ეს ხდება 144 წელიწადში ერთხელ და მალე განმეორდება – გვაფრთხილებს ასტროლოგი 

1503

გრიგორი კვაშა მათემატიკოსი და ასტროლოგია, რომლის თეორიას ბევრი მეცნიერი ეჭვქვეშ აყენებს. მან შეიმუშავა სტრუქტურული ჰოროსკოპის საკუთარი სისტემა, რომელიც ეფუძნება ციური სხეულების გავლენას ადამიანებზე. თვლის, რომ წარმატებული და გავლენიანი ადამიანები მკაცრად გარკვეულ წლებში იბადებიან, ხოლო ჰოროსკოპის სისტემა მხოლოდ ჩინელებს შეეფერებათ. პაპარაცი გიამბობთ, რა ელის მსოფლიოს უახლოეს მომავალში გრიგორი კვაშის აზრით.

გრიგორი კვაშა – უნიკალური თეორიის ფუძემდებელი

მათემატიკური თეორიის ფუძემდებელი დარწმუნებულია, რომ 2025 წელს დასრულდება რუსეთის, როგორც იმპერიის არსებობა. სულ მის თეორიას ოთხი ეტაპი აქვს. დღეს რუსეთი ბოლო ეტაპზეა. ამის შემდეგ ქვეყანას ელის აღორძინება, რომელიც 4 წელი გაგრძელდება. მომავალში ქვეყანა სრულიად ახალი გახდება, მათ შორის მმართველობის კუთხით. ისევ ეცდება ძალაუფლების მოპოვებას და იმპერიის შექმნას? ყველაფერი დამოკიდებულია აღორძინების პროცესზე. შეიცვლება თუ არა სამყაროს ზოგადი აზროვნება და აღქმა?

იმპერიული ციკლების თეორიაში კვაშა აქცენტს აკეთებს, რომ ასეთი ციკლი გრძელდება 144 წელი. იმპერიის მშენებლობის ექსპერიმენტი, რომელიც 1917 წელს დაიწყო, სრულიად დაუგეგმავი იყო. ბოლშევიკებს ძალაუფლება ხელში ჩაუვარდათ მხოლოდ იმიტომ, რომ პასუხისმგებლობის აღება არავის სურდა. ბოლშევიკებმა არ იცოდნენ, როგორ ემართათ დიდი ქვეყანა, რადგან მოსახლეობის უმეტესობამ წერა–კითხვა არ იცოდა. ერთადერთი, რაც შეეძლოთ, მეფისთვის ძალაუფლების წართმევა იყო. შემდეგ არავის უსწავლებია, როგორ გამოეყენებინათ მიღებული ძალა. აქედან ვიღებთ შედეგს, რომელიც დღეს გვაქვს. 100 წლის შემდეგაც არავინ იცის, რა უყოს ძალაუფლებას.

გრიგორი კვაშა დარწმუნებულია, რომ 2025 წელს მსოფლიოს ელის დიდი კატასტროფა. ეს კატასტროფა ფინანსური სისტემის კოლაფსს უკავშირდება. უკვე ვაკვირდებით პროცესს, როცა ფული უფასურდება, თან მნიშვნელობა არ აქვს, რომელ ქვეყანაში. ჩნდება ახალი ელექტრონული ფული, მაგრამ მათი რაოდენობა მკაცრად ლიმიტირებულია. მათი ნამდვილი ღირებულება ფინანსისტებმაც არ იციან. მსოფლიოში ჯერ კიდევ არ არის კრიპტოვალუტის და სხვა ელექტრონული ვალუტების მიმოქცევაში შემომტანი მექანიზმი. ქაღალდის ფულმა, ფასიანმა ქაღალდებმა აქტუალობა დაკარგა და უაზრო ქაღალდად იქცა.

ფინანსური სისტემა იშლება

დავუბრუნდეთ გრიგორი კვაშას დადებით პროგნოზს. მისი თეორიის თანახმად, 2025 წელს დედამიწაზე ყველა ომი დასრულდება. სამყარო გადავა მოწყალების სტადიაზე. დედამიწაზე გაქრება იმპერიები და პრეზიდენტის ორეულები საჭირო აღარ იქნებიან. სამყარო თავის რეალურ ფორმებს მიიღებს. ერების გაჩენის ჭეშმარიტება გამოაშკარავდება. სამყარო გაიგებს თითოეული ერის ნამდვილ ღირებულებას, ვინ ვის მოატყუა და უღალატა. როგორ მოქმედებდნენ სხვადასხვა პოლიტიკოსები და რა მიზანი ამოძრავებდათ თავიანთ ქმედებებში.

კაცობრიობას ყოველთვის სურდა გაეგო, რა ელის მომავალში. ხალხი ყოველთვის ყურადღებით უსმენს ნათელმხილველებს, შამანებს, სხვადასხვა თეორეტიკოსებს. მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ კაცობრიობის მომავალი დამოკიდებულია თავად ხალხის ქმედებაზე, მათ ფიქრებზე. სწორედ ფიქრები იწვევენ ქცევებს. როცა ხალხი ისწავლის ერთმანეთის და გარემო სამყაროს პატივისცემას, მაშინ აღარ იქნება საჭირო მომავალში ჩახედვა და ხელსაყრელი პერიოდის ლოდინი.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს