თითქოს თანამედროვე თაობა მთელი ძალით ცდილობს, თავი დააღწიოს მშობლების ჩვევებს, დააგროვონ ყველანაირი ნივთი. „იქნებ, გამოგვადგეს?“ – აღშფოთებით პასუხობენ ისინი. ზოგიერთ შემთხვევაში, ეს ჩვევა ამართლებს. პაპარაცი გიზიარებთ საინტერესო ხრიკს ამჟავებული რძით. გიამბობთ, რას უკავშირდება და როგორ მიაღწიოთ სასურველ ეფექტს.
ხრიკი ამჟავებული რძით
ფაქტია, რომ ყველაზე მოწესრიგებულ დიასახლისსაც ნებისმიერი პროდუქტი უდროოდ შეიძლება გაუფუჭდეს. თუ საქმე ობს ეხება, ვერაფერს გახდებით, საყვარელი კერძი პირდაპირ ნაგვის ურნაში უნდა მოხვდეს. აი, თუ რძე ამჟავდა, ფანტაზიას გასაქანი შეგიძლიათ მისცეთ.
ალბათ, უკვე ფიქრობთ ოლადების ან ბლინების გამოცხობაზე. ჩვენც გავიფიქრეთ. თუმცა არსებობს კიდევ ერთი ხრიკი ამჟავებული რძით, რომელსაც გვერდი არ უნდა აუაროთ. ხრიკი ჭუჭყიანი თეთრეულის რეცხვას უკავშირდება. სანამ ამ მასალას კითხულობთ, უკვე გავიქეცით გამოცდილი დიასახლისების ხრიკის შესამოწმებლად. დარწმუნებული ვართ, შედეგი ნათელი იქნება.
როგორც მიხვდით, ხრიკი არის ამჟავებული რძის დასხმა ჭუჭყიან თეთრეულზე. გაჩერების დროც მნიშვნელოვანია. თეთრეული სითხეში მინიმუმ 1 საათით გააჩერეთ.
ხრიკი თეთრი და ფერადი ნივთებისთვის
მხოლოდ ამის შემდეგ შეგიძლიათ ამოიღოთ ნივთები ამჟავებული რძიდან. არ დაგავიწყდეთ ცხელ წყალში თეთრეულის გავლება და კარგად გაწურვა. ახლა სინდისის ქენჯნის გარეშე შეგიძლიათ გამოიყენოთ სარეცხი მანქანა. ალბათ, იკითხავთ: რას იძლევა ასეთი დამუშავება?
ამჟავებულ რძეში თეთრეულის ჩალბობა ერთდროულად ორ დადებით ეფექტს იძლევა. პირველ რიგში, მთელი ჭუჭყის მოშორება მარტივდება. შემდეგი რეცხვა სასიამოვნო შედეგს მოგცემთ. მეორეც, რძის წყალობით თეთრ ნივთებს სიყვითლეს და რუხ შეფერილობას მოაშორებთ. თეთრეულის გარეგნობაც განახლდება.
აღსანიშნავია კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი. როგორც უკვე შეამჩნიეთ, ყურადღება გამახვილებულია თეთრ ნივთებზე. მსგავსი ხრიკი ფერად ნივთებზეც შეგიძლიათ გამოიყენოთ. რაც შეეხება მუქ ნივთებს, რეკომენდებულია გამოიყენოთ ამჟავებული რძე მხოლოდ მაშინ, როცა ნივთები ძალიან ჭუჭყიანია.