მხოლოდ საუკეთესო: გირცების 5 რეცეპტი წვნიანი შიგთავსით და ცომის სხვადასხვა ვარიანტით

81

ჯერ არ შემხვედრია ადამიანი, ვინც არომატულ, სახლში მომზადებულ გირცზე უარის თქმას შეძლებდა (დიეტაზე მყოფი მეგობარი არ ითვლება). ცომის ძერწვის პროცესი დამწყები მზარეულისთვის მოსაწყენი შეიძლება ჩანდეს, თუმცა გამოცდილი დიასახლისი ამას მარტივად უარყოფს. მომზადების ნაცადი ტექნიკა და სწორი რეცეპტი გარანტიაა, რომ უკრაინული სამზარეულოს ამ შესანიშნავ კერძს სწრაფად გაუმკლავდებით.

პაპარაცი გიზიარებთ გირცის გამოცდილ რეცეპტებს ყველა გემოვნებისთვის. აქ იპოვით კლასიკურ, ნოყიერ, ტკბილ და ზარმაც ვარიანტსაც. გირცი არა მხოლოდ გემრიელი, არამედ უნიკალური კერძია, რომელიც შეიძლება იყოს როგორც შესანიშნავი საუზმე, ასევე ნოყიერი სადილი.

გირცის ტოპ რეცეპტები ნებისმიერი გემოვნებისთვის

გირცი ალუბლით

ცომის ინგრედიენტები:

  • 350 გ ფქვილი
  • 1 ს/კ კარტოფილის სახამებელი
  • 1 კვერცხი
  • 300 მლ წყალი
  • მწიკვი მარილი

შიგთავსის ინგრედიენტები:

  • 1 კგ გაყინული ალუბალი
  • 300 გ შაქარი
  • 2 გ ვანილი
  • 3 გ დარიჩინი

მომზადების წესი:

  1. მოზილეთ მაგარი, ელასტიკური ცომი, დააგუნდავეთ, შესაფუთ პარკში შეახვიეთ და 20 წუთი გააჩერეთ.
  2. შიგთავსისთვის: გაყინული ალუბალი გაალღვეთ, შაქარი მოაყარეთ  და 30 წუთის შემდეგ წვენი გადაწურეთ. ვანილი და დარიჩინი მოაყარეთ და აურიეთ.
  3. ცომი მაქსიმალურად თხლად გააბრტყელეთ, საშუალო ზომის წრეები გამოჭერით, თითოეულზე ცოტა შიგთავსი მოათავსეთ და ფრთხილად შეახვიეთ.
  4. გირცები მდუღარე წყალში მოხარშეთ მანამ, სანამ არ ამოტივტივდება. მიირთვით კარაქთან, შაქრის ფხვნილთან და არაჟანთან ერთად.

ზარმაცი გირცი

ინგრედიენტები:

  • 300 გ ხაჭო
  • 2 კვერცხი
  • 150 გ ფქვილი
  • 70 გ შაქარი
  • 2 გ ვანილი
  • მწიკვი მარილი

მომზადების წესი:

  1. ხაჭო, კვერცხი, ვანილი და მარილი შეურიეთ. ფქვილი თანდათან დაუმატეთ და ნაზი ცომი მოზილეთ.
  2. ცომი ძეხვივით გააბრტყელეთ და დიაგონალზე პატარა ნაჭრებად დაჭერით.
  3. გირცები ოდნავ დამარილებულ მდუღარე წყალში მოხარშეთ. 4 წუთის შემდეგ, ამოტივტივების შემდეგ, გირცები მზად არის.
  4. ზარმაცი გირცები სუფრაზე გაიტანეთ შესქელებულ რძესთან, მურაბასთან ან არაჟანთან ერთად.

გირცი კარტოფილით და სოკოთი

ცომის ინგრედიენტები:

  • 350 გ ფქვილი
  • 1 ს/კ კარტოფილის სახამებელი
  • 1 კვერცხი
  • 300 მლ წყალი
  • მწიკვი მარილი

შიგთავსის ინგრედიენტები:

  • 1 კგ კარტოფილი
  • 200 გ ხახვი
  • 100 მლ მზესუმზირის ზეთი
  • 200 გ ქამა სოკო
  • გემოვნებით მარილი, წიწაკა
  • 100 გ კარაქი

მომზადების წესი:

  1. ცომი მოზილეთ, 20 წუთი შესაფუთ პარკში გახვეული გააჩერეთ.
  2. შიგთავსისთვის: ხახვი ცხელ ზეთში შეწვით ოქროსფერ შეფერილობამდე. მსხვილად დაჭრილი ქამა სოკო დაუმატეთ (სოკო ორჯერ იწვება).
  3. კარტოფილი მოხარშეთ, კარაქთან ერთად დაჭყლიტეთ, ხახვი და სოკო დაუმატეთ. მარილი და წიწაკა მოყარეთ. გააგრილეთ.
  4. ცომი თხლად გააბრტყელეთ, საშუალო ზომის წრეები გამოჭერით, თითოეულს შიგთავსი დაუმატეთ და შეახვიეთ.
  5. მდუღარე წყალში 5 წუთი ხარშეთ. სუფრაზე გაიტანეთ კარაქთან და არაჟანთან ერთად.

გირცი მარილიან ხაჭოსთან და მწვანილთან ერთად

ცომის ინგრედიენტები:

  • 350 გ ფქვილი
  • 2 ს/კ კარტოფილის სახამებელი
  • 1 კვერცხი
  • 300 მლ წყალი
  • მწიკვი მარილი

შიგთავსის ინგრედიენტები:

  • 900 გ ხაჭო
  • 2 კვერცხი
  • გემოვნებით მარილი, წიწაკა
  • 1 დიდი კონა ახალი მწვანილი (კამა, ოხრახუში, ქინძი, რეჰანი)

მომზადების წესი:

  1. ცომი მოზილეთ, 20 წუთი პარკში გახვეული გააჩერეთ.
  2. შიგთავსისთვის: ხაჭო შეურიეთ კვერცხს, დაუმატეთ წვრილად დაჭრილი მწვანილი, მარილი და წიწაკა.
  3. ცომი თხლად გააბრტყელეთ, საშუალო ზომის წრეები გამოჭერით, თითოეულს შიგთავსი დაუმატეთ და შეახვიეთ.
  4. მდუღარე წყალში მოხარშეთ წყლის ზედაპირზე ამოტივტივებამდე. კარაქთან და არაჟანთან ერთად მიირთვით.

გირცი კომბოსტოთი

ცომის ინგრედიენტები:

  • 350 გ ფქვილი
  • 2 ს/კ კარტოფილის სახამებელი
  • 1 კვერცხი
  • 300 მლ წყალი
  • მწიკვი მარილი

შიგთავსის ინგრედიენტები:

  • 1 კგ თეთრი კომბოსტო
  • 300 გ ხახვი
  • 500 გ თეთრი სოკო ან ქამა სოკო
  • 100 მლ მზესუმზირას ზეთი
  • გემოვნებით მარილი, წიწაკა

მომზადების წესი:

  1. ცომი მოზილეთ, შესაფუთ პარკში გახვეული 20 წუთი გააჩერეთ.
  2. შიგთავსისთვის: კუბებად დაჭრილი ხახვი ცხელ ზეთში შეწვით ოქროსფერ შეფერილობამდე. დაუმატეთ წვრილად დაჭრილი სოკო და კომბოსტო, მარილი და წიწაკა შიგთავსი 10 წუთი ჩაშუშეთ, შემდეგ ქურიდან გადმოდგით და გააგრილეთ.
  3. ცომი თხლად გააბრტყელეთ, საშუალო ზომის წრეები გამოჭერით, თითოეულს შიგთავსი დაუმატეთ და შეახვიეთ.
  4. კომბოსტოს გირცები მდუღარე წყალში 4 წუთი ხარშეთ. სუფრაზე გაიტანეთ კარაქთან და არაჟანთან ერთად.

სახლში გირცების მომზადება სახალისო და სასარგებლო პროცესია. თითოეული კერძი თავისებურად უნიკალურია და სხვადასხვა გემოვნების დაკმაყოფილება შეუძლია. მნიშვნელობა არ აქვს, გიყვართ გირცები ალუბლით, ნოყიერი კარტოფილით და სოკოთი ან ნაზი, ზარმაცი ვარიანტი, შედეგი გაგახარებთ. მთავარია, რეცეპტი დაიცვათ და მომზადების პროცესით ისიამოვნოთ. გირცების ცომს განსაკუთრებული უნარები არ სჭირდება, ხოლო შიგთავსი მრავალფეროვანი შეიძლება იყოს. გამოსცადეთ ეს რეცეპტები და თავად დარწმუნდი, რომ შინ მომზადებული კერძები გემრიელი და მრავალფეროვანი შეიძლება იყოს. გემრიელად მიირთვით!