ასტროლოგი საგანგაშო პროგნოზზე გვაფრთხილებს. რა მოხდება 2024 წლის ზაფხულში

13159

2024 წლის საზაფხულო გეგმის შედგენისას ყურადღებით შეამოწმეთ ავბედითი ვარსკვლავების გააქტიურების თარიღები. მარია კუზმენკო, უკრაინელი ასტროლოგი, ნუმეროლოგი და ტაროს მკითხველი ოდესიდან, გვაფრთხილებს: შვებულება ნამდვილად ცხელი იქნება. რას წარმოადგენს ეს ვარსკვლავები და რა კავშირი აქვს წინა საუკუნის გლობალურ კატაკლიზმებთან.

2024 წლის საზაფხულო გეგმები

ალბათ, გსმენიათ პოლარული ციალის შესახებ (ან გინახავთ). რას ნიშნავს ეს ციური ფენომენი? ასტროლოგი თავის ბოლო ვიდეოში ამ კითხვას პასუხობს და საუბრობს სამ ავბედით ვარსკვლავზე, რომლისაც წინაპრებს ეშინოდათ. ისინი განსაზღვრავენ ჩვენს ბედს მომდევნო 2 წლის განმავლობაში.

პირველ რიგში, პოლარულ ციალზე გიამბობთ. ბოლო 6 თვის განმავლობაში, მზის აფეთქებების გამო მას ბევრგან ვაკვირდებით. ბოლოს ასეთი მოვლენა მოხდა 165 წლის წინ. ამავე პერიოდში მოხდა იშვიათი ისტორიული ფენომენი. ავბედითი ვარსკვლავი შეატი, პეგასის ბეტა თანავარსკვლავედი, ნეპტუნს შეუერთდა.

რა მოხდა 1859 წელს? დედამიწას თავს დაატყდა ისტორიაში ყველაზე ძლიერი მზის ქარიშხალი, ცნობილი როგორც „კერინგტონის მოვლენა“. უზარმაზარმა გეომაგნიტურმა ქარიშხალმა მთელ შტატებში და დასავლეთ ევროპაში ტელეგრაფის სისტემა გაანადგურა. მზეზე დამუხტული ნაწილაკების და მაგნიტიზებული პლაზმის ამოფრქვევის ენერგია 10 მილიარდი ატომური ბომბის აფეთქების ტოლი იყო! მთელ მსოფლიოში ხალხი აკვირდებოდა პოლარულ ციალს, მწვანე და წითელ ციმციმებს.

ახლა ვაკვირდებით მზის მსგავს აქტივობას, თუმცა ვარსკვლავი შეატი და ნეპტუნი ჯერ არ არიან დაკავშირებული. 2024 წელს ეს მოხდება 29 მაისიდან 6 აგვისტომდე. ნეპტუნი ნელია და თან რეტროგრადულ მოძრაობაში იქნება. გამოდის, გვექნება მნათობების კიდევ 2 შეერთება 2025 წლის 20 მარტს და 11 ნოემბერს და კიდევ ერთი 2026 წლის 9 იანვარს.

რა მოხდება მზის ცუნამის განმეორების შემთხვევაში?

თუ პლანეტას თავს დაატყდება ძლიერი გეომაგნიტური ქარიშხალი, როგორც 165 წლის წინ იყო, მთელ დედამიწაზე ინტერნეტის შეფერხება შეიძლება გამოიწვიოს.

პლანეტაზე ელექტროსისტემა გაითიშება. სავარაუდოდ, მაღაზიებში საბანკო ბარათებით ვეღარ გადავიხდით, რადგან ელექტრონული გადახდის სისტემები წყობიდან გამოვა. ბანკომატები, რომლებიც იყენებენ თანამგზავრულ კომუნიკაციებს და ინტერნეტს, აღარ იმუშავებს.

სატელიტური გაუმართაობის გამო GPS სანავიგაციო სისტემები უსარგებლო გახდება. ამან შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული პრობლემები თვითმფრინავებისთვის ოკეანეების თავზე. ექსპერტების წინასწარი ანგარიშით, მზის ცუნამი 2 მილიარდი დოლარის ზარალს გამოიწვევს. მთელი სისტემის აღდგენას 5-10 წელი დასჭირდება. თქვენ კი ამბობთ, 2024 წლის საზაფხულო გეგმის შედგენაზე.

