შეიძლება თუ არა ნიჭის, იღბლის ან სილამაზის მოპარვა? ეზოთერიკოსები ირწმუნებიან: დიახ, შესაძლებელია. არაკეთილმოსურნე ხალხს ამის გაკეთება შეუძლია განსაკუთრებული მაგიური ზემოქმედებით, ბედის მოპარვის ჯადოთი. რა არის ეს, როგორ მუშაობს და არსებობს თუ არა დაცვა, ლოცვა ქურდობის წინააღმდეგ? ერთ-ერთი მკითხველი თავის გამოცდილებას გვიზიარებს.
ლოცვა ქურდისგან დასაცავად
ვეჭვობ, რომ ნიჭი მომპარა ერთმა ქალმა, რომელიც თავდაპირველად ციდან ვარსკვლავებს ვერ წყვეტდა.
მუსიკალური აკადემიის ვოკალის განყოფილება წარჩინებით დავამთავრე. 8 წლიდან ვოკალით პროფესიონალურად დაკავებული ვარ. მუსიკალური სკოლა, საუკეთესო მასწავლებლები, კონკურსები, დიდი და პატარა გამარჯვებები. ბავშვობიდან ვიცოდი, რომ სიმღერა ჩემი ცხოვრების საქმეა, ჩემი ხელობა. სხვანაირად ვერ იქნებოდა!
5 წლის წინ ნამდვილი კატასტროფა მოხდა. ხმის გამოცემის პრობლემები დამეწყო. ვერც ერთ ნოტს სუფთად ვეღარ ვიღებდი. სიმღერა აღარ შემეძლო.
სანამ დანაღვლიანებული ვიყავი და ექიმებთან უშედეგოდ დავდიოდი, რაღაც მოხდა. ჩემი კურსელი, გიული, რომელიც ფასიანზე სწავლობდა, მოულოდნელად ამღერდა! და ამღერდა კარგად. აკადემიაში სუსტი ვოკალური მონაცემების გამო უფასოზე არ აიყვანეს. არავის ესმოდა, რატომ ხარჯავდა დროს და ფულს, თუ ნიჭი არ ჰქონდა. ახლა მისი საქმე წინ წავიდა. ოპერისა და ბალეტის აკადემიურ თეატრში მღერის.
დამთხვევა თუ ბოროტი განზრახვა?
ეს ყველაფერი ზუსტად მაშინ მოხდა, როცა ხმა დავკარგე. დამთხვევაა? მანამდე გიული ნაცრისფერი თაგვი იყო, შეუმჩნეველი. დიდების ყველა დაფნას მე წინასწარმეტყველებდნენ, მის მიმართ ლმობიერნი იყვნენ მხოლოდ იმიტომ, რომ ძალიან ცდილობდა. ჯერ კიდევ სწავლის პერიოდში მოძალადე და დოყლაპია კაცს ხვდებოდა. ახლა სიმპათიურ და წარმატებულ ახალგაზრდა ბიზნესმენთან ქორწილისთვის ემზადება.
რატომ ვახსენე მისი პირადი ცხოვრება? ისევ ამ ქალბატონმა იპოვა თავისი სიყვარული მას შემდეგ, რაც მე უბედურება დამემართა. მანამდე კაცებში მიმართლებდა. გასაქანს არ მაძლევდნენ. მდიდარი ბიჭები ჩემზე ზრუნავდნენ, ფინანსურად მეხმარებოდნენ. ძვირადღირებულ რესტორნებში და მოდურ ელიტურ კლუბებში დავყავდი.
გიულის ცხოვრებას ასეთი სიხარული აკლდა. მის ვოკალზე არაფერს ვამბობ. საერთოდ არ ჰქონდა. სუსტი ხმა ჰქონდა, სწორად ვერ მღეროდა. ხშირად დამიჭერია მისი შურით სავსე მზერა, როცა ერთად ვმღეროდით სცენაზე. სხვა სტუდენტების წარმატებასაც შურით ადევნებდა თვალს.
დიახ, სწორად გაიგეთ ჩემი აზრი. დარწმუნებული ვარ, რომ გიულიმ ჩემი ნიჭი მოიპარა. და არა მხოლოდ ჩემი ნიჭი! ავიღოთ სხვა წარმატებული კურსელები. ყველა, ვინც მასზე უკეთ მღეროდა, ბუნებრივად ძლიერი ხმა ჰქონდა, ახლა საუკეთესო შემთხვევაში გუნდში მღერის ან მუსიკალურ სკოლაში ასწავლის. ამ ქალს კი ყველაფერი შეხვდა!
ქურდობა: იღბლის ენერგეტიკული ქურდი
სიტყვაზე, მეგობრებმა დამაფიქრეს ნიჭის მოპარვის საკითხზ. ერთხელ კაფეში ვისხედით, ვსაუბრობდით საქმეზე, ცხოვრებაზე. დრამატიზება და პირად ცხოვრებაზე ბევრი ლაპარაკი არ მახასიათებს, მაგრამ რაღაც ავივსე. მეგობრებს ჩემი ისტორია გავუზიარე. ბოლოს უიმედობისგან ავტირდი. პიტნის ჩაით დიდხანს ცდილობდნენ ჩემს დამშვიდებას.
შემდეგ მეგობრებმა ვარაუდი გამოთქვეს, რომ ვიღაცას ძალიან შეშურდა ჩემი. თავად ეს არც მიფიქრია. რა მქონდა შესაშური? არც ცნობილი ადამიანი ვარ, არც მონსერატ კაბალიე. ამ დროს ის გოგო გამახსენდა.
მეგობრებმა მითხრეს, რომ შეიძლება მოპარვაზე ჯადო აქვს გაკეთებული. ამიხსნეს, რომ ეს არის ჯადოსნური ზემოქმედება, როდესაც ადამიანის ენერგეტიკული ველი იცვლება სხვისი ველით. მაგალითად, ვიღაც ღარიბი იყო და ჯადოქრობით თავისი სიღარიბე სხვას მისცა და სიმდიდრე წაართვა.
ჯადოთი შეგიძლიათ მოიპაროთ ჯანმრთელობა, ახალგაზრდობა და სილამაზე. ჯადომ რომ იმუშაოს, მსხვერპლი (დონორი) უნდა იყოს იმავე სქესის, მდიდარი, წარმატებული და სასურველია ენერგეტიკული ქურდის მსგავსი. სიტყვაზე, მე და გიული ერთმანეთს ნამდვილად ვგავართ. ხმის დაკარგვამდე ცოტა ხნით ადრე ჩემნაირი ვარცხნილობა გაიკეთე და თმაც ჩემს ფერში შეიღება.
ენერგეტიკული ქურდობისგან დამცავი ლოცვა
როგორ გავუმკლავდეთ ბოროტ გავლენას? მირჩიეს უფლისთვის მიმემართა. თურმე, არსებობს განსაკუთრებული ლოცვა ჯადოს წინააღმდეგ, რომელიც ასე ჟღერს:
ჰოი წმიდაო, სათნო-მყოფელო ღუთისაო, მღუდელ-მოწამეო კვიპრიანე, მსწრაფლ-შემწეო და მლოცველო ყოველთა შენდამი მოლტოლვილთათვის, მიითვალე ჩუენ უღირსთაგან სადიდებელი ესე, ევედრე უფალსა ღმერთსა ჩუენსა, რათა მოგვმადლოს ჩუენ, უძლურებათა შინა განმტკიცებაჲ, მწუხარებათა შინა ნუგეშისცემაჲ, და მოგვანიჭოს ჩუენ ყოველი სარგებელი ცხოურებისა ჩუენისათვის აღავლინე უფლისა მიმართ მრავალ-ძალი ლოცვაჲ შენი, რათა დაგვიცვას ჩუენ ყოველთაგან შეცოდებათა, გვასწაოს ჩუენ ჭეშმარიტი სინანული, გვიხსნას ჩუენ ტყვეობისაგან ეშმაკთა და ბოროტთა სულთა მანქანებათაგან და ყოველთა მაჭირვებელთა ჩუენთაგან. გვეყავნ ჩუენ მცველად შეურყევლად, ყოველთა ხილულთა და უხილავთა მტერთაგან, მოგვანიჭე ჩუენ განსაცდელსა შინა მოთმინებაჲ და ჟამსა სიკუდილისა ჩუენისასა შეწევნაჲ მოგვივლინე მაწამებელთა ჩუენთაგან, რომელნი შეგვემთხვივნეს ჰაერთა შინა საზვერეთასა, რათა შენს მიერ ძღვანებულნი, მივიწივნეთ ზეციურსა იერუსალემსა, და ცათა სასუფეველსა შინა ღირს ვიქმნეთ ყოველთა წმიდათა თანა დიდებად ყოვლად-წმიდისა სამებისა, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
დღეში სამჯერ ვკითხულობ და იმედი მაქვს, ჩემი ნიჭი დამიბრუნდება. უსამართლობაა, როცა ვინმე გადაწყვეტს წაიღოს ის, რაც მას არ ეკუთვნის. ადამიანი, რომელიც მსგავს რამეს აკეთებს, არ სურს შეცვლა და საკუთარ თავზე მუშაობა. როდემდე მოუტანს ბედნიერებას მოპარული წარმატება, საკითხავია. ბუმერანგის კანონი ყოველთვის მუშაობს.