ადამიანს არა მხოლოდ მეგობრები, არამედ არაკეთილმოსურნეები და მტრებიც ჰყავს. მნიშვნელობა არ აქვს, რას საქმიანობთ და რა სტატუსი გაქვთ. უბრალოდ ზოგს ვიღაცისთვის საძაგლობის გაკეთება სიამოვნებს. მაგალითად, ასეთი ადამიანი თქვენი მეზობელი შეიძლება იყოს. პაპარაცი–ს რედაქცია გასწავლით რიტუალს, რომელიც შვებას მოგანიჭებთ და მტრული თავდასხმების უგულებელყოფაში დაგეხმარებათ. არ შეგეშინდეთ, ამ რიტუალით მტრის და არაკეთილმოსურნის მსგავსი არ გახდებით. საკუთარ თავს არ დააზიანებთ.
შურისძიება
ვიღაცის ცუდი სიტყვა ან მზერა, რომელიც თქვენკენ მომართულია, თქვენს კეთილდღეობასა და ჯანმრთელობაზე გავლენას ახდენს. შფოთვა და ნერვიულობა დაავადების მიზეზი შეიძლება გახდეს. მტრებზე რეაქცია სისუსტეს და თვითგანადგურებას იწვევს.
სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ ამ თავდასხმებს შინაგანად შეებრძოლოთ, რომ თქვენზე გავლენა ვეღარ მოახდინოს. ბოროტი ადამიანი, რომელიც ცუდს ჩადის, გაუცნობიერებლად სიამოვნებას იღებს, მაგრამ ვერ ხვდება, რომ ასე საკუთარ თავს აზიანებს. თუმცა ეს მათი საზრუნავია.
ფიქრები ცხოვრებას აყალიბებს. თქვენი თავი უსიამოვნო და მშფოთვარე ფიქრებისგან ისე გაწმინდეთ, როგორც სახლს ალაგებთ. სხვების მიერ მოყენებული ტკივილი და უსიამოვნება არ შეინახოთ, არამედ გაუშვით. ნეგატიური გრძნობები, რომელთაც არ იშორებთ, ყროლდება და იშლება, შედეგად, დაავადებას და ცუდ განწყობას იწვევს.
განწმენდის პრაქტიკა
მარტივი განწმენდის პრაქტიკა უსიამოვნო ფიქრების მოშორებაში დაგეხმარებათ. მეთოდი გამოცდილი და მარტივია. შედეგს მყისიერად იგრძნობთ.
არაკეთილმოსურნეები აღარ გაგეკარებიან, რადგან მიხვდებიან, რომ თქვენზე ზეგავლენას ვეღარ ახდენენ. ამ მიზეზით მისთვის უინტერესო გახდით. ხოლო ყველაფერი ცუდი, რისი გაკეთებაც მოასწრეს, უკან დაუბრუნდებათ.
ნაგვის გადაყრამდე ვიზუალურად წარმოიდგინეთ, რომ ეს ნეგატივი პარკში თავმოყრილი ნეგატიური ემოციები და ფიქრებია. წარმოიდგინეთ, რომ იქ უკვე დაშლის პროცესი დაიწყო.
ეს ყველაფერი მკაფიოდ უნდა წარმოიდგინოთ, სანამ ნაგვის ურნას მიუახლოვდებით. თან ჩანგალი წაიღეთ. ნაყიდი პლასტმასის ჩანგლის გამოყენებას გირჩევთ, თუმცა ჩანგალი სახლიდანაც შეგიძლიათ აიღოთ.
ნაგვის ურნასთან სანამ ნაგავს გადაყრით, პარკი ჩანგლით გახვრიტეთ და შელოცვა წაიკითხეთ: „ბოროტება ჩემგან მოვიშორე და ჩანგალზე წამოვაცვი. უკან დასაბრუნებელი გზა ჩავკეტე“. ახლა ნაგავი ჩანგლიანად გადააგდეთ.
სახლში დაბრუნდით, ხელები და სახე ცივი წყლით დაიბანეთ. მალე შვებას იგრძნობთ. მტრები თქვენთან მოახლოებას აღარ ეცდებიან.
გისურვებთ, რომ ბევრი კარგი მეგობარი და მეზობელი გყავდეთ. ხოლო ბოროტებამ გვერდი აგიაროთ. ადამიანს ყველა ჩადენილ საქმეზე პასუხისგება მოუწევს. ტყუილად ხომ არ ამბობენ, რასაც დათესავთ, იმას მოიმკით.