მისტიკური ვარსკვლავი შეატი – ცვლილებების მაცნე

დავუბრუნდეთ იდუმალ ვარსკვლავს, შეატს. ძველად სჯეროდათ, რომ პოლარული ციალი მისი ავბედითი გამოსხივებაა. 2024 წლის ზაფხულში დავაკვირდებით კიდევ 2 მსგავს ვარსკვლავს, რომელთაც ბნელი ენერგია აქვთ. მისი „კოლეგები“, ვარსკვლავები ალდებარანი და ალგოლი, ცნობილი როგორც მედუზა გორგონის თავი, დიდ კატასტროფებს იწვევენ.

ცაზე ყოველთვის არიან, მაგრამ „აქტიურდებიან“ მხოლოდ ნელ პლანეტასთან დაკავშირებისას და მასზე დიდხანს მოქმედებენ. ყველა ფართომასშტაბიანი მსოფლიო კატაკლიზმი მოხდა ამ სამიდან მხოლოდ ერთი ვარსკვლავის გააქტიურების მომენტში. აი, 2024 წელს სამივე მნათობი გააქტიურდება. ნეპტუნი გააქტიურებს ვარსკვლავს შეატს, ურანი – ალგოლს, ხოლო იუპიტერი – ალდებარანს.

შეატი დაუკავშირდება ნეპტუნს თევზის ნიშნის ბოლო გრადუსში – კოლექტიური კარმის თასში ბოლო წვეთის სიმბოლო. დრო გვიჩვენებს, შეძლებას თუ არა კაცობრიობა ცოდვებისგან თავის დაღწევას თუ კიდევ უფრო გაამწვავებს.

2024 წლიდან 2026 წლამდე კოლექტიური ცნობიერება მიზანში ამოღებული იქნება. ხალხმა შეიძლება დაიჯეროს ცუდი იდეა და გიჟური იდეალები. ეს არის ადამიანის მიერ შექმნილი ვირუსებისა და პროპაგანდის, ქარიშხლების, წყალდიდობების და ნიადაგის მასშტაბური დაბინძურების ტრიუმფის დრო.

ალგოლის და ალდებარანის გააქტიურება

ალგოლი ბნელი ვარსკვლავია დემონური ენერგიით, რომელიც გლობალურ პრობლემებს იწვევს. მის გავლენას განსაკუთრებით ძლიერ ვიგრძნობთ 2024 წლის ივნისის ბოლო რიცხვებიდან შუა ოქტომბრამდე. 2024 წლის 10 ივლისიდან 17 ივლისამდე ურანის შეერთება ვარსკვლავთან მარსს, ომის სიმბოლოს, გააძლიერებს. მას მოაქვს მოძრაობის და ზრდის იმპულსი, ამიტომ გველოდება ძლიერი რყევები.

ალდებარანი დიდი დასაწყისის ვარსკვლავია, რომელიც კატასტროფების სერიას ააქტიურებს. მის ზემოქმედებას ვიგრძნობთ 2024 წლის 4 ივლისიდან 10 ივლისამდე.

მარია კუზმენკო პლანეტის ავბედით ვარსკვლავთან შეერთების ზუსტი თარიღების განსაზღვრისას გამოყოფს განსაკუთრებით მნიშვნელოვან პერიოდს – 26 ივლისიდან 20 აგვისტომდე. ამ პერიოდში ზეციური მნათობების გავლენის პიკია.

2024 წლის საზაფხულო გეგმები: ასტროლოგის რჩევა

თავის დასაცავად ამ პერიოდში ახალი პროექტი არ დაიწყოთ. განსაკუთრებით ისეთი, სადაც დაწყების თარიღის რეგისტრაცია საჭიროა. წინააღმდეგ შემთხვევაში,  საქმე კატასტროფის ვექტორზე იმოძრავებს. უსაფრთხოებაზე იზრუნეთ და ორაზროვან სიტუაციებს თავი აარიდეთ. ასტროლოგი გირჩევთ, რომ ყველაფრისთვის მზად იყოთ, რადგან რყევა გარდაუვალია.

ზეციური მნათობები კაცობრიობის კოლექტიურ ცნობიერებაზე გავლენას მოახდენს, ამიტომ საკუთარ „მესთან“ მჭიდრო კავშირში უნდა დარჩეთ. პანიკას არ აჰყვეთ! სასარგებლო იქნება, რამდენიმე წყაროდან ინფორმაციის გადამოწმება და შინაგანი სიმშვიდის შენარჩუნება (აქ მედიტაცია დაგეხმარებათ).

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს