თამარ გლობას ასტროლოგიური პროგნოზი, როგორი იქნება ზაფხულის დასაწყისი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

3405

ცნობილმა ასტროლოგმა თამარ გლობამ ზაფხულის პირველი თვის პროგნოზის გარეშე არ დაგვტოვა. „2024 წლის ივნისი და მოვლენები, რომლებიც მას მოჰყვება, არა მხოლოდ ერთ წელზე, არამედ მომდევნო 9 წელზე გავლენას მოახდენს“ – ამბობს ასტროლოგი. მოკლე ვადა არ არის, ანუ სპეციალისტის რჩევებს ყურადღება უნდა მივაქციოთ, რადგან გაფრთხილებული შეიარაღებულია.

თამარ გლობა: 2024 წლის ივნისი

თამარის თქმით, ამ თვესთან ერთად ჩვენს ცხოვრებაში შემოვა ახალი შესაძლებლობები. ეს ეხება უახლოეს კავშირებს, მეგობრულ ურთიერთობებს, ფინანსებს, განათლებას და არა მხოლოდ. ივნისი ტყუპების თვეა, რომელიც ხშირად ეძებს ურთიერთობას, ანუ ყველაზე გავლენას მოახდენს.

ასტროლოგი გამოყოფს რამდენიმე მნიშვნელოვან თარიღს, რომელიც ამ თვეში განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს. ეს არის 1 და 3 ივნისის ღამე, 7 ივნისი, 11 ივნისის ღამე, 13, 14 და 15 ივნისის დღის პირველი ნახევარი, 21 და 22 ივნისი, 26 ივნისის ღამე, 27 ივნისის ღამე, 28 ივნისის დღის პირველი ნახევარი და 30 ივნისის დილა.

გიამბობთ, როგორი იქნება ივნისი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის. მოიძიეთ ინფორმაცია თქვენზე, თქვენს ნათესავებზე და მეგობრებზე.

პროგნოზი ცეცხლის ელემენტის ნიშნებისთვის

ვერძისთვის ივნისი ცვლილებების თვე გახდება. მის ცხოვრებაში შემოვა ახალი ხალხი, საინტერესო ნაცნობები. კარგი თვეა ლიტერატურული საქმიანობისთვის, სწავლისთვის და ნებისმიერი სამუშაოსთვის, რომელიც სიტყვას უკავშირდება. ინტელექტის და სპორტული ფორმის წარმოჩენის შესაძლებლობა გამოჩნდება.

ლომს ზაფხულის პირველ თვეს ელოდება ცვლილებები პროექტებში და გეგმებში. ძველი ნაცნობები იდეების რეალიზებაში დაგეხმარებათ და თქვენი მცდელობები ძალიან წარმატებული იქნება. კარგი დროა მენეჯმენტთან ურთიერთობის დასამყარებლად. რაც შეეხება პირად ცხოვრებას, ელოდეთ კაშკაშა ემოციებს და ახალ შესაძლებლობებს.

მშვილდოსანი ივნისში ოჯახით იქნება დაკავებული. თუ არ ხართ დაოჯახებული, შესაბამის შეთავაზებას მიიღებთ ან არსებული მდგომარეობის გადახედვაზე ისაუბრებთ. გარდა ამისა, შეძლებთ მოაგვაროთ საცხოვრებელთან დაკავშირებული პრობლემები. მაგალითად, რემონტი დაიწყეთ.

პროგნოზი მიწის ელემენტის ნიშნებისთვის

კუროს ძველი ნაცნობები ფინანსებთან დაკავშირებულ ახალ შესაძლებლობებს მოუტანენ. ეს შეიძლება იყოს მეზობლები, ნათესავები ან მეგობრები. ხალხი, რომელთაც კარგად იცნობთ. თვის მეორე ნახევარში მოგზაურობა წარმატებული იქნება. მსგავს შესაძლებლობაზე უარი არ თქვათ.

ქალწულს ივნისი ახალ კარიერულ შესაძლებლობას მოუტანს. მთავარია, შანსი არ გაუშვათ. ამისთვის თქვენს პროფესიასთან დაკავშირებული ცოდნა შეივსეთ. თვის პირველ დეკადში არ დახარჯოთ იმაზე მეტი, ვიდრე შეგიძლიათ. შუა რიცხვებში ჯანმრთელობას ყურადღება მიაქციეთ.

თხის რქა მიიღებს ახალ შესაძლებლობებს, სამსახურში ახალ ხალხს გაიცნობს. მეორე დეკადიდან დაწყებული დრო სპორტს დაუთმეთ. 15 რიცხვის შემდეგ ყურადღება მიაქციეთ ოჯახს, განსაკუთრებით შვილებს. მათთან მეტი დრო გაატარეთ.

პროგნოზი ჰაერის ელემენტის ნიშნებისთვის

ივნისში ტყუპების ინტელექტს და მომხიბვლელობას სხვები აღიარებენ. წარმატების დროა. საინტერესოა, რომ დახმარებას მიიღებს მისგან, ვისგანაც არ ელის: შემთხვევითი ხალხი ან დიდი ხნის უნახავი ნაცნობები. დრო დაუთმეთ მოხუცებს, იქნებიან ისინი ნათესავები თუ შემთხვევითი ნაცნობები.

ივნისი სასწორის ნიშნის ქვეშ დაბადებულებს ბევრ პერსპექტივას აჩუქებს. მხოლოდ ერთი პირობაა: სახლში ჯდომა არ შეიძლება. გზაში შეგიძლიათ გაიცნოთ ბევრი ადამიანი, რომელთა ნაცნობობა საბედისწერო გახდება. მართალია, ყველაფერი ასე მარტივად არ არის. მაგალითად, თვის მეორე ნახევარში, ბიზნესთან და კარიერასთან თქვენს მიდგომას უნდა გადახედოთ.

მერწყულისთვის ივნისი ახალი დასაწყისის თვე გახდება. შესაძლოა გაიგოს ოჯახში მატების შესახებ ან ახალი საინტერესო პროექტი განახორციელოს. თქვენი ცოდნა სხვებს გაახარებს და შეიძლება ახალი ჰობი შეგძინოს. ინტელექტის წარმოჩენის ბევრი შესაძლებლობა გამოჩნდება.

პროგნოზი წყლის ელემენტის ნიშნებისთვის

კირჩხიბმა თვე სამ თანაბარ ნაწილად უნდა დაყოს. პირველ დეკადში კარიერაში თავის გამოჩენის შანსი გამოჩნდება. შუა თვეში გზაზე სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ. მესამე დეკადი თქვენს პირად ცხოვრებას დაუთმეთ. აქ დიდი წარმატება გელით.

მორიელს ივნისში შეხედულებების და ღირებულებების გადაფასება მოუწევს. უნდა გაიგოს და მიიღოს ახალი რეალობა, შეეჩვიოს იმ ადამიანების ცხოვრების წესს, რომლებიც აქამდე არ იყვნენ, მაგრამ ახლა გამოჩნდნენ. თვის მეორე ნახევარში გამოჩნდებიან ახალი ნაცნობები, რომლებიც პირად ცხოვრებას შეცვლიან.

თევზებს ივნისში უძრავ ქონებასთან დაკავშირებით ბევრი პრობლემა ექნებათ. ახლობლების და ნათესავების დიდ მხარდაჭერას იგრძნობთ. თვის მეორე ნახევარში ბევრი მოგზაურობა მოგიწევთ, მაგრამ მოგზაურობა დაკავშირებული იქნება სამუშაოსთან და არა დასვენებასთან. ამისთვის მზად იყავით!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს