მთელი ცხოვრება მიმტკიცებდნენ, რომ თხელ თმაზე მხოლოდ კარე უნდა შევიჭრა და ამ ცრურწმენაში 20 წელი გავატარე

146

გაზვიადების გარეშე: მთელი ჩემი ზრდასრული ცხოვრება თხელი თმის მრცხვენოდა. რას არ ვაკეთებდი, რომ მძიმე თმის ბედნიერი მფლობელი გავმხდარიყავი. რაც არ უნდა მეცადა, ბუნებას თავისი გაჰქონდა. როცა რაპუნცელი ვერ გავხდი, გადავწყვიტე პოპულარული ბლოგერების და სტილისტების რჩევების გათვალისწინება. ისინი ერთხმად ამტკიცებდნენ: „თუ არ გაქვს სქელი თმა, შეიჭერი კარე, თავს ნუ ირცხვენ“. ასე თხელ თმაზე კარე შევიჭერი.

სიტყვებით ვერ გადმოვცემ, რამდენჯერ ვინანე. რა თქმა უნდა, კარე მქონდა, მაგრამ ღრმა ბავშვობაში. მაშინ არ ვიცოდი, როგორი თმა მქონდა. მშობლებს უბრალოდ სურდათ სკოლისთვის სწრაფად მოვმზადებულიყავი. მხოლოდ რამდენიმე ათეული წლის შემდეგ გავიგე, რომ ცუდი თმა სულაც არ მაქვს. უბრალოდ არ ვიცოდი, როგორ წარმომეჩინა სწორად. მით უფრო, რომ კარე თხელ სწორ თმაზე მკაცრად აკრძალულია.

რატომ არ უნდა შეიჭრათ კარე თხელ თმაზე?

სილამაზის ინდუსტრიაში და ზოგადად მოდაში კარე მარადიულ კლასიკად ითვლება. ჯერ კიდევ მე–20 საუკუნის დასაწყისში ფართოდ გავრცელდა, რა უნდა ვთქვათ ჩვენს საუკუნეზე? პოპულარობამ იქამდე მიაღწია, რომ ასეთი ვარცხნილობა ქალის ცხოვრებაში რადიკალური გადაწყვეტილების სიმბოლოდ იქცა.

უნდა აღვნიშნო, რომ კარეს საწინააღმდეგო არაფერი მაქვს. მართლაც ძალიან პრაქტიკული ვარცხნილობაა. თან სქელი და ოდნავ ხვეული თმის მქონე ქალებზე დიდებულად გამოიყურება. მინისებრი თმაზე კი შეუფერებელია. მეც მათ რიგს მივეკუთვნები.

მინისებრ თმას უწოდებენ არა მხოლოდ თხელ, არამედ სწორ თმას. ზოგიერთ დაქალს ჩემი შურს,  რომ არ მჭირდება თმის გასწორება. ფენით გაშრობა საკმარისია, რომ იდეალურად სწორი გახდეს. მთელი დღის განმავლობაში ასეთი დარჩება ტენიანობის მიუხედავად. თუმცა ეს მხოლოდ რამდენიმე უპირატესობაა.

მინისებრი თმის სხვა თავისებურებაა ის, რომ ასეთი სწორია ქერცლების გამო. ქერცლები მჭიდროდ ეკვრის ერთმანეთს და ამას როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი მხარეები აქვს. მაგალითად, მინისებრი თმა ძალიან ჯანმრთელია. დახურული ქერცლები ინარჩუნებს ტენიანობას, ამიტომ სწორი მოვლით თმა ყოველთვის მოვლილად გამოიყურება და თითქმის არასდროს იყოფა.

მაგრამ ასეთი თმის დავარცხნა ან რაიმე ფორმის მიცემა ტონობით ლაქის გარეშე შეუძლებელია. მაშინაც კი, თუ მთელი ღამე ნაწნავით დაიძინებთ ან დილით ლაქით დაიხვევთ, ვარცხნილობა 2–3 საათზე მეტს არ გაძლებს. სტილისტის ოსტატობა როლს არ ითამაშებს. იმდენად სწორი თმაა, ფორმას უბრალოდ ვერ ინარჩუნებს. აქედან მოდის განმარტება, რატომ სჯობს, რომ ასეთი თმის მფლობელებმა არ შეიჭრან კარე (არასოდეს).

კარეს მინუსები თხელ თმაზე

პირველი და მთავარი, რაც ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარეობს: ასეთი კარე ფორმას არასოდეს შეინარჩუნებს. ამბობენ, შეჭრის შემდეგ თმა უფრო მსუბუქი და მოცულობითი ხდება. ეს მინისებრ თმაზე არ მუშაობს. გარდა ამისა, დავარცხნა რამდენიმე საათზე მეტხანს არ გაჩერდება. მაშინ რა საჭიროა თმის გაშრობა და დავარცხნა? აქაც პრობლემა: თუ ასეთ თმას საერთოდ არ გაიშრობთ, სხვადასხვა მიმართულებით აიბურძგნება.

მეორე მნიშვნელოვანი პრობლემა ის არის, რომ მინისებრი თმა სკალპს მჭიდროდ ეკვრის. ზემოთ საერთოდ არ იყურება. გამოდის, სწრაფად ცხიმიანდება. გრძელ თმაზე ეს ნაკლებად შესამჩნევია, მაგრამ მოკლე თმაზე ნამდვილი კატასტროფა ხდება. მთელი ყურადღება გადადის ჭუჭყიან ძირებზე, თავად კულულები იყოფა უშნო „ლოლუებად“.

მესამე, ნაკლებად შესამჩნევი მინუსი, უკან თმის გაზრდის სურვილი, რომლის შესრულება ადვილი არ არის. ახლა, როცა თქვენი თმა მოკლეა, სწრაფად ცხიმიანდება და ითხოვს დავარცხნას, თმის დაზიანების მაღალი რისკი არსებობს. იდეალური ფორმის დევნაში ჩემნაირი ადამიანები თმის უთოს და ლაქს მიმართავენ. ეს კი თმის ჯანმრთელობაზე კარგად არ აისახება. შედეგად, თმა იტანჯება, გვიწევს მისი ხშირი მოჭრა. ასე თმის გაზრდას წლები სჭირდება.

ამავდროულად, მინისებრი თმა ადვილად იშლება. ზედმეტად თხელია, რომ დახვევის ან უთოს გამოცდას გაუძლოს. სამწუხაროდ, ამას დიდი ხნის განმავლობაში ვერ ვხვდებოდი და წლები თმაზე გოფრეს ვიკეთებდი (თუ ვინმეს ახსოვს, რა არის).

რა უნდა გააკეთოთ, თუ თმა თხელი და სწორია

თმის მოკლედ შეჭრა ვარიანტი არ არის, რადგან ფორმას ვერ ინარჩუნებს. ვერ მიიღებთ ისეთ ჰაეროვან ეფექტს, როგორიც ფოტოებზეა. ერთადერთი გამონაკლისი, რომელიც მინისებრ თმაზე მუშაობს, ბობ–კარეა, მაგრამ მას ყოველ დილით ქაფით დავარცხნა სჭირდება.

ჩემთვის ყველაზე ოპტიმალური ვარიანტია საშუალო სიგრძის თმის დატოვება. დიახ, მას ყოველდღე ვიბან სპეციალური პროფესიონალური შამპუნით, რადგან გაშრობის შემდეგ კიდევ 3–4 საათი კარგად გამოიყურება. ამის შემდეგ პერიოდულად ვიყენებ სავარცხელს, რომელიც ყოველთვის თან დამაქვს. ასეც რომ არ იყოს, ცუდი ვარიანტი არ არის, რადგან თმა ყოველთვის იდეალურად სწორია და მხრებზე ლამაზად დაყრილი.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს