1. კარგი საშუალება ნაღვლის გადიდებისას – ფარსმანდუკისა და კალენდულას ნაყენი. აურიეთ 1-1 სუფრის კოვზი და დაახსით 0.5 ლ. მდუღარე წყალი. დაახურეთ თავსახური და დატოვეთ ოთახის ტემპერატურაზე, სანამ არ გაგრილდება. დალიეთ დღეში ორჯერ 1 ჭიქა, სრულ გამოჯანმრთელებამდე.
2. თავის ტკივილს ნიორი და რძე მოგიხსნით. დაჭყლითეთ ან წვრილად დაჭერით 10 კბილი ნიორი, დაასხით 50 მილიგრამი რძე, მიიყვანეთ ადუღებამდე და ხარშეთ ნელ ცეცხლზე 5 წუთის განმავლობაში. მიეცით საშუალება ოდნავ შეგრილდეს, გაწურეთ და 5-10 წვეთი ნახარში ყურში ჩაიწვეთეთ, იგივე გაიმეორეთ მეორე ყურშიც. იქამდე აკეთეთ, სანამ თავის ტკივილი არ გაგივლით.
3. მტკივნეული თვიურის დროს, აფთიაქის გვირილას იყენებენ. დაასხით ჭიქა მდუღარე წყალი 1 სუფრის კოვზ მშრალ ყვავილებს და გაციების შემდეგ გაწურეთ. მიიღეთ 0.5 ჭიქა დღეში სამჯერ.
4. უძველესი დროიდან, ეგზემისგან განსაკურნად ხალხი მცენარეულ ნაცარს იყენებდა. გამოტენეთ შეშის ღუმელი ვერხვის შეშით და დაანთეთ, გაცერით მიღებული ნაცარი, აურიეთ კარაქთან ან ღორის ქონთან და მტკივნეულ ადგილებზე წაისვით. ასევე იყენებდნენ ვარდკაჭაჭას ნაცარს, სოფლის არაჟანთან ერთად.
5. პროსტატის ადენომის მქონეებს მსხალიჭა მრგვალფოთოლას ნაყენი დაეხმარება. დაასხით 1 სუფრის კოვზ მცენარეს – 1 ჭიქა მდუღარე წყალი და დააყენეთ 2 საათით. შემდეგ გაწურეთ და დალიეთ 2 სუფრის კოვზი, დღეში 3-4-ჯერ.
6. ოსტეოქონდროზის დროს ბებიას რეცეფტი გამოიყენეთ: აურიეთ 1/2 ჭიქა არაყი და თაფლი, 3/4 ჭიქა წვრილად გახეხილი ბოლოკი და 2 სუფრის კოვზი მარილი. დღეში ორჯერ გამოიყენეთ შემადგენლობა როგორც წასასმელად ასევე დასალევად (1 ჩაის კოვზი კვებამდე). 2-3 დღეში ტკივილი გაივლის.
7. ჰიპერტონიის დროს, 1 ჭიქა კეფირში აურიეთ 1 ჩაის კოვზი დარიჩინი. მიიღეთ დღეში სამჯერ, 10 დღის განმავლობაში.
8. იმუნური სისტემის აღსადგენად, ბაბუაწვერას ფოთლებისგან წვენი დაამზადეთ. გაატარეთ ბაბუაწვერა ხორცსაკეპ მანქანაში და მიღებული მასა გაწურეთ. მიიღეთ კვებამდე 30 წუთით ადრე, 1 სუფრის კოვზი, დღეში სამჯერ, 1 კვირის განმავლობაში. იმისთვის, რომ წვენი არ გაფუჭდეს, 1 ჩაის კოვზი სპირტი დაუმატეთ.
9. ინსულტის შემდეგ ძალების აღსადგენად: 1 ლიტრ ზეითუნის ზეთს ოდნავ შეათბობთ, ჩაყრით მასში 50 გრამ ბეგქონდარას, დადგით ორთქლზე, გააჩერეთ 2 საათით, შემდეგ დააყენეთ 12 საათი. გაწურეთ და შეიანხეთ მაცივარში. ყოველ საღამოს შემადგენლობა ხერხემლის არეში შეიზეილეთ, დაიწყეთ ბოლოებიდან და დაასრულეთ კისრის არეში. ნაყენი სხეულის დადუმებულ ადგილებშიც უნდა შეიძილოთ.
თუ გსურთ წნევა ნორმაში გქონდეთ
10. არ შეიძლება მარილიანისა და შებოლილის მიღება. არც ძეხვის, არც მწნილისა და კონსერვების. ასევე გამორიცხეთ ქონი, ბეკონი, სოუსები, მარილიანი ყველი, კაკაო. მიირთვით ხაჭო, რძე, ხილი, ბოსტნეული, მარცვლეული. სახლის პირობებში წნევის დაწევა, წამლების გარეშეც შეიძლება.
11. 2 კვირით კატეგორიულად შეზღუდეთ მარილი და კვირაში ორჯერ მოაწყვეთ განტვირთვის დღეები – მიირთვით ბრინჯი, რომელიც კალიუმს შეიცავს. კარგად გარეცხეთ 1 ჭიქა მშრალი ბრინჯი, დაასხით წყალი და დატოვეთ მთელი ღამის განმავლობაში, დილით კვლავ გარეცხეთ და მთელი დღის განმავლობაში მხოლოდ ბრინჯი მიირთვით.
12. დიეტა 2 კვირით: უცხიმო კეფირი, თევზი და ბოსტნეული.
13. სწრაფი სიარული – წამში 2 ნაბიჯი – 30-40 წუთი დღეში, აფართოებს სისხლძრაღვებს, ამცირებს წონას და წნევას.
14. ცხოველური ცხიმები, მცენარეულით შეცვალეთ!
15. დაჯექით სკამზე, დახუჭეთ თვალები და მშვიდად უსვით ხელისგულები ერთმანეთს, სანამ არ გაცხელდებიან. მიიდეთ ისინი დახუჭულ თვალებთან 5-10 წუთით. ეს დილა-საღამოს გააკეთეთ, ეს სტრესთან ბრძოლაში დაგეხმარებათ.
კიდევ ერთი რჩევა: ძილის წინ, აბაზანაში ჩადექით და წყალი კისრიდან ფეხებამდე გადაივლეთ. არ მიუშვიროთ წყლის ნაკადი გულის მიდამოს! შემდეგ გაიმშრალეთ და მაშინვე საწოლში ჩაწექით. იძინებთ მშვიდად და სტრესიც გაქრება!