როგორ მოვიქცეთ, რომ ფულის ხემ იყვავინოს და სახლში კეთილდღეობა შემოვიტანოთ

7612

ფულის ხე, იგივე კრასულა, არაერთი ასწლეულია, სიმდიდრისა და ფინანსური წარმატების სიმბოლოდ, ფულად თილისმად ითვლება. ყველას უნახავს ეს ლამაზი მცენარე ხორციანი ფოთლებით, თუმცა, ცოტას თუ ჰქონია აყვავებული ფულის ხის ნახვის ბედნიერება.

არადა ითვლება, რომ, თუ ფულის ხე ყვავის, ესე იგი, შემოსავლები მნიშვნელოვნად გაიზრდება. მაშ, როგორ უნდა “ვაიძულოთ” მცენარეს აყვავება და სახლში წარმატების შემოტანა?

როგორ ავაყვავოთ ფულის ხე

კრასულას ყვავილობა, ჩვეულებრივ, მცენარის ცხოვრების მეხუთე-მეათე წელს ხდება. ამისთვის აუცილებელია რამდენიმე პირობის დაცვა:

1. როგორც ნებისმიერ სუკულენტს, კრასულასაც ზომიერი მორწყვა სჭირდება. მორწყეთ იგი 1-2 კვირაში ერთხელ (უმჯობესია, წყალი მოაკლოთ, ვიდრე გადაამეტოთ). ამ მცენარისთვის ზედმეტი წყლის დასხმა ან წყლის შეკავება დამღუპველია.

2. მნიშვნელოვანია, რომ კრასულა ნათელ ადგილას იდგეს და მაქსიმალურად დიდხანს ტკბებოდეს დღის სინათლით – ასე პატარა ხეს აყვავების უფრო მეტი შანსი აქვს.

3. მცენარეს სჭირდება სასუქი და გამოკვება. ამისთვის შეგიძლიათ ისეთივე სასუქების გამოყენება, როგორსაც კაქტუსებისთვის იყენებენ.

4. გაზაფხულზე, როცა სიცივეები გაივლის, გაიტანეთ იგი ჰაერზე უფრო ხშირად, ან გაანიავეთ ბინა რეგულარულად.

5. ყვავილის ზრდასთან ერთად, პერიოდულად გადარგეთ იგი ახალ ქოთანში. ქოთანი არ უნდა იყოს მეტისმეტად ღრმა. მიწის დიდი მოცულობა ფულის ხის ფესვს ქვემოთ ექაჩება, თვითონ მცენარე კი ზევით მიიწევს, რაც მას ათხელებს და ასუსტებს.

6. დროულად მოაშორეთ მცენარეს ცუდი და ძველი ფოთლები.

იმისათვის, რომ ოჯახური კეთილდღეობის სიმბოლოს ენერგეტიკა გააუმჯობესოთ, გაითვალისწინეთ შემდეგი რჩევები:

ხალხური ცრურწმენები, დაკავშირებული ფულის ხესთან

1. დიდი ყურადღება დაუთმეთ ფულის ეს. ეცადეთ, მასთან დამეგობრდეთ. კრასულას ძალიან უყვარს საუბარი. უამბეთ მას თქვენი მატერიალური პრობლემების შესახებ, მადლობა გადაუხადეთ დახმარებისთვის და გაუზიარეთ კვირის ფინანსური გეგმები.

2. ითვლება, რომ ფულის ხის ფოთლებზე დალექილი მტვერი აქვეითებს მცენარის ენერგიას და შეიძლება ფინანსური შემოდინებისთვის დაბრკოლებაც კი შექმნას. მაშინაც კი, თუ ამ რიტუალის მაგიურობისა არ გჯერათ, რეკომენდებულია მცენარის ფოთლების გაწმენდა პერიოდულად.

3. ფენ-შუის მიხედვით, მატერიალურ კეთილდღეობაზე საცხოვრებელი სახლის სამხრეთ-აღმოსავლეთი ნაწილი აგებს პასუხს. სწორედ აქ გამოავლენს ხე თავის ენერგეტიკულ შესაძლებლობებს ყველაზე უკეთ.

4. ფინანსური კეთილდღეობის გასაუმჯობესებლად, ფულის ხის ფოთლებს შორის ამაგრებენ ან კიდებენ კუპიურებს, რითიც მის პოტენციალს ზრდიან. ფული პერიოდულად უნდა ჩაანაცვლოთ ახლით და ასე გაააქტიუროთ ფულადი ციკლი

5. ფულს, როგორც ცნობილია, დათვლა უყვარს. ამიტომ, სახლში ფინანსური კეთილდღეობის მოზიდვაში ფულის ხის ფოთლების დათვლაც დაგეხმარებათ. გააკეთეთ ეს მტვრის გადაწმენდის დროს.

ძლიერი შელოცვა ფულის ხისთვის

1. შეიძინეთ ეკლესიაში 7 სანთელი. ჩაასხით ჭიქაში ხის მოსარწყავი წყალი. დათვალეთ ერთთეთრიანი 7 მონეტა.

2. შუაღამის 12 საათზე ჩაიკეტეთ ოთახში და დაანთეთ სანთლები ისე, რომ ჩაკეტილი წრე გამოვიდეს. წრის შიგნით ფულის ხე უნდა მოთავსდეს.

3. თანდათან მორწყეთ მცენარე წყლით და შვიდჯერ წარმოთქვით ფურცელზე დაწერილი მაგიური შელოცვა:

შავ მიწაში ვდებ მონეტებს, ფულს ჩუმად ვპარავ ხეს.
დაე, ჩემს სახლში აყვავდეს იგი, თან მოიტანოს სიმდიდრე დიდი.
უფულობას ვუშვებ შორს, სახლის ზღურბლს აღარ გადმოაბიჯოს.

იმედია, ყველაფერს სწორად გააკეთებთ და ფულის ხეც წარმატებას მოგიტანთ. გარდა ფულისა, მას შესანიშნავი სამკურნალო თვისებებიც აქვს.

მუშაობს თუ არა ცრურწმენები და დაგეხმარათ თუ არა ფულის ხე ფინანსური კეთილდღეობის მიღებაში?

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს