საუკეთესო მარინადების ნაკრები ბოსტნეულის დასაკონსერვებლად

0
491

პრაქტიკულად ნებისმიერ დიასახლის თავისი პატარა ხრიკები გააჩნია, თუ როგორ დაამწნილოს ბოსტნეული ისე, რომ კიტრი ხრაშუნა გამოვიდეს, პომიდვრის შენახვის ვადა გაიზარდოს, ხოლო წიწაკა სურნელოვანი და ზომიერად ტკბილი იყოს.

საკუთარი ხელით მომზადებული კიტრის ან სალათის ქილის ზამთარში გახსნა არა მხოლოდ სასიამოვნო პროცესი, არამედ სასარგებლოცაა.

ბოსტნეულის დასაკონსერვებლად ხშირად სუფრის ძმარს იყენებენ, რომელიც კარგ კონსერვანტს წარმოადგენს, მაგრამ ყველაზე ნამდვილად არ უხდება.

„პაპარაცი“ გიამბობთ, რით ჩაანაცვლოთ სუფრის ძმარი ბოსტნეულის დასამწნილებლად, ასევე საუკეთესო მარინადების რეცეპტებს გიზიარებთ.

როგორ მოვამზადოთ მარინადი

ჩვეულებრივ ძმრის ნაცვლად ლიმონის მჟავას ან ასპირინის აბებს იყენებენ. თუმცა შეგიძლიათ უფრო შორს წახვიდეთ და ალტერნატივის სახით ნატურალური პროდუქტები გამოიყენოთ, რომელთაც საკმარისი სიმჟავე გააჩნიათ.

ძმრის მჟავა შეგიძლიათ პომიდვრით, წითელი მოცხარის წვენით, ლიმონით, ვაშლით და სხვა მჟავე პროდუქტით ჩაანაცვლოთ. შეგიძლიათ მოცხარის, ყურძნის, პირშუშხას და ალუბლის ფოთლები გამოიყენოთ.

ფიტონციდების და ტანინების შემცველობის წყალობით ამ მცენარეების ფოთლების ბოსტნეულს გაფუჭებისგან დიდხანს ინახავენ და ვიტამინებს დიდხანს ინარჩუნებენ.

ძმრის გარეშე ბოსტნეულის დაკონსერვების გადაწყვეტილების მიღებისას არ დაგავიწყდეთ, რომ ქილები და თავსახურები იდეალურად უნდა მოამზადოთ: მათ სტერილიზება სჭირდებათ, რომ თავსახურის გაბერვა 100%-ით გამორიცხოთ.

კლასიკური მარინადი ყაბაყისთვის

ინგრედიენტები ყაბაყის ერთლიტრიან ქილაზეა გათვლილი.

ინგრედიენტები:

  • 1 ჩ/კ შაქარი
  • 1 ს/კ 9%-იანი ძმარი
  • ½ ღერო ცხარე წიწაკა
  • კბილი ნიორი
  • მოცხარის ფოთოლი
  • კამის ქოლგა
  • 2-3 ბაჰარის წიწაკის მარცვალი

მომზადება:

  1. სტერილურ ლიტრიან ქილებში ნიორი, წიწაკა, მოცხარის ფოთოლი და კამა მოათავსეთ.
  2. ყაბაყი რგოლებად დაჭერით და ქილაში მჭიდროდ ჩააწყვეთ.
  3. წყალი ადუღებამდე მიიყვანეთ, მასში მარილი, შაქარი და ძმარი გახსენით.
  4. მარილწყალი კვლავ აადუღეთ და ქილას დაასხით.
  5. ქილას თავსახური დაახურეთ და თბილად შეფუთეთ.
  6. გემრიელად მიირთვით.

კიტრი წითელი მოცხარის მარინადში

ინგრედიენტები:

  • 500-600 გრ კიტრი
  • 1 ხახვი
  • 2-3 კბილი ნიორი
  • 1,5 ჭიქა წითელი მოცხარი
  • 3 წიწაკის მარცვალი
  • 3 მიხაკის თანაყვავილედი
  • 1,5-2 ს/კ შაქარი
  • 2,5 ს/კ მარილი
  • 1 ლ მდუღარე წყალი

მომზადება:

  • ქილის ძირში ყველა სანელებელი მოათავსეთ.
  • ქილა კიტრით გაავსეთ.
  • მოცხარის კენკრას ტოტები მოაშორეთ და კიტრებს შორის ჩააწყვეთ.
  • მარილწყალი მოამზადეთ. ამისთვის წყალი ადუღებამდე მიიყვანეთ, დარჩენილი მოცხარი, მარილი და შაქარი დაუმატეთ.
  • 5-7 წუთით ადუღეთ და გაზიდან გადმოდგით.
  • ქილებს ცხელი მარილწყალი დაასხით და თავსახური დაახურეთ.
  • 10 წუთით გაასტერილეთ, შემდეგ მოხუფეთ და შეფუთეთ.
  • კიტრი მოცხარის მარინადში მზადაა. გემრიელად მიირთვით.

ბოსტნეულის ასორტი 4 სახეობის ფოთლის მარინადში

ინგრედიენტების რაოდენობა სამლიტრიან ქილაზეა გათვლილი.

ინგრედიენტები:

  • 2-3 კიტრი
  • 1 ყაბაყი
  • პატარა პომიდვრები (რამდენიც ჩაეტევა)
  • 4 ყურძნის ფოთოლი
  • 4 ალუბლის ფოთოლი
  • 2 მოცხარის ფოთოლი
  • 2 პირშუშხას ფოთოლი
  • 4 კბილი ნიორი
  • 3 პატარა ხახვი
  • 3 ღერო ოხრახუში
  • 2 ს/კ შაქარი
  • 2 ს/კ ცხარე მსხვილი მარილი
  • 5 შავი წიწაკის მარცვალი

მომზადება:

  1. ქილის ძირში ფოთლები, ნიორი და მწვანილი მოათავსეთ. ხახვი რგოლებად დაჭერით ან გასუფთავებული მთლიანი ჩადეთ.
  2. ქილაში პომიდორი, კიტრი და ყაბაყი მოათავსეთ, სანელებლები, მარილი და შაქარი დაუმატეთ.
  3. მდუღარე წყალი დაასხით.
  4. სტერილური თავსახური დაახურეთ.
  5. 20 წუთით გაასტერილეთ.
  6. მოხუფეთ და თბილად შეფუთეთ.

ტკბილი პომიდორი ვაშლის ძმრის მარინადში

ინგრედიენტები:

  • 1,5 კგ პომიდორი
  • 35 მლ ვაშლის ძმარი
  • 1,5 ს/კ შაქარი
  • 0,5 ს/კ მარილი
  • 2 ბაჰარის წიწაკის მარცვალი
  • 2-3 ნივრის ფირფიტა
  • 3 ღერო ოხრახუში
  • 10 ქინძის თესლი
  • 3 მიხაკის კვირტი
  • ცხარე წიწაკის ღერო

მომზადება:

  1. სუფთა, ორლიტრიანი ქილის ძირში სანელებლები მოათავსეთ.
  2. პომიდორი კბილის ჩხირით დაჩხვლიტეთ და ნიორთან ერთად ქილაში ჩადეთ.
  3. ბოსტნეულს მდუღარე წყალი დაასხით, 30 წუთით გააჩერეთ და შემდეგ ეს წყალი ცალკე ჭურჭელში გადაასხით.
  4. ეს წყალი კვლავ აადუღეთ. მასში მარილი, შაქარი და ძმარი გახსენით.
  5. ბოსტნეულით სავსე ქილას მარინადი დაასხით.
  6. მოხუფეთ და შეფუთეთ.
  7. გემრიელად მიირთვით!

არომატული და ფერადი ბულგარული წიწაკა ასპირინის მარინადში

ინგრედიენტები:

  • 3 კგ ტკბილი წიწაკა
  • 3-4 ბაჰარის წიწაკის მარცვლები
  • 3 ლ წყალი
  • 2 ს/კ მარილი
  • დაფნის ფოთოლი
  • 2 აბი ასპირინი

მომზადება:

  1. წიწაკას ყუნწები მოაშორეთ. თესლები მოაშორეთ და გაასუფთავეთ.
  2. თითოეული წიწაკა 4 ნაწილად გაჭერით.
  3. 3 ლ წყალი ადუღებამდე მიიყვანეთ. წიწაკის მარცვლები, მარილი და დაფნის ფოთოლი დაუმატეთ.
  4. წიწაკას ამ ნარევში 5 წუთით ბლანშირება გაუკეთეთ, შემდეგ სამლიტრიან ქილაში გადაიტანეთ, 2 აბი ასპირინი დაუმატეთ, ნახარში დაასხით და მოხუფეთ.

ცხარე წიწაკა პომიდვრის სოუსში

ინგრედიენტები:

  • 4 კგ კიტრი
  • 200 გრ ნიორი
  • 3 ს/კ პომიდვრის პასტა
  • 250 მლ მზესუმზირას ზეთი
  • 150 გრ შაქარი
  • 1 ს/კ დაფქული წიწაკა
  • 30 ს/კ მარილი
  • 150 გრ 6%-იანი ძმარი
  • 1 ჩ/კ პაპრიკა

მომზადება:

  1. ყველა კიტრს ბოლოები მოაჭერით. ძალიან დიდი ზომის კიტრი 4 ნაწილად გაჭერით.
  2. მზა კიტრს წყალი დაასხით, დაქუცმაცებული ნიორი და ძმრის გარდა ყველა ინგრედიენტი დაუმატეთ, აურიეთ და საშუალო ცეცხლზე დადგით.
  3. ნახევარი საათის შემდეგ შეგიძლიათ ძმარი დაუმატოთ და სუსტ ცეცხლზე კიდევ 15 წუთით დატოვოთ.
  4. შემდეგ გაზიდან გადმოდგით, თავსახური დაახურეთ და 15-20 წუთით გააჩერეთ.
  5. კიტრი სოუსში ქილებში გადაანაწილეთ, 30 წუთით სტერილიზება გაუკეთეთ.
  6. თავსახური დაახურეთ, მოხუფეთ, გადააბრუნეთ, პირსახოცი დააფარეთ და გასაგრილებლად დატოვეთ.
  7. გემრიელად მიირთვით!

ბოსტნეულის სალათი თაფლის მარინადში

ინგრედიენტები:

  • 1 კგ ხახვი
  • 1 კგ ბულგარული წიწაკა
  • 1 კგ პომიდორი
  • 400 გრ სტაფილო
  • 100 გრ თაფლი
  • 100 მლ 9%-იანი ძმარი
  • 2 ს/კ მარილი
  • 1 ლ წყალი

მომზადება:

  1. ხახვი ნახევარ რგოლებად, ტკბილი წიწაკა ზოლებად და პომიდორი 4 ნაწილად გაჭერით.
  2. სტაფილო გახეხეთ.
  3. 1 ლ წყალი ადუღებამდე მიიყვანეთ. ცოტა გაგრილება აცადეთ და მასში თაფლი გახსენით.
  4. თაფლიან წყალს ძმარი და მარილი დაუმატეთ.
  5. დაჭრილი ბოსტნეული ქვაბში მოათავსეთ და ზუსტად 1-2 წუთით მოხარშეთ.
  6. შემდეგ სუფთა ქილებში გადაანაწილეთ, მარინადი დაასხით და მოხუფეთ.
  7. ბოსტნეულის სალათი თაფლის მარინადში მზადაა. გემრიელად მიირთვით!

ბოსტნეულის შესანახად თქვენ როგორ მარინადს იყენებთ? ბოსტნეულის დაკონსერვების ორიგინალური რეცეპტები მეგობრებს სოციალურ ქსელში გაუზიარეთ.

პასუხი

დაწერეთ კომენტარი
ჩაწერეთ თქვენი სახელი