იბუპროფენი: 6 შემთხვევა, როცა იგი თქვენს ორგანიზმს დააზიანებს

402

იბუპროფენი – მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტკივილგამაყუჩებელი საშუალებაა. მას ქალბატონები მენსტრუალური ტკივილის გასაყუჩებლად, სპორტსმენები – კუნთის დაჭიმულობის მოსახსნელად, ორივე სქესის ადამიანები – შაკიკის, ზურგის ტკივილისა და ათობით სხვა შემთხვევის დროს იღებენ. თუმცა, უნდა გახსოვდეთ, რომ არსებობს რამდენიმე სიტუაცია, როცა იბუპროფენი არამხოლოდ არ დაგეხმარებათ, არამედ საშიშიც შეიძლება აღმოჩნდეს. მაშ ასე, როდის არ შეიძლება ამ პრეპარატის მიღება:

1. თუ სუსტი გული გაქვთ

2017 წელს, British Medical Journal-ის გამომცემლობაში გამოქვეყნებულმა კვლევამ დაამტკიცა, რომ იბუპროფენის ერთკვირიანი რეგულარული მიღება ზრდის ინფარქტის ან გულის შეტევის რისკს 20-50%-ით. ამიტომ, თუ თქვენ გულის პრობლემები გაქვთ, ფრთხილად მიიღეთ ეს პრეპარატი ან საერთოდ უარი თქვით მასზე.

2. თუ სისხლის გამათხელებელ პრეპარატებს იღებთ

თუ ასეთი პრეპარატი გაქვთ დანიშნული, მაგალითად, ანტიკოაგულანტები(მაგ. ვარფარინი) და ანტიაგრეგანტები(მაგ. პლავიქსი), არ შეიძლება იბუპროფენის მიღება. საქმე ისაა, რომ ამ პრეპარატების კომბინაცია რამდენჯერმე ზრდის გართულებების რისკს.

3. თუ კუჭ-ნაწლავის პრობლემები გაქვთ

პირველ რიგში, იბუპროფენი აღიზიანებს კუჭისა და ნაწლავის ლორწოვან გარსს. მეორეც, იგი ასუსტებს სისხლის მიმოქცევას ამ ორგანოებში და აქვეითებს თვითაღდგენის უნარს. ამავე მიზეზით, არ ღირს იბუპროფენის მიღება, თუ საჭმლის მონელებასთან ან კუჭ-ნაწლავის ორგანოების ანთებით დაავადებასთან გაქვთ საქმე.

4. თუ ფეხმძიმედ ხართ

იბუპროფენი ზრდის აბორტის რისკს ფეხმძიმობის საწყის ვადებზე, ხოლო მესამე ტრიმესტრში – ნაყოფის გულის არხის განვითარების შენელებას. გარდა ამისა, ბოლოდროინდელმა კვლევებმა გამოავლინა პირდაპირი კავშირი ფეხმძიმობის საწყის ეტაპზე დედის მიერ იბუპროფენის მიღებასა და კვერცხუჯრედის განვითარების შენელებას შორის, რაც საფრთხის ქვეშ დააყენებს მომავალი ქალიშვილის მაყოფიერებას.

5. თუ საშარდე გზების ინფექცია გაქვთ

სგი-ს, ხშირად, თან ახლავს მტკივნეული შეგრძნებები, რომელთა გაყუჩებაც იბუპროფენს შეუძლია. თუმცა, უმჯობესია იგი სხვა პრეპარატებით ჩანააცვლოთ, რადგან ეს მედიკამენტი ამცირებს ანტიბიოტიკების ეფექტურობას და მკურნალობა საშუალოდ 3 დღით მეტხანს გრძელდება.

6. თუ ართრიტი გაქვთ

თუ ართრიტი გაქვთ, შესაძლოა, ექიმს იბუპროფენი ერჩია ან თვითონ მიგეღოთ ტკივილების გასაყუჩებლად. თუმცა, გირჩევთ, ეს არ გააკეთოთ: 2017 წელს, კარდიოლოგიური გამოკვლევების ევროპულ ჟურნალში გამოქვეყნდა კვლევა, რომელმაც პირდაპირი კავშირი დაადგინა ართრიტის მქონე პაციენტების მიერ იბუპროფენის რეგულარულ გამოყენებასა და ჰიპერტონიის განვითარების მომატებულ რისკს შორის.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს