კი მუშაობს: ვცადე CBD-ზე დაფუძნებული თავის მოვლის საშუალებები 

20

გიზიარებთ ჩემს გამოცდილებას CBD-ზე (კანაბიდოლი) დაფუძნებული კოსმეტიკის გამოყენების შესახებ.

კანაბიდოლი ბუნებრივი ნაერთია კანაბინოიდების ჯგუფიდან. გვხვდება ისეთ მცენარეებში, როგორიცაა კანაფი, კანაბისი, მცირე რაოდენობით ექინაცეაში და კაკაოში.

ზაფხულში ხშირად მაწუხებს სკალპის და ლოყების გარკვეული უბნების ქავილი. CBD-ზე დაფუძნებულმა კოსმეტიკამ რიგ კვლევებში აჩვენა დადებითი გავლენა კანზე დერმატიტის და ფსორიაზის დროს, ამიტომაც ყურადღება მივაქციე levrana-ს CBD ხაზს, რომელიც დაფუძნებულია ორგანულ კანაბიდიოლზე.

CBD-ზე დაფუძნებულ კოსმეტიკას:

  • აქვს შეღწევადობის კარგი უნარი
  • შესანიშნავი ანტიოქსიდანტია
  • ამშვიდებს კანს, აქრობს ქავილს
  • არეგულირებს ცხიმის გამოყოფას

შევიძინე 4 პროდუქტი – შამპუნი და ბალზამ-კონდიციონერი დაზიანებული თმისთვის, ასევე აღმდგენი ტონერი და გამწმენდი გელი.

გამწმენდი გელი მოთავსებულია ფლაკონში მოსახერხებელი დოზატორით. არ არის თხელი, საშუალოდ ქაფდება, მსუბუქი, ბალახების სუნი აქვს. ერთი დაჭერა საკმარისია ერთი დაბანისთვის.

ამ გელს დილა-საღამოს ვიყენებ. მომწონს, რომ საშუალება კანს ნაზად წმენდს, არა ჭრაჭუნამდე. თუ დილით ვიყენებ პროდუქტებს SPF-ით, მაშინ საღამოს ვიყენებ ჯერ ჰიდროფილურ ზეთს, შემდეგ levrana-ს CBD-ის გელით დაბანას ვასრულებ.

დაბანის შემდეგ კანზე ტონერს ვისვამ. დილით, მაკიაჟის წასმამდე, ბამბის დისკზე დატანებული ტონერით კანს ვიწმენდ. საღამოს ტონერს უბრალოდ ხელზე ვისხამ და ტყაპუნა მოძრაობით კანზე ვინაწილებ.

levrana CBD-ის ტონერი საშუალო სისქისაა, რაც ორივე მეთოდით გამოყენებას ამარტივებს. სხვათა შორის, ძლივს შესამჩნევი სუნი აქვს და მაშინვე ქრება.

შეგრძნებები გამოყენების შემდეგ: პირველი ორი დღე ცვლილებები ვერ დავინახე, ლოყებზე ისევ მაწუხებდა ქავილი, მაგრამ რაც უფრო დიდხანს ვიყენებდი პროდუქტებს, მით უფრო კომფორტული ხდებოდა კანის მდგომარეობა. ახლა ლოყებზე ქავილის გამომწვევი ლაქები აღარ მაქვს, რაც ძალიან მიხარია.

თმის საშუალებებს დიდი სიფრთხილით ვარჩევ. ერთ დროს ძლიერი თმის ცვენა მაწუხებდა და არაფერი მშველოდა. ვცდილობ, ავირჩიო ისეთი საშუალებები, რომლებიც არა მხოლოდ თმას კარგად ბანს და დავარცხნას აადვილებს, არამედ შეიცავს ისეთ კომპონენტებს, რომლებიც სკალპზე სასარგებლო გავლენას ახდენენ.

დიახ, შამპუნი და ბალზამი სკალპთან კონტაქტში დიდხანს არ არის – მხოლოდ დაბანის დროს, მაგრამ ყოველდღიური გამოყენებისას პროდუქტები კანზე გავლენას ახდენენ.

levrana CBD შამპუნი და ბალზამ-კონდიციონერი შევიძინე მხოლოდ ერთი პრობლემის მოსაგვარებლად, სკალპის ქავილის გასაქრობად. დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ საშუალება მუშაობს. დიახ, შედეგი პირველივე გამოყენებაზე არ ჩანს, მაგრამ ნამდვილად არის.

აღსანიშნავია, რომ შამპუნს აქვს გამოხატული სურნელი, მამაკაცის სუნამოს მაგონებს, თან არომატი თმაში დიდხანს რჩება. ბალზამსაც მსგავსი არომატი აქვს, მაგრამ ნაკლებად გამოხატული. პირადად, მისი სურნელი მომწონს.

შამპუნი საშუალოდ ქაფდება, მაგრამ ერთხელ წასმაც საკმარისია თმის დასაბანად. ბალზამი კრემისებრია. მისი გამოყენების შემდეგ თმა რბილდება და ადვილად ივარცხნება.

პირველ ფოტოზე ნაჩვენებია თმა საშუალების გამოყენების შემდეგ და ბუნებრივად გამშრალი. მეორე ფოტოზე თმა სავარცხელი ფენით გავიშრე.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს