სახლის დალაგების 5 საიდუმლო სრულყოფილი სისუფთავის მისაღწევად – რჩევები დამლაგებლისგან

246

თითქოს, რა შეიძლება იყოს სახლის დასუფთავებაზე უფრო ადვილი? თუმცა ზოგი ამ საქმეს 2 საათს ანდომებს, სხვები – მთელ დღეს. რა იციან პირველებმა და რა უნდა იცოდნენ მეორეებმა? პაპარაცი გიამბობთ.

პროფესიონალ დამლაგებელზე უკეთ არავის აქვს დროის შეგრძნება, ვინაიდან ანაზღაურება საათობრივია, სახლის დალაგება მოკლე დროში უნდა მოასწროს. საქმე დროულად და ხარისხიანად რომ შეასრულონ, შეიმუშავეს დასუფთავების რამდენიმე ხრიკი, რომელიც ყველა დიასახლისს გამოადგება.

დალაგებას მხოლოდ 2 საათი დაუთმეთ

ქალები ემოციური არსებები ვართ, ზოგჯერ კრეატიულები და ისეთ რუტინულ საქმეშიც, როგორიც დალაგებაა, ვცდილობთ ახალი ინტერესი შევიტანოთ, ამიტომ დროდადრო ყურადღება გვეფანტება, ხან კაბის მორგებაზე, როცა გარდერობში ნივთების დალაგებას გადავწყვეტთ, ხან ნიღბის წასმაზე, სანამ აბაზანაში სარკეს ვაპრიალებთ, ხან კურიერზე, რომელმაც ამანათი მოგვიტანა. დამლაგებლები ასეთ ქალებს ურჩევენ მაღვიძარას გამოყენებას და დალაგებისთვის ზუსტად 2 საათის გამოყოფას. ეს დრო მხოლოდ დალაგებას ეთმობა და სხვა არაფერს. თუ ორ საათში ვერ მოასწარით, მაშინ დანარჩენს ხვალ დაასრულებთ. წარმოდგენაც არ გაქვთ, როგორ ავითარებს დისციპლინას ასეთი წმენდა მაღვიძარათი! თავიდან რთულია, მაგრამ 3-4 მცდელობის შემდეგ ეგუებით.

გამოიყენეთ სხვადასხვა ფერის ჩვარი

2-3 საყვარელი ჩვარი დალაგების პროცესში სწრაფად სველდება, ჭუჭყიანდება და იმტვერება, რაც მთავარია, სწრაფად ირევა და სახლის დალაგების პროცესს ზედმეტ ქაოსს მატებს. აი, ხრიკი: იყიდეთ სხვადასხვა ფერის ჩვარი. მტვრის მოსაშორებლად სველი წმენდისთვის – მწვანე, მშრალი წმენდისთვის – ნაცრისფერი, პრიალა ზედაპირის გასაწმენდად – ცისფერი, მინისა და სარკისთვის – წითელი. ასე დალაგების პროცესი სწრაფად და ხალისიანად ჩაივლის.

მელამინის ღრუბელი აუცილებელია

ქალები იდეალური დიასახლისები რომ გახდნენ, სხვადასხვა საწმენდ საშუალებას ყიდულობენ. მათგან უმეტესობა არც ისე ბიუჯეტურია, არადა შეგიძლიათ იაფი მელამინის ღრუბელი შეიძინოთ. ჭუჭყიანი ზედაპირების საწმენდად იდეალურია, ლაქების მოსაშორებლად დიდ ძალისხმევას არ მოითხოვს. უბრალოდ ღრუბელი დაასველეთ და ჭუჭყიანი ადგილი გადაწმინდეთ.

გამოიყენეთ მტვერსასრუტი ყველაფრის გასაწმენდად

„ქალების უმეტესობა დიდ დროს ხარჯავენ მცირე უწესრიგობის მოშორებასა და ყველა ზედაპირიდან მტვრის გადაწმენდაში, – ამბობს პროფესიონალი დამლაგებელი ლეა სენდასი, – ბავშვობაში გვასწავლეს, რომ სხვადასხვა ზედაპირი სხვადასხვა მეთოდით უნდა გაიწმინდოს: ჩვრით, ჯაგრისით, ღრუბლით. რა მოხდება, თუ ყველა ზედაპირზე მტვერსასრუტით გაივლით?“

პროფესიონალი დამლაგებელი გირჩევთ, რომ ყველა ზედაპირის გასაწმენდად მტვერსასრუტი გამოიყენოთ, მათ შორის სააბაზანო ოთახის და სამზარეულოსი. სწრაფი და მარტივი მეთოდია მტვრის, თმის და კუთხეებში დამალული წვრილი ნაგვის მოსაშორებლად.

ნუ დახარჯავთ ფულს ძვირადღირებულ პროდუქტებზე

ძველი, კეთილი ძმარი მარტივად გაუმკლავდება ჭუჭყის უმეტესობას და თეთრ ნადებს. განსაკუთრებით კარგად უმკლავდება თეთრ ზოლებს აბაზანაში და წყლის ნადებს ონკანზე. 20 გრამიან ლიმონმჟავის შეფუთვას ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით და იდეალურად გაუმკლავდება ნაქაფს ჩაიდანში, თეთრ ზოლებს ონკანზე, ცხიმის ლაქებს საცხობ ფორმაზე.

აი, ჭუჭყიან ღუმელს ჩვეულებრივი სოდა გაუმკლავდება. ¾ ჭიქა სოდა და ¼ ჭიქა თბილი წყალი აურიეთ. ნარევი ღუმლის შიდა ზედაპირს წაუსვით, ლითონის ზედაპირს და კარს მოერიდეთ. მთელი ღამე გააჩერეთ. დილით ნარევის ნარჩენები პლასტმასის სპატულით მოაშორეთ. ესეც ასე! – ყველაფერი ბრწყინავს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს