვავილებით ან გეომეტრიული ფორმებით.

კოპლები ან ზოლები შესაფერისია, რაღაც ახლის გამოცდის არ შეგეშინდეთ. მთავარია, რომ ქსოვილის პრინტი ორფერიანი იყოს.