როგორ შევარჩიოთ ხარისხიანი ხმელი ყველი ყოველგვარი საეჭვო დანამატის გარეშე.

734

ყველი დამსახურებულად გემრიელ და სასარგებლო პროდუქტად მიიჩნევა, თუმცა დღესდღეობით მისი რეპუტაცია შელახულია. ეს იმიტომ, რომ არაკეთილსინდისიერმა მწარმოებლებმა ბაზარი დაბალი ხარისხის ყველის პროდუქტებით აავსეს და ხარისხიანი ხმელი ყველის შეძენა მარტივი არაა.

ყველის ყალბი ნიმუშები იაფი პალმის ზეთით და მცენარეული ცხიმების დიდი დოზით არის სავსე. ასეთი საკვების მიღება სისხლძარღვებს ბლოკავს, ღვიძლს აზიანებს და პანკრეასის მუშაობას არღვევს. სწორედ ამიტომ, დღეს „პაპარაცი“ გიამბობთ, თუ როგორ შეარჩიოთ კარგი ხარისხის ყველი, რომლის ჭამა სასიამოვნო და სასარგებლოც იქნება.

ხმელი ყველი რძისგან

ხმელი ყველი დაპრესვის მეთოდით მიიღება. ის უფრო დიდხანს ინახება, ვიდრე ყველის სხვა სახეობა (რბილი, დამარილებული, დაობილი). ხმელ ყველს რაც უფრო დიდხანს გააჩერებთ, მით უფრო გაჯერებული გემო ექნება.

ხშირად ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თქვენს წინაშე სწორედ ყველის პროდუქტია, პირდაპირ შეფუთვაზეა მითითებული. ეს იმას ნიშნავს, რომ „ყველი“ მწარმოებლებმა მცენარეული ცხიმებით, საღებავებით და გამასქელებლებით გაავსეს. ასეთ პროდუქტს გვერდი აუარეთ, რადგან მას არანაირი სარგებელი არ მოაქვს.

რაც შეეხება შეფუთვის სხვა მონაცემებს, ყურადღება მწარმოებელს, პროდუქტის სახეობას, წარმოების თარიღს და შემადგენლობას მიაქციეთ. იდეალურ მდგომარეობაში ხმელი ყველი მხოლოდ 3 ინგრედიენტს უნდა შეიცავდეს: რძე, მარილი და საკვეთი. შემადგენლობაში რაც უფრო მეტი დანამატი და შემცველია, მით უფრო ცუდი ყველია.

გარეგნულად თავად ყველზე რაიმეს თქმა გაგიჭირდებათ. ნებისმიერი ხმელი ყველი ზემოდან ან ხმელი, ან ნატურალური ქერქით არის დაფარული. თუ ადგილ-ადგილ ქერქი შესიებულია, ეს ყველის დაზიანებაზე მიუთითებს.

ნახევარი სმ სისქის ქერქი იმაზე საუბრობს, რომ ყველი უკვე დიდი ხანია ინახება. ახალ და ხარისხიან ყველს, ძირითადად, გლუვი, თანაბარი და ერთგვაროვანი, დაახლოებით 2 მმ სისქის ქერქი აქვს. მასზე არანაირი ნადები არ უნდა იყოს.

რა თქმა უნდა, თავად ყველის ფერსაც ყურადღება უნდა მიაქციოთ. თუ ყველს ერთგვაროვანი ფერი არ აქვს და დალაქავებულია, ანუ ჯერ არ მომწიფებულა. თუ პროდუქტი უკვე ღია მოყვითალო ფერისაა, სავარაუდოდ, მწარმოებელმა ფერზე ექსპერიმენტები ჩაატარა.

ნატურალურ ყველს რძისფერი, ოდნავ მოყვითალო შეფერილობა აქვს. ასევე ყველის ნახვრეტები მშრალი უნდა იყოს. ტენის მცირე წვეთებიც კი პროდუქტის მომზადების ტექნოლოგიის დარღვევას ან დანამატების არსებობას ადასტურებს.

ყველის გემო მკაფიო უნდა იყოს. თუ ყველი კბილებს ეკვრის, სავარაუდოდ, აქ სახამებელი გამოიყენეს. ნატურალური ყველი ზომიერად მარილინია და ამასტან სასიამოვნო ნაღების გემო აქვს.

ხარისხიან ყველს გამოხატული, მაგრამ არა თავის მოსაბეზრებელი რძის არომატი აქვს. თუ მას მკაფიო სუნი აქვს, ესე იგი ყველი გამოუსადეგარია.

გახსოვდეთ, რომ ხარისხიანი და ახალი ხმელი ყველი ძალიან მოქნილი და ელასტიკურია. თუ ნახევარი სმ სისქის ყველს ნაზად მოხრით, ის არ გატყდება. თუ ყველის ნაჭერი ტყდება, პრობლემა ან პროდუქტის ცუდ ხარისხში მდგომარეობს, ან ყველი ვადაგასულია.

ამასთან, ხარისხიანი ხმელი ყველის დაბალ ფასში მოძებნა არ სცადოთ – დროს ტყუილად დახარჯავთ. 1 კგ ყველის წარმოებისთვის დაახლოებით 11 ლ რძე იხარჯება, ამიტომ მწარმოებელი სურვილის მიუხედავად ბაზარზე ყველის დაბალ ფასში გაყიდვას ვერ შეძლებს. სწორედ ამიტომ, უფრო მეტი თანხის გადახდისთვის მზად იყავით, რომ ოჯახის წევრები ხარისხიანი პროდუქტებით გამოკვებოთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს