გარგარი სასარგებლოა სიმსივნის, გულის და ღვიძლის დაავადებებისგან დასაცავად

433

გარგარის ჭამა ხელს უწყობს არტერიული წნევის დარეგულირებას და იცავს ორგანიზმს ზოგიერთი ფორმის სიმსივნისგან. ამის შესახებ ენდოკრინოლოგი ანჯელა ტოლმასოვი საუბრობს.

ტოლმასოვი განმარტავს, რატომ არის სასარგებლო გარგარის ჭამა. ექიმი აღნიშნავს, რომ ამ ხილის შემადგენლობა გამოირჩევა სხვადასხვა სასარგებლო ნივთიერების, ანტიოქსიდანტის, მიკროელემენტის და ვიტამინის საოცრად მაღალი კონცენტრაციით. ღირებული ნუტრიენტების მდიდარი ნაკრების მქონე გარგარი ძალიან სასარგებლოა სიმსივნის, გულის და ღვიძლის დაავადებებისგან დასაცავად.

„გარგარი შეიცავს ბევრ ბუნებრივ ორგანულ პიგმენტს, როგორიცაა კაროტინოიდები, ფლავონოიდები და ფენოლები. ისინი იმუნიტეტს მხარს უჭერენ და სიმსივნის ზოგიერთი ფორმისგან გვიცავენ. გარდა ამისა, ანტიოქსიდანტების წყალობით გარგარი სასარგებლოა გულ–სისხლძარღვთა და ღვიძლის დაავადებების პროფილაქტიკისთვის“ – ამბობს ექიმი ტოლმასოვი.

სპეციალისტი ამატებს, რომ გარგარის უჯრედისი ეფექტური ბუნებრივი საშუალებაა კუჭ–ნაწლავის ტრაქტის მოძრაობის გასაუმჯობესებლად და შეკრულობის პრევენციისთვის.

ამ ხილის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი უპირატესობაა ელექტროლიტების ცვლის და წყლის ბალანსის გაუმჯობესება, რაც არტერიული წნევის დარეგულირებას ხელს უწყობს.

„გარგარის ჩირი ფიტოესტროგენების წყაროა, რაც აუცილებელია მენოპაუზის დროს“ – ამატებს ანჯელა ტოლმასოვი. ასევე ექიმი გირჩევთ, მიირთვათ გარგარი კანის და თვალის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად – ამას ხელს უწყობს გარგარში შემავალი A ვიტამინი.

მნიშვნელოვანია! ინფორმაცია მხოლოდ გაცნობით ხასიათს ატარებს. უკუჩვენებებზე და გვერდით მოვლენებზე სპეციალისტს მიმართეთ და არავითარ შემთხვევაში არ ჩაიტაროთ თვითმკურნალობა. დაავადების პირველივე ნიშნებზე ექიმს მიმართეთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს