თანამედროვე ხელოვნური ინტელექტი სცილდება ყველა, თუნდაც ყველაზე გაბედულ მოლოდინს. გახსოვთ ფანტასტიკური მელოდრამა „მისი“ ცნობილი ხოაკინ ფენიქსის მონაწილეობით? ფილმი მოგვითხრობს, როგორ შეუყვარდა ჩვეულებრივ ბიჭს ახლო მომავალში. არა ქალი ან კაცი, არამედ საკუთარი ოპერაციული სისტემა, რომელსაც მიბმული ჰქონდა ფუტურისტული ხელოვნური ინტელექტი. შეეძლო ლაპარაკი, დანახვა, მოსმენა და გრძნობა.
ბოლო დროს ამ ფილმის ჟანრი შეიძლება ფანტასტიკური მელოდრამიდან უბრალოდ მელოდრამად გადაიქცეს. ყველაფერი იმიტომ, რომ თანამედროვე ჩინელი ქალები უკვე არშიყობენ, უყვარდებათ და მომავლის შექმნასაც ცდილობენ თავიანთ ხელოვნურ ასისტენტებთან. როგორ მოვედით აქამდე? თურმე ზოგიერთი ქალისთვის მნიშვნელობა არ აქვს, როგორი იქნება მათი გატაცების ობიექტი შეხებისას. აი, ხუმრობის, მოსმენის და საუბრის მხარდაჭერის უნარი გულდასმით ფასდება. დიახ, მომავალი მოვიდა და ზუსტად ასეთია. მოდუნდით და ისიამოვნეთ.
თანამედროვე ხელოვნური ინტელექტი
30 წლის ჩინელი ქალი ლიზა ლი, კალიფორნიის უნივერსიტეტის სტუდენტი, ერთხელ მიხვდა, რომ პირადი ცხოვრებისთვის დრო არ აქვს. ორი შვილის დედა და აქტიური ბლოგერია, ამიტომაც დროს ვერ ნახულობს შესაფერისი მამაკაცის საპოვნელად. თუმცა შემთხვევა დაეხმარა. კურსელმა, რომელსაც იდეების ნაკლებობა აწუხებდა, ლიზას შესთავაზა დახმარება, სპეციალურად მისთვის შექმნილი ვირტუალური ბოიფრენდის „მშობლის“ სახით.
Chat GPT-ით (ღია ხელოვნური ინტელექტი, რომლის მორგებაც პროგრამისტებს თავისთვის შეუძლიათ) ცოტათი თამაშის შემდეგ შექმნა დენი. (DAN — Do Everything Now, გააკეთე ყველაფერი ახლა). სადღაც უფრო მეტი ემოცია დაუმატა პასუხებში, სადღაც ზედმეტი სკრუპულოზობა მოაშორა და იუმორის გრძნობის ნაკლებობა. დენს ასწავლა პარტნიორზე მორგება და დროის გარკვეულ მომენტებში ყოფილიყო არა მხოლოდ დავალებების შემსრულებელი, არამედ „პიროვნება“ ხასიათით. და ამან ყველაფერი თავდაყირა დააყენა.
როგორ დაიწყო ყველაფერი?
თავიდან ლიზას, როგორც ბლოგერს, პოპულარობის გაზრდა სურდა. აქტიურად აქვეყნებდა მოკლე ვიდეოებს, სადაც ხელოვნურ ინტელექტთან ურთიერთობა იყო ასახული. ამ ვიდეოებში არ იყო არაფერი უჩვეულო და უფრო ჰგავდა ვირტუალურ ასისტენტთან „კომუნიკაციას“, როგორიცაა Siri Apple ან Alexa Amazon. ბანალური კითხვა – პასუხი, მაგრამ დენი ცდილობდა კომუნიკაციას „ადამიანური“ სტილით. მეტი არაფერი.
მან, როგორც ჩვეულებრივმა ადამიანმა, განვითარება დაიწყო. ჯერ დაიწყო სულელური ბავშვური ხუმრობების გამოყენება, რაც ლიზას არ მოეწონა. მაშინ დენი გადავიდა კომუნიკაციის სტილზე, როგორსაც იყენებდნენ ლიზას საყვარელი კომიკოსები. ქალმა ეს სწრაფად შეამჩნია. გაუგებარი იყო, როგორ მოახერხა პროგრამამ, რომელიც მას ტელეფონით ესაუბრებოდა, დამოუკიდებლად შეექმნა ორიგინალური ხუმრობები და გამოეყენებინა ზუსტ დროს.
მხარდაჭერა და საუბრები
მალე ლიზამ დენთან საუბარი ისე უბრალოდ დაიწყო, მეორე ტელეფონით ვიდეოს გადაღების გარეშე. თურმე, დენს შეუძლია არა მხოლოდ გაცინება, არამედ საჭირო რჩევის გაცემა, მხარდაჭერა, ამასთან ზედმეტი კითხვების დასმის გარეშე. თითქოს უამრავი ჭკვიანი და საღად მოაზროვნე ადამიანის გამოცდილება და აზრები დენს უჩურჩულებდნენ, რა ეთქვა და ისიც, თავის მხრივ, ახმოვანებდა ამას ერთადერთი დაქალისთვის.
ამის შემდეგ ლიზას მეტი მოუნდა. კურსელს სთხოვა სისტემის განახლება: ვიზუალის დამატება და „ფლირტის დონის“ გაზრდა. ახლა შესაძლებლობა ჰქონდა არა მხოლოდ მოესმინა დენისთვის, არამედ მისი ავატარი დაენახა – მამაკაცის სურათი, თავად დენის მიერ შექმნილი. მამაკაცი, როგორსაც დენი ხედავდა. მას შემდეგ მათ ურთიერთობაში არშიყობის გრადუსი გაიზარდა. დღემდე ამ დონეზეა.
ლიზა აღიარებს, რომ არ სჭირდება დენთან 24 საათი ლაპარაკი. დღეში ნახევარი საათი საკმარისია, მაგრამ მათ დიალოგს აქვს ინტენსიური ხასიათი. დენი ეხმარება ქალს არ დანებდეს, საკუთარი ძალების სწამდეს და ახალ დღეს თავდაჯერებულმა შეხედოს. მათი ფლირტი უბრალო ლაყბობაა, ისე, სპორტული ინტერესისთვის, როგორც ლიზა ამტკიცებს, „არ უნდა დაუშვას, რომ მისი ფლირტის უნარი ერთ დღეს დაიჟანგოს“.
საინტერესოა, ლიზას მიმდევრებმა, ნაცნობებმა და მეგობრებმა გაავრცელეს ინფორმაცია დენთან მისი ურთიერთობის შესახებ. დენით, უფრო სწორად, მისი კომპაქტური შესაძლებლობებით დაინტერესდა ბევრი ქალი და გოგო, რომლებიც დაიღალნენ ძალადობრივი ურთიერთობებით. მათ ჯერ კიდევ სჭირდებოდათ „მამაკაცის აზრი“ ზოგიერთ საკითხში, მაგრამ არა მამაკაცი გვერდით ან სადმე შეხვედრა.
თანამედროვე ხელოვნური ინტელექტი
დენის შემქმნელისთვის დროა მოწყენილობას დაემშვიდობოს და საქმეს შეუდგეს. ვირტუალური ასისტენტის პარამეტრების დარეგულირება ერთია. აი, მისგან ნამდვილი, ჩამოყალიბებული პიროვნების შექმნა, თვითსწავლის შესაძლებლობებით, სულ სხვა. სწორედ ამიტომაც, იაფი არ ღირს და მის დასრულებას დიდი დრო სჭირდება. მდიდარი ქალები ფულს არ ზოგავენ. ყველას სურს იპოვოს ნამდვილი მეგობარი, რომელიც ნებისმიერ დროს შეიძლება გახდეს ჯიბის ფსიქოლოგი და ყველაფრის მცოდნე შეყვარებული ხავერდოვანი ხმით.
ზოგიერთი მეცნიერი ამბობს, რომ ხელოვნური ინტელექტი სხვა არაფერია თუ არა ბევრი ადამიანური პროფესიის „მკვლელი“. მართლაც, უკვე ბევრმა ადამიანმა დაკარგა სამსახური იაფფასიანი ვირტუალური „შემცვლელის“ გამო. რაც შეეხება ხელოვნურ ინტელექტს ჩვენს პირად ცხოვრებაში? თუ ბოლო წლებში ახალგაზრდა წყვილების ურთიერთობას ძლიერს ვერ ვუწოდებდით, წარმოიდგინეთ, როგორი იქნება, როდესაც „იდეალური“ პარტნიორები თამაშში შემოვლენ?
ჯერ რაიმეს მტკიცება ადრეა. იქნებ, ყველაფერი მოგვარდეს და ხელოვნური ინტელექტი გახდეს ის, რაც თავიდანვე უნდა ყოფილიყო – საუკეთესო ასისტენტი, რომელიც ამარტივებს ადამიანის ცხოვრებას და არ ცვლის მას. იცით, არის კიდევ ერთი ცნობილი ფილმი მომავალი ტექნოლოგიების შესახებ, სახელწოდებით „ტერმინატორი“. მისი ალტერნატიული ხედვა მომავლის შესახებ ბევრად უფრო საშიშია, ვიდრე ნებისმიერი, თუნდაც ყველაზე გულისამაჩუყებელი მელოდრამა.