მე და ჩემს მეუღლეს ორი შვილი გვყავს. უმცროსი 6 თვისაა, უფროსი – 6 წლის. დროებით არ ვმუშაობ, სანამ ჩემი უმცროსი შვილი ბაღში არ შევა. ხანდახან მუშაობს ვცდილობ, მაგრამ მთელი ფული კვებაზე და სხვა საჭირო ხარჯებზე მიდის. ფრილანსერად ნახევარ განაკვეთზე მუშაობას დიდი ფული არ მოაქვს. უფრო დიდხანს ვერ ვიმუშავებ, რადგან სახლში ვარ ორ შვილთან ერთად.
იძულებული გავხდით გადავსულიყავით სოფელში, სადაც ადრე ქმრის მშობლები ცხოვრობდნენ. ახლა ისინი ქალაქში ცხოვრობენ, რადგან ბოსტანში მუშაობით დაიღალნენ. 66 და 69 წლისები არიან. ეს გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ ნაქირავებ ბინაში ფული არ დაგვეხარჯა, მეტ ხარჯს ვერ ვუმკლავდებით. პატარა, ნორმალური სახლია, იზოლირებული. ზამთარში ცხოვრებაც შეიძლება. უპირატესობაა ისიც, რომ საკუთარი ბოსტანი გვაქვს.
ქმარი ქალაქში მუშაობს, მანქანით სამსახურში ნახევარი საათით მიდის. ცოტა ხნის წინ უფროსთან დაპირისპირება მოუვიდა. ქმარმა თქვა ყველაფერი, რასაც მის ხელმძღვანელობაზე ფიქრობდა. გამოაგდეს და ხელფასიც არ გადაუხადეს. ჯერ ოფიციალურად გაფორმებული არ იყო, რადგან გამოსაცდელ ვადას გადიოდა. ოფიციალურ დასაქმებამდე თვენახევარი რჩებოდა.
რა ხდება ახლა? ჩემი ფული მხოლოდ ჭამას, ქმრის ბენზინს ყოფნის, სხვა არაფერს. ბოლო დროს მისი ბენზინის ფულს მე ვიხდიდი. ცოტა დახმარებაც გვაქვს, რომელსაც ვიყენებ ბავშვისთვის ყველაფრის საყიდლად, დამატებით რამდენიმე წამალს, ისინი ბევრ ბიუჯეტს ჭამენ. ბოლო დროს ქმარი მხოლოდ თეთრებს შოულობდა და მშობლებს აძლევდა. მცირე პენსია არ ყოფნით.
არ ვიცოდი, რომ ასე მოხდებოდა, ამიტომ წარმოდგენა არ მაქვს, სად ვიშოვო ფული, რომ ქალიშვილს სკოლისთვის ყველა საჭირო ნივთი შევუძინო. არ აქვს არც ფორმა, არც რვეული, არც სპორტული კოსტიუმი, ფეხსაცმელზე გავჩუმდები. ზაფხულში სანდლებით დადის, გაზაფხულზე და შემოდგომაზე – დაბალყელიანი ფეხსაცმლით, ზამთარში – ჩექმით. მეტი ფეხსაცმელი არ აქვს. ჩვეულებრივი ტანსაცმელიც ცოტა აქვს, სკოლისთვის არ გამოდგება. სახელმძღვანელოებიც სჭირდება.
ქმარი კი დივანზე წევს და სამსახურს არ ეძებს. თქვა, რომ „უცხო ბიძებისთვის მუშაობა“ მოჰბეზრდა. 33 წლის კაცია, მთელი ცხოვრება ქარხანაში მუშაობდა, მერე მოჰბეზრდა, ადრე გაღვიძებით დაიღალა, გაცოფდა და წამოვიდა. საყოფაცხოვრებო ტექნიკის მაღაზიაში გამყიდველად მუშაობა დაიწყო, შემდეგ უძრავი ქონების აგენტად მუშაობა გადაწყვიტა. ახლა უმუშევარია.
ამბობს, რომ მე გავიდე სრულ განაკვეთზე, თავად შვილებს მიხედავს. ეს არარეალურია, ფაფის მომზადებაც არ იცის და ბავშვისთვის საფენის გამოცვლაზე უარს ამბობს. ბავშვის დაბანაშიც არ მეხმარება. ამბობს, რომ შვილები ჩემი მოვალეობაა. წარმოდგენა არ მაქვს, როგორ მოვამზადო შვილი სკოლისთვის?!