პირველად 9 წლის განმავლობაში ლილიტი სასწორში გადადის: ზოდიაქოს რომელ ნიშნებს ელით სასიყვარულო ციებ-ცხელება

0
9

2024 წლის 29 ივნისს ლილიტის ნიშანი იცვლება: ასტროლოგიის ყველაზე იდუმალი წერტილი სასწორში გადადის. სიყვარული ერთდროულ სამ ნიშანს თავს დაატყდება, მაგრამ თუ ზოგი სიყვარულის მორევში თავით გადაეშვება, სხვები გონივრულად დაიწყებენ ურთიერთობის დამყარებას.

2024 წლის 29 ივნისს, პირველად 9 წლის განმავლობაში, ლილიტი, შავი მთვარე, სასწორში გადადის. ეს კი 2024 წლის ასტროლოგიურ რუკაზე ერთ-ერთი საკვანძო მოვლენა შეიძლება გახდეს. ბევრი მნიშვნელოვანი ასპექტი წინ წამოიწევს: ერთდროულად მოგიწევთ საბუთების მოგვარება, ურთიერთობის დალაგება, პარტნიორულ საკითხებში ბალანსის პოვნა და ფინანსური სარგებლის მიღება.

ეს პერიოდი ყველასთვის ნამდვილი კარმული შერყევა იქნება, მაგრამ ნამდვილი სასიყვარულო ციებ-ცხელება ელის ზოდიაქოს სამ ნიშანს.

იყიდება

„გადასვლის პერიოდში ლილიტი კარგ ასპექტს აყალიბებს ურანთან, რომელიც კუროშია. ურანს მართავს მერწყული და ეს ნიშანი ყველა საკითხში იღბალს იზიდავს. ასევე გვყავს ვენერა სასწორში, ვენერა კი ყველას სიყვარულს ჰპირდება“ – ამბობს ანა საველევა, ასტროლოგი.

იღბლიანი ნიშნები, რომელთაც ლილიტის სასწორში გადასვლა ჰპირდება ცხოვრებისეულ ცვლილებებს, არის ტყუპები, ვერძი, მერწყული.

მერწყული

მერწყულს ელის როგორც სასიყვარულო, ასევე ფინანსური ციებ-ცხელება. 29 რიცხვიდან წარმოუდგენელი მოვლენების პერიოდი დაიწყება, იღბალი ფეხდაფეხ უკან გაჰყვება, მაგრამ ზედმეტად თავდაჯერებული არ უნდა იყოთ. ზოგჯერ უკან დახევა საჭიროა.

„მერწყულს ექნება რაღაც განსაკუთრებული. ემოციების ნამდვილი აფეთქება“ – ამბობს ასტროლოგი.

გამორიცხული არ არის, რომ „მატერიალურ საფუძველზე სიყვარული“ გაჩნდეს, ანუ ახალი გრძნობები ორივე მხარისთვის სარგებლის მომტანი იქნება.

ტყუპები

ამ ნიშნის წარმომადგენელს ქარიშხალი ელის. სიყვარულში თავით გადაეშვება, დღე და ღამე მოსვენება არ ექნება. ყველაფრისთვის მზად იქნება, რომ სიყვარულის იდეალური სურათი არ დაიშალოს.

„იქნება რაღაც სერიიდან: „მიდი, მიდი, მომიყევი ჩვენი ბედნიერი მომავლის შესახებ! მინდა მჯეროდეს“. ტყუპები თავის მოტყუებას ეცდება, ამისკენ სიყვარულის წყურვილი უბიძგებს“ – ამბობს ასტროლოგი.

ტყუპები თავად ქმნის ილუზიას და უყვარდება.

ვერძი

ვერძსაც უჩვეულო პერიოდი ელის. სიყვარული სურს და ეცდება ნებისმიერ ფასად იპოვოს იგი რჩეულ პარტნიორთან.

„გამბედაობა, თავდაჯერებულობა, 100%-იანი მზაობა საქმის გასაკეთებლად, მზაობა სიყვარულის დასაპყრობად, სწორედ ამ დამოკიდებულებით იცხოვრებს ვერძი ამ პერიოდში“ – გვაფრთხილებს ასტროლოგი.

ტყუპებისგან განსხვავებით, ვერძმა ზუსტად იცის, როგორის ადამიანი ხილვა სურს მის გვერდით.