სარეცხის მანქანაში სუფრის ძმარი ჩაასხით. ვწუხვარ, ამის შესახებ აქამდე რომ არ ვიცოდი.

651

ნამდვილად გასაოცარია, თუ რამდენ სასარგებლო თვისებას ფლობს სუფრის ძმარი… ამ უნივერსალური პროდუქტის დახმარებით შესაძლებელია ფილებიდან და ონკანის ემალირებული ზედაპირიდან უსიამოვნო ნადების მოშორება, სარკეების გაპრიალება, ჭურჭლიდან რთული ლაქების მოშორება და ა.შ. მოკლედ რომ ვთქვათ, სუფრის ძმარი ერთ-ერთი საუკეთესო და ეფექტური საშუალებაა საყოფაცხოვრებო პრობლემების გადასაჭრელად.

ვივიენი გთავაზობთ 5 ძალიან საინტერესო მიზეზს, თუ რატომ უნდა მოიქცეთ ყოველთვის ასე რეცხვის დროს.

  1. სუფრის ძმარს აქვს დამარბილებელი ეფექტი. სწორედ ამიტომ, ეს პროდუქტი არაჩვეულებრივია უხეში ან ზედმეტი სქელი ქსოვილის გასარეცხად.
  2. ძმარი – ძალზედ ეფექტური ლაქების ამომყვანი საშუალება. კონკრეტული ნივთის გარეცხვამდე ოფლისა და ცხიმის რთული ლაქები დაამუშავეთ მცირეოდენი სუფრის ძმრით, ხოლო რეცხვის დროს უშუალოდ სარეცხ მანქანაში ჩაამატეთ 50 მილილიტრი ეს საშუალება, რათა ყველაზე რთული და ღრმა ლაქებისგან კვალიც კი არ დარჩეს!
  3. ტანსაცმელში გამჯდარი, გაჟღენთილი უსიამოვნო სუნის წინააღმდეგ საბრძოლველად რეცხვის დროს ჩაამატეთ სარეცხ მაქნანაში 100 მილილიტრი ძმარი.
  4. თუ თქვენ პერიოდულად სტუმრობთ მეორადი ტანსაცმლის მაღაზიებს, კარგად გეცოდინებათ, რამდენად რთულია სპეციფიკური სუნის მოშორება ამ ნივთებიდან. სარეცხ მანქანაში მათი გარეცხვის შემდეგ გაავლეთ ისინი სუფრის ძმარში. პრობლემა გადაჭრილია!
  5. თითოეულმა გამოცდილმა დიასახლისმა კარგად იცის, თუ რამდენად რთულია ჟანგის ლაქის ამოყვანა ტასნაცმლიდან. მოამზადეთ პასტისებრი მასა სუფრის ძმრისგან და მარილისგან. დაამუშავეთ ლაქა მომზადებული საშუალებით და დატოვეთ სამოქმედოდ რამდენიმე წუთით. გარეცხეთ ნივთი სარეცხ მანქანაში ჩვეულებისამებრ. ლაქისგან კვალიც კი არ დარჩება!

გარდა ყოველივე ზემოთ თქმულისა, ეს პროდუქტი არაჩვეულებრივია თავად სარეცხი მანქანისთვის. რეგულარულად თქვენს სარეცხ მანქანაში სუფრის ძმრის ჩამატებით დააზღვევთ მას ობის გაჩენისგან, რომელსაც უარყოფითი გავლენა აქვს მექანიზმზე.

არ დაგავიწყდეთ ამ ღირებული ინფორმაციის დაქალებისთვის გაზიარება. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს