2024 წლის ზაფხულის მზებუდობას განსაკუთრებული მაგია აქვს, სწორად გაატარეთ

90

2024 წლის ზაფხულის მზებუდობა ახლოვდება! 21 ივნისს მზე ზენიტში დიდხანს დარჩება, ჩვენ კი მივესალმებით ასტრონომიული ზაფხულის დაწყებას. ადრე იცოდნენ: შეხვდები სწორად მნათობის დღეს და მთელი წელი წარმატება შენს მხარეს იქნება. პაპარაცი გიამბობთ, როგორ მიიღოთ მზის გულუხვი საჩუქრები.

2024 წლის ზაფხულის მზებუდობა

ჯერ კიდევ უძველესმა ადამიანმა თავისი ისტორიის გარიჟრაჟზე დაიწყო ზაფხულის მზებუდობის აღნიშვნა. მკაცრ, მაგრამ დიდსულოვან მნათობზე ბევრი რამ იყო დამოკიდებული. ბევრი ერი ცდილობდა მზის ღმერთის გულის მოგებას განსაკუთრებული რიტუალებით და ნიშნების დაცვით. მას დღემდე პატივს მიაგებენ. მაგალითად, 21 ივნისს ფინელები ოფიციალურად არ მუშაობენ, ესტონელები დიდ კოცონებს ანთებენ და ხალხურ ფესტივალებს აწყობენ.

სლავი ხალხი მონათვლამდე ამ დღეს ივან კუპალას აღნიშნავდნენ. იმდროინდელი ლამაზი რიტუალები, ფერხული ცეკვის და კოცონზე გადახტომის გარდა, გირჩევთ დღესვე ჩაატაროთ. რატომ? იმიტომ, რომ სავსეა სიკეთით და სინათლით, ოჯახთან წმინდა კავშირს აძლიერებს.

რიტუალები ზაფხულის მზებუდობისთვის

ყველა სარწმუნოების ბრძენი ხალხი ამბობს, ვინც მზეს ხვდება, განათლებული ხდება. ეს ნებისმიერ დღეს ეხება, მაგრამ 21 ივნისს მზის მისალმება ნიშნავს მისი სამკურნალო ძალის მაქსიმალურად მიღებას. ამ დღეს აუცილებლად გადით ბუნებაში განთიადის საყურებლად. კეთილ მნათობს გაუღიმეთ, სითბოსთვის მადლობა გადაუხადეთ და სანუკვარი სურვილი ჩაიფიქრეთ. აუცილებლად ახდება!

მინდვრის ბალახის და ყვავილების გვირგვინი მოქსოვეთ. სურვილზე იფიქრეთ, მხოლოდ კეთილ და ნათელ ფიქრებზე. ასე დაგიბრუნდებათ სიყვარულის, სილამაზის, ახალგაზრდობის, წარმატების და ჯანმრთელობის სახით. საყვარელი ადამიანის მოსაზიდად, გვირგვინში ჩააქსოვეთ განსაკუთრებული მცენარეები: ლავანდა, როზმარინი, გვიმრა, გულყვითელა, მუხის ან ცირცელის ტოტები.

მზა აქსესუარი თავზე გაიკეთეთ და ცოტა ასე გაისეირნეთ. რიტუალის ბოლოს ყვითელი სანთელი აანთეთ და კიდევ ერთხელ თქვენს სურვილზე იფიქრეთ. ასე სურვილს ცეცხლით დააფიქსირებთ.

რიტუალი სიყვარულისთვის

2024 წლის ზაფხულის მზებუდობის დღეს ბუნება ეხმარება ახალგაზრდა გოგონებს, რომლებიც საქმროს ეძებენ. თუ წითელი ყაყაჩოს თაიგულს შეაგროვებთ, წითელი ძაფით შეკრავთ და განსაკუთრებულ სიტყვებს წარმოთქვამთ და ყვავილებს ლარნაკში მოათავსებთ, ბედნიერება კარზე დააკაკუნებს.

ეს შელოცვა უნდა თქვათ თაიგულის შეგროვებისას: „წითელო ყაყაჩო, დამეხმარე, სიყვარული და სიხარული მოიზიდე. წაიღე ჩემი მწუხარება და სიყვარულით დამაქორწინე“

თუ შეყვარებული გყავთ, თქვენი კავშირი შეგიძლიათ გააძლიეროთ. წადით აბანოში და ერთად იბანავეთ ან წყალი გადაივლეთ. ასე წყენას, გაუგებრობას მოიშორებთ.

ხილული სიზმრის მოზიდვაც შეიძლება. 21-22 ივნისის ღამეს ნებისმიერი აყვავებული ხის ტოტი მოტეხეთ, ბალიშის ქვეშ შეინახეთ და დაიძინეთ. კარგად დაიმახსოვრეთ, რაც დაგესიზმრებათ. სიზმარი სრულად ან ნაწილობრივ ახდება.

როგორ შევხვდეთ 21 ივნისს სწორად?

მზე მთელი წელი თქვენ მიმართ კეთილგანწყობილი რომ იყოს, შეხვდით ღია ყვითელი, ნარინჯისფერი ან ოქროსფერი სამოსით. ამ დღეს მუქი, გასარეცხი ტანსაცმელი აკრძალულია.

თუ 21 ივნისს სამკურნალო მცენარეების თაიგულს შეაგროვებთ და თვალსაჩინო ადგილას ჩამოკიდებთ, თქვენს სახლს გვერდს აუვლის ავადმყოფობა და უბედურება. ზღურბლზე ჭინჭარი დადეთ და მტრები და უსიამოვნება მის გადალახვას ვერ გაბედავს.

მზის დღესასწაულის აღსანიშნავად მოძრაობა საუკეთესო საშუალებაა. დილით გაისეირნეთ, მსუბუქად ივარჯიშეთ, ნამით დაიბანეთ. მთელი დღე კეთილი ფიქრების ტალღაზე დარჩით. ძველი წყენა მოიშორეთ!

ძალიან კარგია, თუ საყვარელ ადამიანებთან ერთად შეიკრიბებით და დროს ბუნებაში გაატარებთ. გახსოვდეთ: 21 ივნისს ალკოჰოლური სასმელები აკრძალულია, ისინი ადამიანის ენერგეტიკას ამძიმებენ და ანგრევენ. თუ სული გთხოვთ, ზღვაში ან მდინარეში ბანაობს, თამამად მიჰყევით გულისხმას. ამ დღეს ჩვენი დიდი ბებიები მდინარეში, ტბაში ან ზღვაში ბანაობდნენ თავიანთი სიყვარულის საპოვნელად.

ზაფხულის მზებუდობა: ნიშნები

აბა როგორ ძველი ნიშნების გარეშე! ამ დღეს დილის უხვი ნამი უხვ მოსავალს გვპირდება. უძველესი დროიდან ქალები აგროვებდნენ ნამს სამკურნალო საჭიროებისთვის და პირდაპირ ბალახიდან იბანდნენ, სილამაზის და ახალგაზრდობის შესანარჩუნებლად.

20 და 21 რიცხვში დაბადებულებს იღბლიანებად, მზის ნებიერებად თვლიდნენ. სჯეროდათ, რომ ამ დღის ბავშვებს ნებისმიერ საქმეში გაუმართლებთ. მნათობი მათ კარგ თვისებებს გააძლიერებს და სიკეთისკენ მიმართავს.

თუ ბიჭი მოახერხებდა გოგოსთვის წყლის გადავლებას, კარგი ნიშანი იყო: მათგან ძლიერი კავშირი გამოვიდოდა. გოგონები მთელი ღამე ცეკვავდნენ 9 კოცონის გარშემო, რომ ოჯახი შეექმნათ. აი, რას ნიშნავს მოტივაცია!