როგორ გავახანგრძლივოთ კაპრონის კოლგოტების გამოყენების ვადა

942

ძალიან გვწყინს ხოლმე, როცა ლამაზი კოლგოტები იხევა. თანაც, იხევა ყველა: თხელიც, სქელიც, ძვირიცა და იაფიც.

კიდევ ერთი ასეთი ინციდენტის თავიდან ასაცილებლად ქალები სხვადასხვა ეშმაკობას იფიქრებენ.

ქალის კაპრონის კოლგოტები

რატომ იხევა კოლგოტები?

1. პატარა ზომა. არასწორად შერჩეული ზომის გამო, კოლგოტები ტერფის მონაკვეთში იწელება, რის გამოც სწრაფად იცვითება.

2. ძალიან მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი. როცა ჩვენ მაღალქუსლიანებით დავდივართ, დატვირთვა მთლიანად გადადის ტერფის წინა ნაწილზე, ქსოვილი იწელება და იხება.

3. ტერფის დეფექტები, მაგალითად, თითის გამრუდება ან ფრჩხილის ჩაბრუნება.

4. ფრჩხილების არასათანადო მოვლა. როცა პედიკური დროულად არ კეთდება, გაზრდილი ფრჩხილები ქსოვილს ხევს.

კოლგოტების სიმთელე დიდხანს რომ შეუნარჩუნოთ და თავი ყოველთვის თავდაჯერებულად იგრძნოთ, ქალებმა რამდენიმე ხრიკი მოიგონეს.

1. ყინვა

კაპრონის კოლგოტებს გააძლიერებს და გაამკვრივებს ყინული. წყალში ჩალბობილი კოლგოტები ჩაალაგეთ პაკეტში და მოათავსეთ საყინულეში მთელი ღამით. დილით აიღეთ, გაალღვეთ და გააშრეთ ხელშეუხებლად. ჩაიცვით მხოლოდ გამშრალი. ეს პროცედურა კაპრონის ბოჭკოს სტრუქტურას ცვლის.

2. ლაქით დაფარვა

ფრჩხილის გამჭვირვალე ლაქი თვალის წასვლას შეაჩერებს. თმის ლაქი კი, მოფრქვეული ტერფის ზედაპირზე, ამ მონაკვეთში კაპრონს გააძლიერებს.

3. ფეხების მოვლა

არ დაგავიწყდეთ პედიკურის დროული გაკეთება, გამოიყენეთ სკრაბები და პემზა, რათა ტერფი გლუვი, გახდეს, ყოველგვარი ხორკლის გარეშე.

4. პლასტირი

ქსოვილის პლასტირი, დაწებებული შიგნითა მხრიდან, დაიცავს კოლგოტის ტერფის ნაწილს თითების არეში.

5. ჩულქები

ახლა ყველგან იპოვით უთხელეს ჩულქებს, რომლებიც, თუ კოლგოტის ფერს შეუხამებთ, დაიცავს მას ტერფის არეში დაზიანებისგან ისე, რომ არ გამოჩნდება და თქვენს ლუქს არ ავნებს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს