22 ივნისს სავსე მთვარეა! ასტროლოგმა ანჯელა პერლმა ტაროს კარტი გაშალა ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის

3276

ამ თვეში ზაფხულის მზებუდობის შემდეგ გველის კიდევ ერთი ასტროლოგიური მოვლენა. 22 ივნისს სავსემთვარეობა საიდუმლოებებს ნათელს მოჰფენს და აჩვენებს, რომელ საქმეს უნდა დაუსვათ წერტილი. ასტროლოგი ანჯელა პერლი და მისი ტაროს კარტი გეტყვით, რა მოამზადა ამ განსაკუთრებულმა დღემ სპეციალურად თქვენთვის.

22 ივნისი: სავსემთვარეობა

ზაფხულის პირველ თვეში სავსემთვარეობა თხის რქაში იქნება. ძლიერი და ემოციური მოვლენა. თქვენზე ამჟამინდელ მდგომარეობაზე დამოკიდებულია, როგორ ჩაივლის ეს დღე, კარგად თუ რთულად. სავსე მთვარე ნათელს მოჰფენს დამაბნეველ სიტუაციას ან გარკვეულ ციკლს წერტილს დაუსვამს. სავსე მთვარის გავლენას ყველაზე მეტად ამ თვის გმირი, თხის რქა იგრძნობს.

ვერძი

სავსე მთვარე არჩევანის გაკეთებას გაიძულებთ. რაღაცის შეცვლა მოგიწევთ ცხოვრებაში. მიჰყვეთ გულის ხმას და არა გონებას. გზაჯვარედინზე საკუთარ თავს ჰკითხეთ: „გამახარებს ეს? გახდება ჩემი ცხოვრება უფრო ბედნიერი?“ შესაძლოა თქვენ აგირჩიონ ან შეგამოწმონ ან მოგიწიოთ გარკვეული საკითხის დეტალურად შესწავლა თქვენთვის საუკეთესოს მოსაძებნად.

კურო

თქვენი ტაროს კარტი 22 ივნისისთვის არის პენტაკლების დედოფალი. ის ფულის, სამსახურის, საყიდლების და დანაზოგის სიმბოლოა. მიიღებთ ფულად საჩუქარს, გადახდას, პერსპექტიულ შეკვეთას ან კლიენტს. ფრთხილად იყავით: ვიღაც თქვენს გარემოცვაში უსამართლოდ მოგეპყრობათ: შეთანხმებას დაარღვევს, შეთანხმებულზე მეტ თანხას მოითხოვს. სავსე მთვარე ამ ადამიანს გაჩვენებთ ან მოულოდნელი ხარჯის გაღება მოგიწევთ.

ტყუპები

მთავარი თემა ამ სავსემთვარეობაზე: მიზნის დასახვა და სასურველისკენ აქტიური სვლა. იმოქმედებთ. ეს შეიძლება დაკავშირებული იყოს მოგზაურობასთან, გადაადგილებასთან, სწავლასთან და თანამშრომლობასთან. გაბედავთ იმას, რასაც აქამდე ვერ ბედავდით. შესაძლოა, განახორციელოთ ინვესტიცია, რომელიც სტაბილურ შემოსავალს მოგიტანთ.

კირჩხიბი

თქვენთან მოვა ფული, მით უმეტეს, თუ მოუთმენლად ელით. შესაძლოა რაიმე ფინანსურმა სიტუაციამ კულმინაციას მიაღწიოს. ეს შეიძლება იყოს ახალი შეკვეთები, გადახდები, ალიმენტი ან მემკვიდრეობა. ასევე მოგიწევთ თქვენი ინტერესების და უსაფრთხოების დაცვა, სანდო ხალხის მხარდაჭერის მოპოვება. ან საზღვრის აშენება: ღობის აგება ან სათვალთვალო კამერების ინსტალაცია.

ლომი

სავსე მთვარე შექმნილია თქვენი რომანტიკული თავგადასავლებისთვის, საჩუქრებისთვის და შემოქმედებისთვის! 22 ივნისს თქვენთან მოვა დიდი ხნის ნანატრი სტუმარი, რომელიც მხარს დაგიჭერთ. ეს დღე სიყვარულით და სასიამოვნო ემოციებით იქნება სავსე. ფინანსები მომწიფდება და შესრულებული სამუშაოსთვის მოსავალს მიიღებთ. ეს შეიძლება იყოს ბავშვის დაბადება ან ახალი პროექტი.

ქალწული

ელოდეთ დამსახურებულ ჯილდოს თქვენი ძალისხმევისთვის! თვითრეკლამა და შემოქმედება ნაყოფს გამოიღებს. ოსტატთან სწავლა შეიძლება დაიწყოთ. მკაფიოდ განსაზღვრავთ თქვენს საზღვრებს და გადაწყვეტთ, რისი გაკეთება გსურთ. თქვენს რწმენას, წესებს და ცოდნას სხვების წინაშე დაიცავთ.

სასწორი

სავსე მთვარე გამოკვეთს ზრდის წერტილებს, რომელთაც უნდა გადახედოთ. რაღაც გეგმის მიხედვით არ წავა და იმედგაცრუებას მოგიტანთ. ვიღაც არ მოვა, საჭირო მხარდაჭერას არ გაგიწევთ. არ იდარდოთ და ჩაიციკლოთ. ცვლილებები უკეთესობისკენ იქნება. შესაძლოა, სავსე მთვარემ გიბიძგოთ ასკეტიზმის, სპორტდარბაზში სიარულის და დიეტის იდეისკენ. კარგ საქმეშიც ზომიერება იცოდეთ, ბალანსი დაიცავით.

მორიელი

ფინანსური საქმე გაგიტაცებთ. შესაძლოა დაგჭირდეთ ჩანაწერების გაკეთება, საგადასახადო შემოწმების გავლა, მემკვიდრეობის მიღება ან ფინანსურ კურსებს გაივლით. ეს ამოცანები წარსულიდან მოდის და დასრულებას ითხოვს. მაგალითად, წარადგინეთ საგადასახადო დოკუმენტები, გადაიხადეთ გადასახადები, დაასრულეთ პროექტი, მოაგვარეთ ძველი სამუშაოს ან ქორწინების საკითხები.

მშვილდოსანი

სავსე მთვარე ფინანსურ სარგებელს გპირდებათ. მიწის სტიქიის მამაკაცი (თხის რქა, ქალწული, კურო) სათანადო მხარდაჭერას გაგიწევთ. მთვარე გაანათებს სიტუაციას, რომელსაც გიმალავდნენ. ხალხი, რომელთა შესახებ დიდი ხანია არაფერი გსმენიათ, ნამდვილ ზრახვებს გამოავლენს. მაშინაც კი, თუ ახალი ამბები დაგაღონებთ, დაიმახსოვრეთ: ყოველთვის უკეთესია იცოდეთ, ვიდრე არ იცოდეთ.

თხის რქა

ამ სავსე მთვარის მთავარი ნიშანი მიიღებს მომხიბლავი სიყვარულის ძღვენს – მგრძნობიარე ნაცნობობა ან ხელის თხოვნა. ასევე შეიძლება იყოს კონტრაქტის, თანამშრომლობის, ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების დასრულება. ამ გარიგებას დიდი სიამოვნებით დათანხმდებით. მნიშვნელოვანი ადამიანი (მამა, უფროსი, მასწავლებელი ან თანამდებობის პირი) თქვენზე დიდ გავლენას მოახდენს ამ საკითხში.

მერწყული

ამ სავსემთვარეობის მთავარი თემა არის ემოციური უსაფრთხოება და ოჯახის კერის დაცვა. კარტი ამბობს შესაძლო რემონტზე, გადაადგილებაზე, სამსახურის შეცვლაზე: იმ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც სასარგებლო იქნება თქვენი სიმშვიდისთვის. მთავარია, არავის ნებას არ აჰყვეთ. თქვენში გაიღვიძებს განმარტოების ან დისტანციური მუშაობის სურვილი. კარგი დროა, რომ თქვენს სულს და სხეულს მეტი დრო დაუთმოთ: მედიტაცია, მასაჟი ან დასვენება.

თევზები

22 ივნისს სავსე მთვარე იქნება მებრძოლი და ინტენსიური. აზრთა სხვადასხვაობის გამო კონფლიქტი შესაძლებელია. მთვარე თქვენი გამოწვევების ნამდვილ სახეს გაჩვენებთ ან დადგებით არჩევნის წინაშე: უნდა დაიწყოთ თუ არა ერთობლივი ბიზნესი კონკრეტულ ადამიანთან (სავარაუდოდ, არ ღირს!). ფინანსურ დოკუმენტებზე მუშაობა და თქვენი სამუშაოსთვის ღირსეული ჯილდოს მიღება გელით. დროა, დაწყებული საქმე დაასრულოთ. მხოლოდ საკუთარი თავის იმედზე იყავით!